x
მეტი
  • 27.03.2019
  • სტატია:87705
  • ვიდეო:338196
  • სურათი:449484
ბებოს იები

image
მზემ სხივი დაანათა პატარა სოფლის მთის წვერს. ჟუჟუნა ბებო მაშინვე ადგა საწოლიდან, ჩაიცვა და ტირიფის ტოტებიდან დაწნილ კალათას ხელი მოჰკიდა. ეზოს ბოლოში ჩავიდა, სადაც ხეების ძირში, პატარ-პატარა იებს და ყოჩივარდებს გამოეღვიძათ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად. ჯერ კიდევ თოვლი იდო მიწაზე ალაგ-ალაგ, ყვავილებიც ცდილობდნენ თავის დაღწევას, თოვლის თეთრი თავსაბურავიდან და წამოეყოთ თავები, რომ განთიადს შეხვედროდნენ. ჟუჟუნა ბებო ფრთხილად კრეფდა იებს და ყოჩივარდებს. ეფერებოდა თითოეულ ყვავილს, კრეფდა და კალათში აწყობდა. ყოველ გაზაფხულის შემობრძანების დროს, ქალაქში უნდა წაეღო, ეს ბუნების ქმნილებები, ქალაქელებისთვის მიეყიდა, რომ მათაც ეგრძნოთ სოფლის ბუნების მათრობელი სურნელი. ამასთანავე ბებოს ჰქონდა მიზეზი რისთვისაც კრეფდა იებს და ყოჩივრადებს. კალათი თითქმის გაავსო ყვავილებით, იქაურობას თვალი მოავლო და სახლისკენ წავიდა. სახლში შესულმა მაშინვე კედლის საათს შეხედა, სოფლის ავტობუსმა არ გამასწროს ქალაქშიო, წუთები აკლდა მის სახლთან ავტობუსის მოსვლას. სარკესთან მივიდა, ფერუმარილი წაისვა სახეზე, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა ბოთლში, მაგიდის უჯრიდან წითელი პომადა ამოიღო, ტუბიკში ცოტა დარჩენილიყო. მცირე ნაწილი ამოიღო ასანთის ღერით, პომადა ტუჩებზე წაისვა, ტუჩები ერთმანეთს გაუსვა, რომ პომადა კარგად მოსცხებოდა, სარკეში შეამოწმა თავი, როგორ გამოიყურებოდა. სიძველისაგან გაცრეცილი თბილი ჩექმები ჩაიცვა, შემდეგ კი ბეწვიანი პალტო მოირგო, პატარა თავსაფარი დაიხურა, ყვავილებიან კალათას მოჰკიდა ხელი და გარეთ გავიდა. ჭიშკართან დადგა და ავტობუსს დაელოდა. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო კარგად, მხოლოდ ძალას იკრეფდა და ზემოთ იწევდა. ჟუჟუნა ბებოს ჭიშკართან მოძველებულმა ავტობუსმა გააჩერა, საფეხურზე ასვლა გაუჭირდა მოხუცს და დახმარება ითხოვა: -ბებამ გენაცვალოს, მომკიდე ხელი, მემეშველე, ამევიდე ავტობუსში. მიაძახა ავტობუსში მყოფ ახალგაზდა მეზობლის ბიჭს, ისიც მყისიერად წვდა ჟუჟუნა ბებოს და აასკუპა ავტობუსში. ბებო, სანამ დაჯდებოდა გადახედა მგზავრებს და ყველას მიესალმა. -კაი გამარჯობა, მეზობლებო. -გაგიმარჯოს ჟუჟუნა, ქალაქში მოდიხარ თუ საბჭოში გაქვს საქმე? -ვერ ხედავ კალათში ყვავილები რომ მიდევს? სად წავალ ყავილებით, რა შტერივით მეკითხები ამხელა კაცი. ხო მაგ ჭკუაზე ვარ ჩვენ გამგებელს მივუტან, ახლა ყვავილებს. ქალაქში მივდივარ, გავყიდო უნდა ყვავილები. შეუყვირა მეზობლის კაცს ჟუჟუნა ბებომ. იმანაც მაშინვე ფანჯარაში გაიხედა, თითქოს მას არ ეუბნეობდა. ბებო