x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რატომ არ შეიძლება წყლის მეორედ ადუღება?

ადუღების შემდეგ წყალი იცვლის შემადგენლობას: როდესაც წყალი ერთხელ დუღდება, იქიდან მავნე ნივთიერებები ორთქლდება და მისი დალევა არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის. როდესაც ხდება წყლის განმეორებითი გაცხელება-ადუღება, კვლავ იცვლება მისი შემადგენლობა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.


image



1. დარიშხანი
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ირწმუნება, რომ “დარიშხანის შემცველობა სასმელ წყალში დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას“. ორგანიზმში მისი თანდათანობითი დაგროვებით, ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თირკმლის ფუნქცია, შეიძლება განვითარდეს დიაბეტი და სიმსივნეც კი.




2. ნიტრატები
ნიტრატები გვხვდება არა მარტო ნიადაგში, არამედ წყალსა და ჰაერშიც კი. როდესაც წყალი აღწევს მაღალ ტემპერატურებს (ანუ რამდენჯერმე), ნიტრატები გარდაიქმნება კანცეროგენულ ნიტროზამინებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის და კუჭის სიმსივნეები.




3. ფტორი
ერთ-ერთ სამეცნიერო-სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული იყო კვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ფტორიდის შემცველობა სასმელ წყალში იწვევს ბავშვებში IQ-ს დაქვეითებას.



გააზიარეთ ინფორმაცია ამ საფრთხის შესახებ და თავადაც ამის მერე, სანამ ჩაიდანს დადგამთ და კომპიუტერს მიუჯდებით, ჯერ მაინც ჩამოასხით ფინჯანში და მხოლოდ მერე ჩაეფალით ვირტუალურ სამყაროში.


0
701
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0