x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"მაპატიეთ თუ, ჩემი უნებლიე "ლაივ" ჩართვით..." - ემზარ კვიციანი "პატიებას" ითხოვს
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში მის მიერ შემთხვევით ჩართულ ფეისბუ ლაივს გამოეხმაურა.

როგორც კვიციანი წერს, დღეს პატიების დღე იყო და თუ ვერავის ვერაფერი აწყენინა, პატიებას ითხოვს.

"სოროსელებო!სექტანტებო!ქართველთ მტრებო მაპატიეთ!თუ, ჩემი უნებლიე ლაივ ჩართვით ვერაფერი გაწყენინეთ!დღეს პატიების დღე იყო", -წერს კვიციანი.

მის ამ პოსტს უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს. კომენტარებში მას მეგობრები ამხნევებენ და სიყვარულს უმტკიცებენ.


7 მარტს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი, სავარაუდოდ, საძინებლიდან facebook live-ში აღმოჩნდა.

დეპუტატმა ტელეფონით live რეჟიმი ისე ჩართო, რომ 7 წუთის განმავლობაში ვერაფერს მიხვდა.

"ვახ, პირდაპირ ეთერში ვარ?! რას დავაჭირე ამისთანას" - ამბობს ემზარ კვიციანი მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ facebook live-ში იმყოფებოდა.

აღნიშნული ვიდეო უკვე აიტაცეს სოციალურ ქსელში და ინტერნეტ პორტალებზე.

image

ემზარ კვიციანს საძინებლიდან შემთხვევით facebook live ჩაერთო - (ვიდეო)



0
123
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0