ვლადივოსტოკთან გადაბრუნდა და ნაწილებად დაიშალა რუსული საზენიტო სარაკეტო-ქვემეხებიანი კომპლექსი "Панцирь-С1"
თვითმხილველებმა გადაიღეს საგზაო შემთხვევა სედანკა-პატროკლეს შემოვლით გზაზე ვლადივოსტოკთან ახლოს.
გზაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას გადაბრუნდა და ნაწილებად დაიშალა რუსული საზენიტო, სარაკეტო-ქვემეხებიანი სისტემა "Панцирь-С1".
ინფორმაცია კი გადაბრუნებულ სარაკეტო კომპლექსზე გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ "PrimaMedia". ვიდეოს ნახვის მერე ვიდეორგოლის კომენტატორმა მოკლედ და კონკრეტულად განაცხადა: "უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის".
სარაკეტო კომპლექსი კატერნაიას ქუჩიდან სედანკას მიმართულებით მიემართებოდა, მძღოლმა მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ხიდის ქვეშ გავლისას, მკვეთრ მოსახვევში ვერ დაიმორჩილა მანქანა და მანქანა გადაბრუნდა, გადაბრუნებისას კი კომპლექსი პრაქტიკულად დაიშალა.
მძღოლი მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს კლინიკაში. ავარიის გამო მთლიანად გადაიკეტა მოძრაობა, რადგან სამხედროებმა და საგზაო პოლიციამ სასწრაფოდ გადაკეტა მიმდებარე ტერიტორია ორივე მიმართულებით.
"კამაზი", რომლის შასზეცაა "Панцирь-С1" დამონტაჟებული ძალიან დაზიანდა.
ბოლო დროს რუსეთის არმიაში იმატა ავარიებმა, რაც არმიის რაოდენობის გაზრდის მიზნით საკონტრაქტო სამსახურზე აყვანილი სამხედროების არაპროფესიონალიზმე მეტყველებს-ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსი სამხედრო ექსპერტები.
პ.ს
მე კი ჩემის მხრივ დავამატებ: "უმრავლოს ჩემი ქვეყნის ოკუპანტებს ასეთი დანაკარგები".