x
image
beko777
Mediator image
არდაკარგული სიკეთე, - ბესო ჩუბინიძის ნამდვილი ამბავი

ბოლომდე წაიკითხეთ, ნუ დაგეზარებათ, მიხვდებით, რომ - "მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება" მართალი ანდაზაა, ეს ისტორია მე შემეხო და კიდევ ერთხელ (!) მივხვდი, რომ - სიკეთე არ იკარგება! - უამრავ ასეთ ადამიანზე შემიძლია მოგიყვეთ და მოგიყვებით კიდეც, მაგრამ ახლა ეს, ახალი ამბავია და ემოციები პირდაპირ საჯაროდ გამოვიტანე, წაიკითხეთ თქვენც და დარწმუნდებით, რაშიც გინდათ ჩამითვალეთ ამ საუბრის გასაჯაროება, რაც გნებავთ ის მიწოდეთ და რა უარყოფითიც გინდათ ის მიაკერეთ შირმად, -მართლა არ მაინტერესებს, რადგან - მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: - დაგაჯეროთ, რომ სიკეთე დაგიბრუნდებათ სიკეთით!

* * *

- ალო, გამარჯობათ, ბ-ნი ბესო ბრძანდებით?
- დიახ ქალბატონო, გისმენთ.
- ძალიან სასიამოვნოა, მე თქვენ ვერ გამიხსენებთ ალბათ, 16-17 წლის უკან შევხვდით თქვენთან რედაქციაში, ჩემი პატარა გოგონა გაახარეთ თქვენი საჩუქრით (მეუბნება თავის და შვილის სახელს და გვარს)
- ვერ მოგატყუებთ ქ-ნო, მართლა ვერ ვიხსენებ ასე უცებ, ხომ გახსოვთ რამდენი კონკურსში გამარჯვებული ამოდიოდა ხოლმე მაშინ "ვარსკვლავებში" და...
- მახსოვს რათქმაუნდა, მთელი ოჯახი ოთხშაბათს და შაბათს ელოდა ხოლნე "ვარსკვლავების" ახალი ნომრის გამოსვლას
- (მესიამოვნა) გაიხარეთ ქ-ნო, აბა მითხარით რამ შეგაწუხათ?
- ბ-ნო ბესო 15 წელიწადია საქართველო დავტოვეთ მე და ჩემმა ოჯახმა, 15 წელია ყველაფერი ქართული მენატრება და თუ დამიჯერებთ თქვენი ჟურნალებიც კი სათითაო ნომრად აკინძული წამოღებული გვაქვს, სულ ვკითხულობ თქვენს ამბებს, ყველა გადაცემა ზეპირად ვიცი სადაც ხართ და გამოდიხართ ხოლმე, თქვენ გაკეთებულ გადაცემებს ვუყურებთ ხომე, ლაივებს რომ რთავთ ცრემლი მომდის ისე გვენატრება მადაურობა და თქვენით და თქვენ ვის გვერდითაც დგახართ მანდ, საქართველოში იმ ხალხით გაგვაქვს ეს მონატრება.
- რატომ არ ჩამობრძანდებით საქართველოში? (გულწრფელად შევწუხდი)
- 10 წლის უკან დავბრუნდი, ვერ ვიპოვეთ მანდ ჩვენი ადგილი და დღესაც ვინც ბრუნდება ისინიც იმას მირჩევენ, რომ დაბრუნება ამ ეტაპზე დამღუპველია ჩვენთვის, ღვთის მადლით აქ კარგად ვართ, მატერიალურადაც წელში გავიმართეთ, ავეწყვეთ, სამსახურები გვაქვს ყველას, დაფასება გვაქვს და ხომ ხვდებით არაა ბ-ნო ბესო?
- სამწუხაროდ ვხვდები და ამიტომაც ვერაფერს ვეღარ გეუბნებით...
- ბ-ნო ბესო, 16 თუ 17 წლის უკან, თქვენ, რომ ჩემს შვილს სიხარული მიანიჭეთ....
- (მეღიმება) წეღანაც მითხარით ეგ, და მართლა ვერ ვიხსენებ რა გავაკეთეთ ასეთი?
