x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ქალაქი, სადაც თქვენ ერთი პიცის ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი
1. სამბუკა.იტალია

image
ვიღაცა ოცნებობს პატარა მყუდრო სახლზე, ვიღაცა - დიდ სასახლეზე ზღვის სანაპიროზე. დღეს, შენი ოცნების რეალობად ქცევა უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე, რადგან, ზოგიერთი სახლი მხოლოდ 1 ევროდ იყიდება და ზოგიერთ ადგილებში კი სრულიად უფასოა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფასები მაღალია, უძრავი ქონების შეძენის ალტერნატიული ვარიანტების პოვნა არც თუ ისე ძნელია, მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ ბევრი ფული. AdMe.ru-მ იპოვა ქალაქები მთელს მსოფლიოში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სახლი კაპიკების ფასად ან თუნდაც უფასოდ.

უძრავი ქონების ბაზარზე უპირობო ფურორი მოახდინა იტალიამ, დიდი რაოდენობით ლამაზ სახლებს სთავაზობენ 1 ევროდ. სახლები განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა სოფლებში და რეგიონებში, სადაც მოსახლეობა მცირედაა. შეთავაზება უკვე მოიპოვა ახალგაზრდების მასამ მსოფლიოს მასშტაბით.


სამბუკა ერთ-ერთი იტალიური სოფელია, სადაც ჯერ კიდევ არის უფასო სახლები € 1-ოდ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახლის ნებისმიერი ახალი მფლობელი ვალდებულია 3 წლის განმავლობაში სახლის მდგომარეობა გააუმჯობესოს. სხვათა შორის, ახალი მფლობელი ვალდებულია დახარჯოს მინიმუმ € 15 ათასი სარემონტო სამუშაოებისთვის.

2. რუბე.საფრანგეთი

image

თუ თქვენ საფრანგეთი გიზიდავთ, საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქი რუბე აუცილებლად შეესაბამება თქვენს გემოვნებას. ეს ქალაქი ბელგიის საზღვარზე მდებარეობს, ეკონომიკურად სტაბილურია და იზრდება. ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, რომ ქალაქის ტერიტორიები დაასახლოს და მოსახლეობის ხარჯზე მიმზიდველი გახადოს.

ამ ქალაქში, შეგიძლიათ შეიძინოთ პატარა სახლი მხოლოდ € 1-ოდ. ამავე დროს, მყიდველი ვალდებულია იცხოვროს სახლში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში და ასევე, განახორციელოს მთელი თავისი ენერგია და რესურსები მიტოვებული უძრავი ქონების განვითარებისთვის.

3. ტოკიო. იაპონია

image

მაშინაც კი, როცა ქვეყანა ჭარბმოსახლიანია, არსებობს უამრავი ცარიელი სახლები. ტოკიოს მაცხოვრებლები უკვე მზად არიან სახლი სიმბოლურ ფასად ან უფასოდ მისცენ, რადგან, მათ ეს სახლები არ სჭირდებათ.

ეს ხდება იაპონელების ცრურწმენის გამო: ყველა სახლი, სადაც საშინელი უბედურება ან დანაშაული მოხდა, ითვლება დაწყევლილად და უიღბლობის მომტანად. ეს რწმენა იაპონიის მასშტაბით პოპულარულია, ასე, რომ ტოკიო ერთადერთი ქალაქი არ არის იაპონიაში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი კაპიკებად.

იაპონიამ ასევე შექმნა სპეციალური ონლაინ-ბაზრობა მიტოვებული უძრავი ქონების, სახელწოდებით "Akiya." აქ შეგიძლიათ სახლის მფლობელი გახდეთ ნომინალურ საფასურად.

4. ოკუტამა.იაპონია

image

ბუნების და იდუმალების მოყვარულთათვის, იაპონიაში მიტოვებული სახლების ბაზარი იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუტამაში დასახლდნენ. ეს იაპონიის ერთ-ერთი აჩრდილი ქალაქია, მაგრამ განსაცვიფრებელი პეიზაჟები ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის.

ამ ცალკეულ ადგილას ახალგაზრდების ინტერესის გასაზრდელად, ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა დასახლების მოგვარებისთვის და მომხმარებლისთვის ახალი მოთხოვნები შეიმუშავეს. იქ დასახლება შეუძლიათ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლების ასაკი არ აღემატება 43 წელს. კიდევ ერთი პატარა ნიუანსი: - სახლი მთლიანად გახდება შენი, თუ თქვენ იქ იცხოვრებთ მინიმუმ 22 წელი.

