x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
BMW 6 სერიიდან გრან კუპე
გრან კუპემ გააერთიანა BMW-ს კლასიკური კუპეს ესთეტიკა და დინამიკა, რომელსაც დაემატა საკუთარი განუმეორებელი მახასიათებლები. შედეგად კი მივიღეთ წამყვანი დიზაინი, უკომპრომისო სპორტული და დახვეწილი ელეგანტურობა.

ახალი მოდელის პროპორციები მოულოდნელად სპორტულია ოთხკარიანი ავტომობილისთვისაც: წაგრძელებული ძარა და საბურავების ბაზა, უკან გაწეული სალონი.

ეს ყველაფერი ავტომობილს უფრო აგრესიულ, მაგრამ განუმეორებელ გარეგნობას ანიჭებს.
ექსტერიერისგან მიღებულ შთაბეჭდილებას აძლიერებს
ავტომობილის შიდა სივრცე. ინტერიერი 100 %-ით აკმაყოფილებს ელეგანტური სედანის და სპორტული დინამიური კუპეს მოთხოვნებს. ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენება მხოლოდ BMW Individual Merino-ს საუკეთესო ტყავი, რომელიც ზედმიწევნით არის შერჩეული და ის სირბილეს და გამძლეობას ინარჩუნებს.

შეგიძლიათ თავად დახვეწოთ დიზაინი BMW Individual მენიუს მეშვეობით.
ზოგადად BMW 6 სერიიდან გრან კუპე შეიძლება შეადარო მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც საუცხოოდ გამოიყურება და
იდეალურად არის მორგებული. ახალი ავტომობილით თითოეული გასეირნება ჰგავს პოდიუმზე გასვლას: თუ მოგწონთ ოდნავ ზემოდან დააკვირდეთ გარშემომყოფების აღტაცებას და ამასთან თავი 100%-ით კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ, აირჩიეთ BMW 6 სერიიდან გრან კუპე, სწორედ ამგვარ განცდებს მოგიტანთ ამ ავტომობილით გასეირნება. მოდას სიჩქარეზე თავად დააწესებთ.



image
image
image
image
image
image
image
image

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0