x
მეტი
  • 26.04.2019
  • სტატია:89127
  • ვიდეო:339511
  • სურათი:451577
როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი

imageკომპანია Bugatti-მ ჟენევის ავტოსალონში მოახდინა ეპოქალური გარიგება, ახალი მოდელის ერთადერთი ეგზემპლარი La Voiture Noire 12, 3 მილიონ დოლარად გაყიდა, რითაც ეს ავტომობილი იქცა ყველაზე ძვირად ღირებულად მსოფლიოში.

image

ავტომობილი წარმოადგენს წარსულში ცნობილი მოდელის, Type 57 SC Atlantic-ის თანამედროვე ინტერპრეტაციას, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოვიდა, სულ სამი ეგზემპლარი.

image

ეს მოდელი აღჭურვილია W16 -ძრავით, რომელიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის გადააკეთეს, 16 ცილინდრიანი მოტორის სიმძლავრე 1479 ცხენის ძალაა, სიჩქარე და სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.

image

ყველაზე ძვირი ავტომობილის წინა რეკორდი ეკუთვნის მოდელს- Rolls Royce Sweptail-ს, რომელიც 13 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ეს რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, მაგრამ მთლიანობაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი მსოფლიოში გახდა ლეგენდარული მოდელი Ferrari 250 GTO (გამოდიოდა 1962-1964 წლებში), რომელიც შარშან მაისში 80 მილიონი დოლარის ფარგლებში გაიყიდა.




image

იხილეთ სხვა ავტოსიახლეები



0
308
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0