5. ბუფალო.აშშ

image

ამერიკულ ქალაქ ბუფალოს ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ ყველა მსურველს შეიძინონ უძრავი ქონება 1 დოლარად სპეციალური პროგრამა "Urban Homestead Program"-ის თანახმად. ასეთი პროგრამები ხშირია ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დაუსახლებელ მიწის ნაკვეთებს.

თქვენგან საჭიროა, რომ იყოთ კანონმორჩილი ქალაქის მკვიდრი, იცხოვროთ თქვენს ახალ სახლში 3 წლით, ასევე განახორციელოთ მისი სარემონტო სამუშაოები. ამგვარად, ხელისუფლება გადაარჩენს ქალაქის შენობებს დანგრევისგან მათზე რემონტის ხარჯვის გარეშე.

6. დეტროიტი. აშშ

image

რეპერ ემინემის სამშობლო დიდი ხანია გრძელვადიან ეკონომიკური ვარდნას განიცდის: უმუშევრობა, გაკოტრება, კრიმინალი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტა ადამიანი გამოთქვამს სურვილს იყიდოს იაფად უძრავი ქონება.

დეტროიტის მაცხოვრებლებმა დიდი ხანია დაკარგეს იმედი ერთ დროს ძლიერი ქალაქია განვითარების, ამიტომ ისინი მზად არიან, კაპიკებად მისცენ მიტოვებული სახლები. პრობლემა ისაა, რომ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების გარდა არავის არ უნდა ეს სახლები. გარდა ამისა, სხვა შტატებიც ასევე სთავაზობენ სახლებს და მიწას პრაქტიკულად გროშების ფასად.

7. ლივერპული, დიდი ბრიტანეთი

image

დაუსახლებელი სახლების პრობლემა დიდ ბრიტანეთში რამდენიმე ქალაქშია. მიუხედავად ქვეყნის სწრაფი განვითარებისა, უფრო და უფრო მეტი მაცხოვრებელი წარმატებული კარიერისთვის დედაქალაქში გადადის.

სტატისტიკის მიხედვით, ბრიტანეთში 200 ათასი სახლი ცარიელდება წელიწადში მინიმუმ 6 თვეში. 1970-იანი, 1980-იანი და 1990-იანი წლების მწვავე უმუშევრობის პერიოდში სახლები დატოვა ხალხმა. მთავრობა ცდილობს ლივერპულის გარეუბანში ხალხი დაასახლოს, ისინი მიტოვებულ სახლებს ყიდიან 1 ევროდ.

თუმცა, სახლის ყიდვის წესები საკმაოდ მკაცრია. თუ გსურთ ასეთი სახლის შეძენა, ეს აუცილებლად უნდა იყოს თქვენი პირველი გარიგება უძრავი ქონების შეძენის. თქვენ ასევე უნდა იყოთ ქალაქის რეზიდენტი, თქვენს ახალ სახლში უნდა იცხოვროთ, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში და სახლის რენოვაცია უნდა მოხდინოთ ქალაქის სტანდარტების მიხედვით.

8. კანდელა.იტალია

image

თუ ეჭვი გეპარებათ, ღირს თუ არა, რომ გადაიხადოთ 1 დოლარი ან უფასოდ შეიძინოთ სახლი, ასევე უნდა იცოდეთ, რომ: ქალაქ კანდელაში ხელისუფლება გადაიხდის 2 ათას ევროს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ერთ დროს აყვავებული ქალაქი მთლიანად არ დაცლილიყო.

1990 წელს კანდელაში 8 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2019 წელს მხოლოდ 2.7 ათასი დარჩა, ქალაქის მოსახლეობის დიდი რაოდენობა უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში ემიგრაციაში წავიდა. შესაბამისად, ქალაქი ეკონომიკურად შეჩერდა, უმუშევრობის დონე გაიზარდა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქალაქის დიდების დაბრუნების შესაძლებლობა არის.

იმისათვის, რომ გადაგიხადონ კანდელაში დასასახლებლად, თქვენ უნდა გახდეთ ქალაქის მუდმივი რეზიდენტი, ასევე შემოსავალზე უნდა გქონდეთ მინიმუმ 7.5 ათასი ევრო. თუ მარტო გადასახლდებით, თქვენ მიიღებთ 800 ევროს და თუ მთელი ოჯახი, მაშინ მიიღებთ 2 ათას ევროს.



1
421
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
421
  
2019, 11 მარტი, 22:16
გამარჯობათ მე მაინტერესებს ოჯახით ,რომ წავიდე ვის უნდა მივმართ ,რომ ამ პროგრამაში მოვხვდე დამაკვალიანეთ თუ შეიძლება.
0 1 1