მეზობლის ქალს მიუჯდა გვერდით, ყვავილებიანი კალათა კალთაში ჩაიდო, შეეშინდა ავტობისში მყოფთ არ დაეზიანებინათ ყვავილები. -ჟუჟუნა დადგა გაზაფხული და შენც დაიწყე ხომ ბაზარში სიარული? გაჩერდი ქალო, ამ სიცივეში რას იკლავ თაავს, საჭმელი შენ არ გაკლია და სასმელი, თან გყვება ძმიშვილები, რას დაათრევ ამ ყვავილებს ყოველ გაზაფხულზე გასაყიდად, ყვავილები არ გეცოდება მაინც? აცადე, იხარონ ისედაც დროებით არიან ამ ქვეყანაზე მოსულები. ჟუჟუნა ბებომ გვერდულად გახედა მეზობლის ქალს და პასუხიც არ დააყოვნა. -ქალო, რას მეუბნები შენ ხომ გამოეკიდები ამ ცას და იცხოვრებ სამუდამოდ, მართალია არაფერს მაკლებს ჩემი ძმისშვილები, მაგრამ მეც მაქვს ჩემი საქმე და მიზეზი იმის, რისთვის ვაკეთებ ამას, მიხედე შენ შენ საქმეს. ავტობუსის სალონის ბოლოდან ვიღაცამ დაუძახა ჟუჟუნა ბებოს. -რა იყო, მოხუცო, რას დაგვცოფე ამ დილა ადრიანად ყველა, მარცხენა ფეხზე ადექი თუ რა ძაღლმა გიკბინა? ავტობუსში ხმამაღალი სიცილი გაისმა. -რო დაგიბჩენია მაგ პირი და რას როშავ არ იცი, გაჩუმდე ჯობია, ლოთობის მეტი რომ არაფერი არ იცი და მიყრილი რომ გყავს ბოვშები მშიერი. უპასუხა ჟუჟუნა ბებომ. ამის თქმაზე გაისუსა ყველა. მგზავრებმა იფიქრეს, აქ ჩხუბი ატყდება და ჯობია წყნარად ვიყოთო. კაცმა სიტყვა ვერ შეუბრუნა მოხუცს. ქალაქში ჩასვლამდე ავტობუსში ხალხი სოფლის ამბებზე ლაპარაკობდა. ხან კიდევ პოლიტიკაზე, რამდენჯერ ლამის ჩხუბშიც კი დაგაუვიდათ საუბარი, როგორც იქნა ჩავიდა ჟუჟუნა ბებო ქალაქში. იმ ბაზარში მივიდა, სადაც ყოველ ამ დროს დადგებოდა და ყიდდა ყვავილებს. არ უნდოდა ბაზრის გადასახადი გადაეხადა, ამიტომ ბაზრის კართან დადგა და როგორც კი ბაჟის ამკრებს დაინახავდა, ვითომ არაფერს ყიდდა, ისე იქცეოდა. მაშინვე მოერიდებოდა იქაურობას, შემდეგ კი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა.კალათიდან ყვავილების კონას ამოიღებდა ხელში დაიჭერდა და გამვლელებს სთხოვდა რომ ეყიდათ.-იყიდეთ, ბებოია, ყვავილები იყიდეთ, მიულოცეთ თქვენ დედიკოებს, გაზაფხულის მობრძანება! იყიდეთ, ბებო, ყვავილები იყიდეთ, შეყვარებულს მიუტანეთ გაუხარდება, ხალხო სახლისათვის იყიდეთ ერთი კონა ყვავილი გაახარეთ ოჯახში ქალი! გამვლელებს უფრო მეტად ეცინებოდათ ჟუჟუნა ბებოზე, ვიდრე ეცოდებოდათ.ბებო ისე გამოიყურებოდა მხიარულად და კარგად, რომ არ აკლებდნენ რეპლიკებს, ზოგი ყიდულობდა ყვავილს და ზედმეტსაც ჩუქნიდა ფულს, ზოგი კიდევ ეტყოდა: -ბებია, პატრონი არ გყავს, რომ დამდგარხარ ამ სიცივეში და ყიდი ამ მინდვრის ყვავილებს? წადი სახლში, შენისთანა მოხუცი თბილ ბუხართან უნდა იჯდეს და თბებოდეს. -ვინ გკითხავს ბებია ახლა მაგას შენ? შენ თუ გინდა კი იყიდე ეგი ყავავილები თუ არადა გეიარე მაგ გზაზე! -რა ღირს ბებო შენი