x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
XXI -ე საუკუნეში 500 წელი ვიცხოვრებთ - აცხადებს ფონდ Google Ventures- ის ყოფილი ხელმძღვანელი

image
"კაცობრიობამ უკვე მიაღწია სიცოცხლის ხანგრძლივობის უმაღლეს საფეხურს, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატება 115 წელს."- თქვა ნიუ-ორკის ალბერტ აინშტაინის სახელობის მედიცინის სამკურნალო კოლეჯის დოქტორმა იან ვიგმა 2016 წელს და წარმოადგინა ამ პესიმისტური პროგნოზის დეტალები პრესტიჟულ გამოცემა "ბუნებაში."

მეცნიერმა აღიარა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იცხოვროს უფრო დიდხანს. მაგალითად, ჟანა კალმანი, რომელიც 122 წლის ასაკში გარდაიცვალა და ხანგრძლივი ცხოვრების რეკორდი დაამყარა, მაგრამ ეს არის გამონაკლისი, რომელიც ყოველთვის ხდება ჩვენს ისტორიაში.- ამბობს მკვლევარი.

მიქელანჯელო 1564 წელს გარდაიცვალა, სამი კვირით ადრე, ვიდრე 89 წლის გახდებოდა, ხოლო, ციცერონის მეუღლე, ტერენცია 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ყველაფერი მოხდა იმ დროს, როდესაც 30-40 წელი ხანდაზმულ ასაკად იყო მიჩნეული.

ჟურნალ "ბუნებაში" გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ მწვავე დისკუსია გამოიწვია, რადგან ბევრი მეცნიერი დოქტორ იან ვიგისგან, არა მარტო განსხვავებულ პოზიციას იკავებს, არამედ, ატარებენ კვლევებს სიცოცხლის ხანგრძლივობის ასობით წლით გაზრდაზე.


მხოლოდ ერთ რამეში არიან მეცნიერები ერთსულოვნები - ადამიანი არ არის უკვდავი.

დღეს, დაახლოებით 400 ადამიანია მსოფლიოში, რომლებიც 110 წლისაა. სიცოცხლის ხანგრძლივობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 20-ე საუკუნეში, თითქმის გაორმაგდა.

თუ ცვლილების ეს შთამბეჭდავი ტემპი გაგრძელდება, ჩვენ ვიცხოვრებთ 500 წლის განმავლობაში 21-ე საუკუნეში. ეს დაპირება ( აბსურდულია მათემატიკის თვალსაზრისით) გააჟღერა ბილ მარისმა, Google Ventures საინვესტიციო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ინტერვიუში. ის დაინიშნა ბიოლოგიური მეცნიერების განვითარების პროცესში ჩართულ პირთა მხარდამჭერად, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის გაგრძელების კვლევის პროექტებში.
კიდევ უფრო ოპტიმისტურია ბიოგერენტოლოგი, დოქტორი ობრი დე გრეი. მისი აზრით, უკვე საკმარისად შევისწავლეთ უჯრედებში მიმდინარე მექანიზმები, რაც იწვევს მათ დეგენერაციას. ასე, რომ მალე შესაძლებელია შეაჩერონ დაბერების პროცესი.


0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0