x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში გრძელდება
image
მასშტაბური პროექტი, „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში ვიზიტით გრძელდება.

12 მარტს 18:00 საათზე, L’avenue-ში (გორი, სტალინის გამზ. #24) მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს- ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, ვახტანგ ვახტანგაძესა და გვანცა გუბელაძესშეხვდება.ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და „შულამელი გოგონები“.

13მარტს 18:00 საათზე კი გორში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, იაგო თვალაბეიშვილი და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული, ია კარგარეთელი შეხვდება.ისინი თავიანთ წიგნებს _ „ცდუნებას“, „ტრანსმუტაციასა“ და „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარადგენენ.


image



ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.


image


ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

ტურნე 10 აპრილს დასრულდება. შემდეგი ვიზიტები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.

0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0