ლამაზი იები? -რამდენიც გინდა ბებია იმდენი მომეცი. -კარგი მაშინ, იების კონაც მომეცი და ყოჩივარდებისიც. -რად გინდა ბებია? ვისთვის ყიდულობ? შეყვარებული გყავს? -ბებო დღეს დედას აქვს დაბადების დღე და მას ძალიან უყვარს მინდვრის ყვავილები, მას უნდა მიუტანო. -მაშინ, ბებოია, ესენი შენ აჩუქე და ეს ერთი კონა ჩემგან მიართვი შენ დედას, ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. ახალგაზრდა ბიჭმა, ჟუჟუნა ბებოს გამოართვა ყვავილების კონა და ფული გაუწოდა, მადლობა გადაუხადა და წასვლა დააპირა ისე, რომ ხურდას არ დალოდებია. -მეიცა, ბებია, ხურდა გეკუთნის, ამდენ ფულს სულ რომ გავყიდო ეგ ყვავილები, ვერ ვიშოვი. -უკვე წასულმა ახალგაზრდამ მიაძახა: -არ მინდა ბებო, ხურდა შენთვის დაიტოვე და თბილი წინდები იყიდე ჩემ სახელზეე. ხელი დაუქნია და ისევ გზა განაგრძო. ჟუჟუნა ბებომ მაშინვე ფეხებზე დაიხედა და გაიფიქრა: რატომ მითხრა ახლა ეს, გონია წინდა არ მაქვს და შევეცოდე ეტყობაო. შემდეგ ისევ გახედა უკვე წასულ ბიჭს და მიაძახა: - ბებია წინდები იმდენი მაქვს სათვალავი მერევა. ეს ბოლოს სიტყვები უკვე არ გაუგონებია ბიჭს, მაგრამ ბებოს გვერდით მოხუცმა კაცმა გაიგონა და მან გასცა პასუხი, ჟუჟუნა ბებოს: - ტრუსიკი იყიდე დიდი, ტრუსიკი გათბები ჯერ კიდე ზამთარიაა. გაცეცხლდა ჟუჟუნა ბებო. ეს რა მაკადრა ამ კაცმაო და მიაწყევლა. -დაგეცეს მეხი მაგ ენაზე. იქვე მყოფი მოვაჭრეები და გამვლელები სიცილს ვერ იკავებდნენ, ამ ამბის შემსწრენი. როგორც იქნა ჟუჟუნა ბებომ გაყიდა ერთი კალათა ყვავილები და წავიდა სოფელში. სახლში მისვლამდე სასაფლაოსთან ავტობუს გააჩერებინა და დედ მამის საფლავთან მივიდა, მოეფერა მათ სურათებს და სახლში წავიდა. ასე გრძელდებოდა ყოველი დღე ჟუჟუნა ბებოსი, სანამ იები და ყოჩივარდები ყვაოდნენ. ერთ დღესაც ისევ დაწნული კალათი გაავსო იებით და ყოჩივარდებით, წავიდა ქალაქში ყვავილების გასაყიდად. ისევ თავის ჩვეულ ადგილს მივიდა. -იყიდეთ ბებია, გენაცვალოთ ყვავილები, გაახარეთ დედები, შეყვარებულები, გაულამაზეთ ერთი დღე. გამვლელები ყიდულობდნენ ყვავილებს, ბებოს მადლობას უხდიდნენ, ის კი ლოცავდა. -გეიხაროს, ბებია თქვენმა გამზრდელმა, მომრავლდით და მოშენდით ამ დედამიწაზე, ისედაც ცოტანი ვართ და გაამრავლეთ ერი. -ბებო თუ არ შეგაწუხებ, კითხვა მაქვს თქვენთან, შეიძლება. -გისმენ ბებია, ხომ მშვიდობაა? -მე ჟურნალისტი ვარ, ხშირად დავდივარ ამ გზაზე და სულ გხედავთ თქვენ. -კი, ბებომ გენაცვალოს, მე სულ ამ დროს აქ ვარ. -ბებო მე როგორც ვხედავ თქვენ არ გავხარ ინ მოხუცებს ვისაც უჭირს დღეს და ლუკმა პურის გამო გამოსული არიან ქუჩაში. -რას ქვია ბებო, თან მყვებიან ჩემი ძმისშვილები, პენსიაც მაქ, კი მყოფნის რავაც არის ისე. -მაშინ რატომ ყიდით