x
image
ზოგადი განათლება
სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მნიშვნელოვნად მკაცრდება - გაიგეთ რას გულისხმობს ეს

სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება


image

აქტიურად მიმდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილებების შეტანა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილებები სკოლის მოსწავლეთა ექსკურსიებს შეეხება.


მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, რვა პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტებშია გაწერილი მაგალითად, ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ამასთან, ეს პუნქტები არეგულირებს იმასაც, რომ სკოლას არ აქვს უფლება, საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს.



*კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციებისა და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.




კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები მიაწოდოს. შესაძლებელი გახდება კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს.



კანონით იქნება განსაზღვრული, რომ ბავშვთა ექსკურსიას თან ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.



ბავშვის უფლებათა კოდექსი პრინციპების დონეზე უკვე გაწერილია და მისი საკომიტეტო და სასესიო მოსმენები უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. კანონის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.




0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0