x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (11-17 მარტი)
image


გაინტერესებთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები, როგორ უნდა მოიქცეთ ან რისთვის უნდა იყოთ მზად? მაშინ გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს.

მშვილდოსანი

თქვენი პირადი ცხოვრება შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.
ცვლილებებს საფუძველს ჩაუყრის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ამ კვირაში მიიღებთ.
ელოდეთ სხვებისგან ზეწოლასა და თქვენით მანიპულაციის სურვილს.
ამ კვირაში მოსალოდნელია პარტნიორული კავშირის დამყარება ან ბიზნესის წამოწყება მამაკაცთან ერთად. ვერ მოახერხებთ ჩამოწერილი გეგმების სრულად განხორციელებას. ამ პერიოდში მოგიწევთ არაერთ კომპრომისზე წასვლა. მშობელი მშვილდოსანი შვილის შესახებ საიდუმლოს შეიტყობს.


ვერძი

ამ კვირაში აქტიურად გექნებათ ურთიერთობა ახალაზრდასთან, რომელიც ცხოვრობს ან მუშაობს სხვა ქალაქში.
თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი გაიგებს რომ ორსულადაა, შესაძლოა სანაცნობო წრეში ვინმეს შვილი შეეძინოს. მოგიწევთ ისეთ დოკუმენტს გაეცნოთ ან ისეთი ფურცლები მოიძიოთ, რომელიც თქვენს შვილთანაა დაკავშირებული. ამ კვირაში თქვენზე ასაკით უფროსი ქალი მოგცემთ დაპირებას ან შემოგთავაზებთ საქმის ერთად წამოწყებას, არ დაუჯეროთ და არ დათანხმდეთ. ასევე, მოერიდეთ ფულის გაცემას. ვერძები, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს, ამ პერიოდში იმაზე მეტ თანხას დახარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივ.


მერწყული

შეიტყობთ არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაციას ან შემაშფოთებელი ფაქტის მონაწილე გახდებით. ამ კვირაში მოახერხებთ გააფორმოთ ხელშეკრულება, ან ხელი მოაწეროთ დოკუმენტს, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ და მართლაც, თქვენი ოჯახისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება. თქვენს ერთ-ერთ ოჯახის წევრს შესთავაზებენ შემოსავლიან სამსახურს. ქალი მერწყულები ფრთხილად უნდა იყვნენ მამაკაცთან, რომელიც გამუდმებით აკრიტიკებს მათ. ეს ადამიანი სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.



ქალწული

გასულ კვირას დადებული პირობების შესრულება მოგიწევთ. დაუსრულებელ საოჯახო საქმეებს მიუძღვნით ამ პერიოდს. შესაძლოა დაიღუპოს ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობდით, თუმცა ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი არ არის. კარგი პერიოდია მგზავრობისა და გადაადგილებისთვის. თუ დიდი ხნის განმავლობაში ფეხს ითრევდით, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გინდოდათ მოგზაურობა, თამამად ჩაალაგეთ ბარგი. თუ სხვა ქალაქს ესტუმრებით მეგობრის სანახავად, დაიტვირთებით სასიამოვნო ემოციებით და შეიძენთ პოზიტიურ გამოცდილებას.


იხილეთ ყველა ნიშანი > > >




0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0