x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"არაფერი გასარჩევი არ მაქვს არც შენთან, მხოლოდ თქვენს პატრონთან მაქვს საქმე და არ მოვასვენებ..."
ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ასევე ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს პასუხობს და სოციალური ქსელით მიმართავს.


"Nodar Meladze ნოდარ, ყველაფერი რაც ადასტურებს ჩემს კავშირს თქვენს მიერ მოგონილ "ტროლების ფაბრიკასთან" გაასაჯაროე, არაფერი დაუმალო საზოგადოებას. ფაქტია, 9 საათიანი კურიერი მიგყავდა წუხელ, სიუჟეტიც აჩვენე "ტროლების ფაბრიკაზე" მაგრამ, ჩემი პასუხი თქვენს ტელეპასკვილებზე:

არ შეიმჩნიეთ!!!
გამოგრჩათ!!!
დაგავიწყდათ!!!
არ ჩათვალა საჭიროდ დამოუკიდებელი სააკაშვილის სარედაქციო პოლიტიკამ!!!
უბრალოდ დაუმალეთ ხალხს!!!
მესმის !
მაგრამ, ფეისბუქზე კითხვები და კომენტარები - რა თქმა უნდა არ დაგიყოვნებიათ.
აბა რაა, ტელევიზიით ერთი კვირაა აჯერებთ ხალხს - "ამწარებს ეს ბოროტი ყანდიაშვილი ერსო", ჩემს პასუხს კი უმალავთ. ფეისბუქით შემოიფარგლებით...
გასაოცარი, ნამდვილად "ევროპული ფასეულობების ერთგული" არხი შექმენით.
მეც, კიდევ ერთხელ პირდაპირ გეუბნები ნოდარ, როგორც სააკაშვილზე, 15 წელია კრიტიკული რეპორტაჟი არ გიჩვენებიათ და არც არასდროს აჩვენებთ, ზუსტად ასევე, არასდროს აჩვენებთ ჩემზე რაიმე დადებითს კი არა, ნეიტრალურს მაინც.
მე ხომ, უკვე წლებია რუსთავი2-ს სარედაქციოზე დაფებზე გასაშავებელთა სიაში ვარ.
და ბოლოს, არაფერი საფეისბუქოდ გასარჩევი არ მაქვს არც შენთან, არც შენს "ავტორებთან" - მხოლოდ თქვენს პატრონთან მაქვს საქმე და არ მოვასვენებ - შენც გადაეცი."- წერს კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში.


imageimage





კოკა ყანდიაშვილი არის ყველაზე დიდი ნაძირალა - მიხეილ სააკაშვილი

0
633
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0