- კონკურსში, რომ გაიმარჯვა თქვენ ერთ-ერთი კონცერტის ბილეთებს ჩუქნიდით ბავშვებს, მაშინ ამ კონცერტის ბილეთები ისე მალე გაიყიდა, რომ ვეღარ ვუშოვე ჩემს გოგონას და თან ძალიან ძვირი ღირდა, არ მქონდა საშუალება და გაეხარდა ბავშვს - დედა "ვარსკვლავებში" მოვიგე ბილეთი და წამიყვანე წამოვიღოთო... (თუ არ ვცდები "სახეს და "ფუეთრე მოუშენის" ერთობლივ კონცერტზე ამბობს) ჰოდა, თქვენ მაშინ ცეკას გამომცემლობაში გქონდათ ოფისი მე-5 სართულზე და ისე მოხდა, რომ დავაგვიანეთ მე და ჩემმა ქალიშვილმა მაშინ საჩუქრის მისაღებად მოსვლა, კარგად მახსოვს მეტროში დენი გაითიშა და სანამ გვირაბიდან ფეხით გამოვედით, დაგვაგვიანდა. ამასობაში თქვენს მდივანს სხვა გამარჯვებულებისთვის გაუნაწილებია ამ კონცერტის ბილეთები საჩუქრად და მოკლედ - აღარ დარჩა და ჩვენ, რომ მოვედით და ეს ჩემმა გოგონამ გაიგო, რომ ბილთი არ შეხვდა ტირილით ცა და დედამიწა შეაზანზარა
- მე მგონი რაღაც მახსენდება...
- ხოდა, თქვენ შემოხვედით მერე ოთახში და ეს ატირებული ჩემი შვილი, რომ დაინახეთ მამასავით მოეფერეთ და შეწუხდით, რომ ბილეთი აღარ შეხვდა, თან ძალიან ძვირიც იყო და კიდე ვამბობ, რომ მქონოდა მაშინ მაგ ბილეთის ყიდვის საშუალება, ალბათ ვერც გავიმეტებდი მაგხელა ფულს. ხოდა - თქვენ, რომ ჩემი ატირებული შვილი ნახეთ, თქვენს ოთახში შეიყვანეთ და თქვენ, რომ გეკუთვნოდათ და შენახული გქონდათ ის ბილეთი აჩუქეთ და თან ორი ცალი. არასოდეს დამავიწყდება, ჩემი შვილის მაშინ ბედნიერი და გახარებული სახე ბ-ნო ბესო, გაგახსენდათ ეს ამბავი?
- (მართლა გამახსენდა) თქვენ ნიას დედა ბრძანდებით? როგორ არ გამახსენდა
- ჩემი ქალიშვილის სახელიც გახსოვთ? (გულწრფელად გაუკვირდა)
- როგორ არ მახსოვს, ყვლას სახელი მახსოვს სხვათაშორის იმ დროიდან და ყველას მოწერილი წერილებიც კი შენახული მაქვს რედაქციის არქივებში, არცერთი არ გადამიგდია და დალუქულს ვინახავ ყველას
- ღმერთმა გაგახაროთ ბ-ნო ბესო და რატომ გაგახსენეთ ახლა თავი, ახლა ჩემი გოგონა შინ არ არის, მაგრამ მისი დავალებით გირეკავთ და გვინდა, რომ იმ სიკეთისთვის რაც მაშინ ჩემს პატარა შვილს არგუნეთ, მცირე სამაგიერო გადაგიხადოთ და თქვენი წიგნის ფონდში მცირედი თანხა გამოვაგზავნოთ, ნიას უნდოდა თავად გაეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოახერხა სამსახურის გამო და აი, მე მინდა მისი სახელით და იმ დედის სახელით, რომლის შვილიც თქვენ გაჭირვების დროს მაშინ ძალიან გაახარეთ, იმედი და სიკეთე აჩუქეთ მადლობა გადაგიხადოთ და ამ 200 დოლარს, ძალიან მცირედს, მაგრამ თქვენი წიგნის ფონდში ჩვენც ჩავრიცხავთ, უამრავ სიკეთეს აკეთებთ, ყველაფერს ვხედავთ ქართველები ემიგრაციიდან მითუმეტეს ბ-ნო ბესო და ერთსა გთხოვთ მხოლოდ, სულით არ დაეცეთ, ყოველთვის ისეთი მებრძოლი იყავით როგორიც ადრე და ახლა ხართ, რადგან თქვენი, თქვენი მაგარი ვაჟკაცის და მათნაირების იმედიღა გვაქვს ემიგრანტ ქართველებს იცოდეთ, ძალიან გვიყვარხართ და გვეიმედებით...
- (დავდუმდი)

imageimage

0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0