x
image
_K_
რატომ იზიდავთ მამაკაცებს უფროს ქალებთან ურთიერთობა
image

აღიარეთ, უმეტესობა ჩვენგანისთვის სიტყვა "წყვილთან" უფროსი მამაკაცი და უმცროსი ქალი ასოცირდება. ეს იმიტომ, რომ წარსულში ისეთი ურთიერთობა, როცა მამაკაცი ქალზე ასაკით პატარა იქნებოდა, მიუღებელი იყო. დღეს ადამიანები მეტად გონებაგახსნილები არიან და ისეთი ცნებები, როგორიც ასაკია, ურთიერთობაში დიდ როლს აღარ თამაშობს. ფაქტი ისაა, რომ უამრავ კაცს უყვარდება ასაკით უფროსი ქალი განსხვავებული მიზეზების გამო და ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.








უფროსმა ქალებმა იციან, რა სურთ.

ფოტოზე: სემ ტეილორ-ჯონსონი (52 წლის) და აარონ ტეილორ-ჯონსონი (28 წლის)

imageთავდაპირველად მამაკაცს უფროს ქალში მისი მკაფიო შეხედულებები იზიდავს. ასეთმა ქალებმა ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებაში და ენერგიას დიდი მიზნების მიღწევას ახმარენ. მაშინ როცა ასაკით პატარა ქალები ჯერ კიდევ ურთიერთობებს სწავლობენ და დრამებში არიან ჩაძირულები, უფროსი ქალები საკუთარი და საყვარელი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირდებიან. კაცებს მოსწონთ, რომ სტაბილური აზროვნების ქალთან შეუძლიათ ურთიერთობა.





უფროსმა ქალებმა მეტი იციან ცხოვრებაზე.

ფოტოზე: ჯეისონ მომოა (40 წლის) და ლიზა ბონეტი (52 წლის)

imageუფროს ქალებს ურთიერთობებისა და, ზოგადად, ცხოვრების მეტი გამოცდილება აქვთ, რაც მამაკაცებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ მათგან. ქალის მდიდარი გამოცდილების წყალობით კაცსაც რეალისტური შეხედულებები უყალიბდება, რაც მასაც უფრო მოწიფულს ხდის. უფროს ქალს შეუძლია, მამაკაცს საკუთარი თავი განსხვავებული მხრიდან დაანახვოს და დაეხმაროს მიზნების მიღწევაში.






მათ შეუძლიათ, ყველაფერი სხვა პერსპექტივიდან გაჩვენოთ.

ფოტოზე: ჰიუ ჯეკმენი (51 წლის) და დებორა-ლი ფარნესი (64 წლის)


imageუფროს ქალთან ურთიერთობა მამაკაცს საშუალებას აძლევს, გაიზარდოს. მართალია, ყველანაირი ურთიერთობა გვეხმარება საკუთარ თავზე მეტის გაგებაში, თუმცა, უფროს ქალთან ურთიერთობა საკუთარ გრძნობებს უფრო ღრმად დაგანახვებთ. მასთან საუბრისას არ გჭირდებათ წინასწარ იფიქროთ და სწორი სიტყვების შერჩევაში დაკარგოთ დრო; უბრალოდ, უთხარით, რაც გსურთ და ნამდვილად არ იგრძნობთ მისგან ზეწოლას. ასეთი დამოკიდებულება პარტნიორებს შორის უფრო ძლიერ, ჯანსაღ ურთიერთობას აყალიბებს.




ისინი თავდაჯერებულები და დამოუკიდებლები არიან.

ფოტოზე: შაკირა (42 წლის) და ჟერარდ პიკე (32 წლის)

image

მაშინ, როცა ახალგაზრდა გოგონები ყურადღებისა და საზოგადოებაში პოპულარობისკენ მიილტვიან, უფროსი ქალები თავს კომფორტულად გრძნობენ საკუთარ სხეულში. მათ არ სჭირდებათ, ვინმეს რამე დაუმტკიცონ. შეუძლიათ, სიამოვნებას იღებდნენ მამაკაცთან ურთიერთობით და ამავე დროს, სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე იყვნენ ორიენტირებულები.




ისინი ემოციურად მოწიფულები არიან.

ფოტოზე: დუეინ უეიდი (37 წლის) და გაბრიელ უნიონი (47 წლის)

image

უფროს ქალებს მეტი გამოცდილება აქვთ ცხოვრებაში, ამიტომაც იციან, როგორ აკონტროლონ ემოციები და საქციელი. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მოსაწყენები არიან და არ იციან, რას ნიშნავს გართობა. უმეტეს შემთხვევაში, შინაგანად ისინიც ისეთივე ბავშვურები და მხიარულები არიან, როგორც ახალგაზრდა გოგონები, უყვართ საუბრები და სასიამოვნო დროის გატარება საყვარელ ადამიანთან.