ყვავილებს, შეგიძლით მომიყვეთ? ვფიქრობ რაღაც არის ამის მიზეზი? ცნობისმოყვარეც ვარ და თან ჟურნალისტი. -ბებია ამ ხნის ქალი ვარ და ამაზე არავინ დაინტერეებულა, რა არის მიზეზი, ჩემი ყვავილების გაყიდვის, ზოგს ჰგონია უპატრონი ვარ და ამიტომ ვყიდი, ზოგს გონია კიდე შვილებმა გამომაგდეს სახლიდან და პურის ფულს ვშოულობ ამით, მიზეზი კი სულ სხვა არის და ამას წლებია გულით დავატარებ. -მომიყევი ბებო, ყურადღებით მოგისმენ. დროც მაქვს. ჟუჟუნა ბებომ ხელი გულმკერდისკენ წაიღო და უბიდან წითელი ძაფით თავმოკრული პატარა ცხვირსახოცი ამოიღო, რომელშიც საგულდაგულოდ გახვეული ნივთი იყო, ეტყობოდა ამ ნივთს სათუთად უფრთხილდებოდა. -ეს არის ბებია მიზეზი, რატომაც ვყიდი ამ ყვავილებს? -ეს რა არის ბებო? შეგიძლაით მანახო? ჟუჟუნა ბებომ გვერდულად ეჭვის თვალით გახედა ცნობისმოყვარე გოგონას. -დიდი დრო გავიდა იმ დროის შემდეგ რაც ეს მეც არ გამიხსნია და ასე ვინახავ. -რომელი დღის შემდეგ? -როცა ბოლოს მნახა და ეს მაჩუქა. -ვინ გაჩუქა ბებო? ნუთუ შეყვარებულმა? -რა შეყვარებულმა რას ამბობ? ის ჩემთვის შეყვარებულზე მეტი არის. -გამოდის რომ ახლაც მასთან ხარ? -არა ბებო. -აბა სად არის? -არ ვიცი. -ვინ არის ბებო თქვი ბოლოსდა ბოლოს, ან რა დევს ამ პატარა ცხვისახოცში? მოდი რა ვქნათ ახლა იცი, ამ დარჩენილ ყვავილებს მე ვიყიდი და წამოდი, აი იქ ბაზრის კუთხეში, კაფეში დავსხდეთ, ჩაი დავლიოთ და თან მომიყევი შენი პატარა ისტორია. ჟუჟუნა ბებომ ჯერ თავი შეიკავა ამ შეთავაზებაზე, მერე დასთანხმდა.-შენ, ბებია კაი გოგო ჩანხარ და მოგიყვები, ჩემ პატარა საიდუმლოს, ოღონდ არ გამთქვა იცოდე, ამ საიდუმლოს წლებია გულით დავატარებ. -რა თქმაუნდა ბებო, სიტყვას გაძლევ, რომ არავის არაფერს ვეტყვი. კაფეში დასხდნენ. ჟუჟუნა ბებომ გახსნა ცხვირსახოცი, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა წლებია, თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, ნაჭერს წითელი ძაფი მოაშორა და დადო მაგიდაზე, გაოცებული უყურებდა ცნობისმოყვარე გოგო, ფიქრობდა რა აქვს ასეთი ამ ქაღალდში შენახული და რას მალავსო, ჯერ იფიქრა ალბათ ვინმეს ფოტო აქვს და არ სურს სხვას დაანახოს, ამიტომ ინახავს ასე საგულდაგულოდო, ან კიდევ რაღაც ჯადოს მაგვარი აქვს, ალბათ და იმას მალავსო. როგორც იქნა მოაცილა ჟუჟუნა ბებომ ქაღალდს ძაფი და გადაშალა. მაგიდაზე დადო და უცქერდა. -როგორ დამჭკნარხართ და დაპატარავებულხართ. თქვენც ჩემსავით დაგეტყოთ წლების მატება. რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ და ისევ ჩემთან ხართ, მაგრამ ის წავიდა და არ დაბრუნდა.