x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ირინა შეიკი შვებულების ცხელ და პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ "ვიქტორია სეკრეტის", საქვეყნოდ ცნობილი მოდელი ირინა შეიკი (ირინა შაიხლისლამოვა) 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში, ემანჟელინსკში, ჩელიაბინსკის ოლქში დაიბადა. მისი მამა იყო თათარი, რომელიც ირინამ 14 წლის ასაკში დაკარგა, ის ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მრავალი გაჭირვების გადალახვის შემდეგ, რომელიც ცნობილმა მოდელმა დედასთან ერთად ბავშვობაში გადაიტანა, მას დღეს ყველაფერი აქვს რაც სჭირდება - ვიზუალი, დიდება, ფული და რა თქმა უნდა, რაც უპირველესია- ბრედლი და პატარა ქალიშვილი.



image


სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინამ სწავლა ჩელიაბინსკის ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო, სადაც მისი და ტატიანაც სწავლობდა. ტატიანამ განათავსა მისი სურათი სამოდელო სტუდია «Светлана» - სთან არსებულ სილამაზის სკოლაში. სწორედ დისა და იდეალური პარამეტრების წყალობით ის ქვედა საცვლების რეკლამებისთვის გადაიღეს. 18 წლის ასაკში კი რუსეთში ერთ-ერთ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ფულადი ჯილდოც ერგო. ნამდვილი სამოდელო კარიერა კი 2004 წლიდან დაიწყო და გასცდა კიდეც რუსეთის საზღვრებს, ფსევდონიმი "შეიკი" შეარჩია და გეზი ევროპისკენ აიღო. თავდაუზოგავი შრომისა და მებრძოლი ხასიათის გამო წარმატებებმა არ დააყოვნა და ის ძალიან მალე ცნობილი ბრენდების სახე გახდა.


ვიცით, რომ ირინამ ცნობილ ფეხბურთელთან კრიშტიანუ რონალდუსთან 5 წლიანი რომანი გააბა, რომელიც 2010 წელს არმანის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე გაიცნო. მასთან დაშორების შემდეგ კი მალევე დაიწყო ურთიერთობა მსახიობ ბრედლი კუპერთან, რომელთანაც მალევე იქორწინა და ქალიშვილიც გაუჩინა.



ის არაჩვეულებრივი დედა და ცოლია, რაც არაერთხელ დაადასტურა პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა, რომელზეც მისი არაჩვეულებრივი, სამწევრიანი ოჯახი იყო აღბეჭდილი. იყო დედა, სულაც არ ნიშნავს უარი თქვა სახლიდან მოშორებით წასვლასა და დასვენებებზე, ამიტომ ბრედლის უარი არ უთქვამს, რომ შვებულება მოდელს ქალიშვილთან- ლეასთან, დასთან და მეგობრებთან ერთად ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ისრაელში გაეტარებინა.



გთავაზობთ ირინას ცხელ და პიკანტურ ფოტოებს, სადაც ის ისრაელში, შავ ზღვაზე ისვენებს.



imageimageimageimageimage





0
228
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0