დახვეწილი გემოვნება აქვთ.

ფოტოზე: ჯულიანა მარგულიესი (53 წლის) და კიტ ლიბერტალი (42 წლის)

image

ახალგაზრდა გოგონებს დიდი ენერგია აქვთ და ზოგჯერ სულელურადაც იქცევიან, რაც ზოგ მამაკაცს მოსწონს, მაგრამ ზოგს ის მშვიდი ატმოსფერო ურჩევნია, რასაც უფროსი ქალი სთავაზობს. უფროსი ქალების უმეტესობას კლუბებში ღამეების გათენებას მშვიდი ჰობი ურჩევნიათ, როგორიცაა მებაღეობა, ხატვა ან ხელობა, რასაც არც თუ ისე ცოტა მამაკაცი აღმერთებს.







უყვართ ინტელექტუალური საუბრები.

ფოტოზე: კრის ჰემსვორთი (36 წლის) და ელზა პატაკი (43 წლის)

image

უფროსი ქალები მოწიფულები არიან და არაჩვეულებრივად გამოსდით სასიამოვნო საუბარი. ცხოვრებისეული გამოცდილება მათ საშუალებას აძლევს, სამყარო უფრო ღრმად შეისწავლონ. სტატისტიკის მიხედვით, 30 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობას დიპლომი აქვს. განათლებული ქალები ჭკვიანები არიან და შეუძლიათ ისაუბრონ თითქმის ყველა თემაზე: გარემოზე, საზოგადოებაზე, მოგზაურობაზე, მედიაზე და ა.შ. მათ ყველაფერზე აქვთ საკუთარი აზრი და სწორედ ამით იზიდავენ მამაკაცებს.







ისინი ფინანსურად სტაბილურები არიან.

image

ალბათ, ახალი ამბავი არაა, რომ ყველა მამაკაცს სურს ფინანსური სტაბილურობა ნებისმიერ ასაკში. უფროსი ქალების უმეტესობას საკუთარი სამსახური და შემოსავალი აქვს და ამასთან ერთად, ფულის ხარჯვასაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.







შვილები უკვე გაფრინდნენ ბუდიდან.

image

შეიძლება არასასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ ყველა მამაკაცს არ სურს ბავშვების აღზრდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება. უფროსი ქალების უმეტესობას მოზრდილი შვილები ჰყავთ, რომლებიც მათთან უკვე აღარ ცხოვრობენ. ეს წყვილს საშუალებას აძლევს, ერთმანეთზე მოახდინონ კონცენტრაცია. შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგ კაცს ურჩევნია, პარტნიორმა მთელი ყურადღება მას დაუთმოს და არ მოუწიოს მისი შვილებთან გაყოფა.







დედობრივი ურთიერთობა

image

ზოგი მამაკაცი უფროს ქალს ეძებს, რადგან სურს, ვინმემ მასზე იზრუნოს. ვგულისხმობთ მენტალურ და ემოციურ მხარდაჭერას, რისი მიცემაც უფროს ქალს შეუძლია მამაკაცისთვის. ამას "დედობრივ სინდრომსაც" ეძახიან. ეს არის მდგომარეობა, როცა კაცს სურს, ქალმა ყველაფერი გააკეთოს მისთვის, საჭმლის მომზადებით დაწყებული მისი ტანსაცმლის დალაგებით დამთავრებული. თუმცა, საკითხავია, ქალს რამდენად ენდომება ასეთი ურთიერთობა.







კარგად ამზადებენ საჭმელს.

ფოტოზე: რაიან გოსლინგი (39 წლის) და ევა მენდესი (45 წლის)

image

როგორც წესი, უფროს ქალებს უკვე აქვთ საჭმლის მომზადების გამოცდილება და თითქმის ყველაფერი გემრიელი გამოსდით! ახალგაზრდა გოგონები ამჯობინებენ, საჭმელი შეუკვეთონ ან კაფე-რესტორნებში მიირთვან, უფროსი ქალები კი სიამოვნებას იღებენ საყვარელი მამაკაცისთვის საჭმლის მომზადებით. ასევე, ისინი აფასებენ ოჯახურ ვახშმებსაც. სახლში მომზადებული, თბილი და სუპერ გემრიელი საჭმელი ვის გულს არ დაიპყრობს?!








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცებს

image


2. მეცნიერებმა ქორწინების ყველაზე ბედნიერი და რთული წლები დაასახელეს

image


3. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი

image

0
2167
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0