გოგონა გაოცებული უყურებდა მაგიდაზე დადებულ იების კონას და ბებოს. საიდან დაეწყო საუბარი არ იცოდა. -ბებო თუ გინდა ნურაფერს მომიყვები, თუ აქმდე არავისთვის გითქვამს, ნურც მე მეტყვი, დარჩეს ის საიდუმლო ისევ თქვენთან. ჟუჟუნა ბებო არც დალოდებია ისე დაიწყო მოყოლა, თითქოს მხოლოდ თავის თავს უყვებოდა იმ ამბავს, რასაც წლების განმავლობაში ინახავდა გულში. ერთ სოფელში გოგო ბიჭი ცხოვრობდა, მათ ბავშობიდან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ამ საიდუმლოს მალავდნენ, რადგან მეზობლები იყვნენ და არ სურდათ ვინმეს გაეგო სოფელში, იცოდნენ რომ ამის უფლებას არავინ მისცემდათ, მათ რომ ერთმანეთი ყვარებოდათ, ისინი ყველასგან ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ არ იყო ასე ტელეფონები ამიტომ, როცა ერთმანეთს ნახავდნენ, მაშინ დათქვამდნენ დროს მომავალი შეხვედრისას, მაგრამ ზოგჯერ ხდებოდა ისე რომ ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან მშობელბს ვერ ეპარებოდნენ სახლიდან, ხან კიდევ მეზობელი შეამჩნევდა და უკან ბრუნდბონენ, შეხვედრის ადგილი ძალიან უყვარდა ორივეს, ამიტომ როცა ცუდ განწყობაზე იყვნენ იქ მიდიოდნენ, სადაც დიდი ქვა იდო და დაჯდებოდნენ და შესცქეროდნენ უკიდეგანო სამყაროს, ზოგჯერ ხდებოდა რომ ამ დროს ერთი რომ მივიდოდა მეორეც იქ დახვდებოდა და ერთმანეთით ხარობდნენ, გავიდა დრო, სკოლა დაამთავრეს, ფიქრობდნე როგორმე მშობლებისთვის აეხსნათ მათი სიყვარულის ამბავი.როცა გადაწყვიტეს უკვე რომ ეს საიდუმლო გაემხილათ, ბიჭს ჯარში წასვლა მოუწია, დათქმულ ადგილას დაელოდა გოგოს, ისიც მივიდა, ხელში პატარა იების კონა ეჭირა და გოგონას უთხრა: მე უნდა წავიდე და ჩემ გულს და სულს შენ გიტოვებ, გთხოვ დამელოდე, რომ ჩამოვალ მშობლებს მაშინ გაუმხილოთ ჩვენი ამბავი, ეს პატარა იები შეინახე და ჩემ თავს გაგახსენებს, მე რომ ჩამოვალ უკან დამიბრუნე, შენი სურნელით იქნება გაჟღენთილი და ის ჩემთან სამუდანოდ დამიბრუნდება შენთან ერთად. -მერე რა მოხდა დაბრუნდა ბიჭი? -არა, ვერ დაბრუნდა? -რატომ? რა დაემართა? -იმ დროს ომი იყო, ამიტომ ომში მოუწია წასვლა, ომი დამთავრდა ის კი უგზოუკვლოდ დაიკარგა. -თქვენ მას ისევ ელოდებით? -მე მას ისევ ველოდები, მე სიტყვა მივეცი, დაველოდებოდი, ამიტომ სიკვდილამდე დაველოდები და სიკვდილის შემდეგაც მას დაველოდები. -ნუთუ არავინ გამოჩნდა ვინმე რომ გათხოვილიყავით? -როგორ არა, ბევრი. მე ლამაზო გოგო ვიყავი, ყველას უარს ვეუბნებოდი, მშობლები ბრაზობდნენ, სოფელში ისიც კი თქვეს ალბათ არ აქვს თავის იმედი და ამიტომ არ თხოვდებაო. -იების გაყიდვას რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან? ჩვენ ვერ შევძელით ერთად ყოფნა იმის შემდეგ, იქნებ სხვამ მაინც შეძლოოს ერთად ყოფნა და იხარონ ერთმანეთით. -ბებო, თქვენ დიდი სიყვარული გცოდნიათ, ასეთი სიყვარული იშვიათია დღეს. -არა, ბებო, როცა უყვართ იქ ყველაფერია, უყვართ და მორჩა, როცა სიყვარულია ვერაფერი ძალა წაგართმევს მას, თუნდაც შორს იყოს შენგან, სიყვარული ერთხელ მოდის ცხოვრებაში და უნდა მიხვდე. როცა ვინმე ნამდვილად გიყვარს, ხვდები ესაა ის არის რაც შენ სულს და გულს ჭირდება. ამ გრძნობას ვერაფერი ამოძირკვავს შენ მეხსიერებიდან და გულიდან. ჟუჟუნა ბებომ დასრულა თავისი ამბის მოყოლა, შემდეგ იები ტუჩებთან მიიდო, აკოცა და ისევ ისე გაახვია და შეინახა. ერთხელ ბებომ შეამჩნია ერთი ლურჯთვალა ბიჭი მიდიოდა და მთელ მის ყვავილებს ყიდულობდა, ჟუჟუნა ბებო დაინტერესდა, სად მიჰქონდა ბიჭს ყვავილები და უკან გაჰყვა მყიდველს. ბიჭი ყვავილებს გამვლელ გოგონებს ურიგენდა. ჟუჟუნა ბებომ ვერ მოთმინა და ჰკითხა, თუ რატომ იქცეოდა ეგრე. მან უპასუხა: - ჩემ შეყვარებულს გაზაფხულის მოსვლა იებით ვახარე, მან კი ფეხებთან მომაყარა იები, ნუთუ მეტი არ გემეტება ჩემთვისო. მას შენდეგ მე ის არ მინახავს, სხვებს ვჩუქნი იებს და ვულოცავ გაზაფხულის მოსვლას, მიხარია, როცა ღიმილით მართმევენ იებს და მადლობას მეუბნებიან. -ბებო, ის არ ყოფილა შენი სიყვარულის ღირსი, აუცილებლად იპოვი ნამდვილ სიყვარულს. ბიჭს შუბლზე აკოცა ჟუჟუნა ბებომ. ამ დროს ლამაზმა გოგონამ გამოიარა და ბიჭმა გაუწოდა იების კონა, გოგონამ გაუღიმა, ჟუჟუნა ბებობ უთხრა ხედავ გაზაფხული მოგილოცა ამ ბიჭმაო მან მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. ბებომ ბეჭზე დაჰკრა ხელი ბიჭს და თვალით ანიშნა, რომ გოგონას გაჰყოლოდა. ბიჭიც ასე მოიქცა. ჟუჟუნა ბებო, ცრემლ ნარები ღიმილით უცქერდა მათ და დიდხანს იყო ერთ ადილს გაჩერებული, სანამ წყვილი ხალხში შეერეოდა.მომდევლო წელს ჟუჟუნა ბებო ისევ იმ ადგილას ჰყიდდა მინდვრის ყვავილებს. მასთან გოგო და ბიჭი მივიდა, ჟუჯუნა ბებომ ვერ იცნო ისინი, ბიჭმა გოგოს გააცნო, ეს ის ბებოა, რომელის დახმარებით მე დღეს ბედნიერი ვარო. ისევ იყიდა ყვავილები ბიჭმა, ბებოს გადაეხვია და წავიდა, ჟუჟუნა ბებო ლოცავდა წყვილს. იმ საღამოს სიზმარი ნახა ჟუჟუნა ბებომ. თითქოს იმ ქვასთან იყო და მის შეყვარებულს ესაუბრებოდა, ისევ ახალგაზრდები იყვნენ ორივე, ჟუჟუნას ისევ თეთრი კაბა ეცვა შავი კომპლებით, როგორც ბოლო შეხვედრისას.ერთმანეთს სიყვარულით შეცქეროდნენ, ბოლოს ბიჭმა გოგონას აკოცა. მადლობა გადაუხადა, რომ არ დაივიწყა წრფელი სიყვარული, სიყვარული ისევ აპოვნინა, მერე იების კონა გამოართვა და წავიდა ლურჯთვალა ჯარისკაცი, ფეხშიშველი, ნელ-ნელა თეთრ სივრჩეში გაუჩინარდა. ჟუჟუნა ბებოს ძილში სახეზე ღიმილი ეფინებოდა. მერე უცებ გაეღვიძა, ცრემლებში მთვარე კიაფობდა.გათენებას არ დაელოდა. ადგა წინდის ქსოვა დაიწყო. იმ დღის შემდეგ ყვავილები აღარ გაუყიდია. სახლში იყო და წინდებს ქსოვდა.

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0