x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ალერგია(ზოგადი მიმოხილვა)

ტერმინი ალერგია ბერძნული ენიდან მოდის და „სხვას, უცხოს“ ნიშნავს. იგი პირველად ავსტრიელმა პედიატრმა კლემენ ფონ ფირკმა გამოიყენა, 1906 წელს. ნებისმიერ ჩვენგანს ქონია ალერგიასთან გარკვეული შეხება, მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ალბათ გვახსოვს ბავშობაში ფრაზები: „ეს არ გეჭმება, “ „არ დამიჯერებ და გამოაგაყრის, “ „ნუ ჭამ ამდენ შოკოლადს“ და სხვა. ბევრჯერ უარიც კი გვითქვამს მეზობლის მიერ მოწოდებულ ტკბილეულზე და სახლში იძულებით დაზეპირბული ფრაზა „არ მეჭმება, “ – წარმოთქმული გაბრაზებული და ყელში ბურთმობჯენილი ტონით -ყოფილა პასუხი. გაზაფხული, მცენარეების ყვავაყლობა, ათასგვარი სურნელი ჰაერში, მტვერი და რაღათქმაუნდა ბევრი ცემინება, ცრემლები და კიდევ უფრო ბევრი ქაღალდის ხელსახოცი.. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან „ახლობელია, “ იმედია, რომ თქვენთვის ასე არა არის. ლირიული გადახვევა კარგია, მაგრამ ახლა შევეცდები მოკლედ ვისაუბრო იმაზე თუ რა არის ალერგია(ალერგიული რეაქცია) როგორც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი.
სუნთქვისას, საკვების მიღებისას, ამა თუ იმ სხეულთან შეხებისას ან რომელიმე მედიკამენტის მიღების დროს ორგანიზმში ხვდება ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი ეთანადება ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიურ გარემოს, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი არა. როდესაც ორგანიზმში ხვდება რაიმე უცხო ნივთიერება ადამიანის იმუნური სისტემა ავტომატურად ახდენს მის დეტექტირებას და თუ იგი ამ ნივთიერებას „არასასურველად” მიიჩნევს, იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას მის გასანეიტრალებლად. სწორედ ასეთი სახის პროცესია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ალერგიული რეაქცია, ამ უკანასკნელში ალერგენის(„არასასურველი ნივთიერების“) მოხვედრის შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ ალერგიული რეაქცია არის ორგანიზმის ერთგვარი პასუხი გარემოდან შემოჭრილ ნეგატიურ გამაღიზიანებელზე.როდესაც იმუნური სისტემა აღიქვამს ამ ნივთიერებას როგორც ალერგენს იგი იწყებს იმუნოგლობულინ ( igE )-ს ანტისხეულების გამომუშავებას და უჯრედებში მათ ტრანსპორტირებას ჰისტამინებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გასანეიტრალებლად, რათა შეწყდეს ორგანიზმში ალერგენის ნეგატიური მოქმედება. ალერგიული რეაქციები ხასიათდება რიგი თავისებურებებით, მაგალითად, ზოგ ნივთიერებაზე რეაქცია იწყება ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენი წუთის შემდგომ, ხოლო ზოგი ალერგენი მიღებიდან 24 საათში გვახსენებს თავს. მეტიც, ნივთიერების ალერგენად აღქმა ორგამიზმისთვის ინდივიდუალურია, მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ნივთიერებაზე ერთი ორგანიზმი შეიძლება ავლენდეს მომატებულ მგრძნობელობას ხოლო მეორე არა. უმეტეს შემთხვევაში ალერგიულ რეაქციას იწვევს: ოთახის მტვერი, მცენარეების მტვერი, ესა თუ ის საკვები, მომეტებულად თხილი და შოკოლადი, ცხოველის ბეწვი, მწერის, მაგალითად: ფუტკრის, ბზიკის, კრაზანის ნაკბენი, ლატექსთან კონტაქტი და ა.შ.

ალერგიებზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ე.წ. სეზონურ ალერგიებს. წელიწადის ოთხივე დრო გმაოირჩევა თავისი „ალერგიული პალიტრით“ მაგრამ, ამათგან ყველაზე მძლავრია გაზაფხული და შემოდგომა. გაზაფხულზე სამივე თვის განმავლობაში ყვავის უამრავი მცენარე, რომელთა მტვერი იფანტება ჰაერში, შემდეგ სუნთვისას ხვდება ჩვენს ორგანიზმში და არც თუ ისე სუსტი ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ბევრ ადამიანს აქვს ალერგია ჭადრის ყვავილობისას წარმოქმნილ მტვერზე, რომელიც გაზაფხულზე ჩვენს დედაქალაქში საკმაოდ მრავლადაა. ასეთი ტიპის ალერგიები ალერგიული რინიტის(სურდო), ბრონქიალური ასტმის, ალერგიული კონიუქტივიტის და სხვა მსგავსი ტიპის დაავადების გასამწვავებლად ჩინებული კატალიზატორია. ჩვენ ამ თემას შემდეგ სტატიებში უფრო ფართოდ განვიხილავთ, ახლა ისევ ალერგიის ზოგად მიმოხლვას, კერძოდ მის სიმბტომებს დავუბრუნდეთ.

ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმბტომებია: ქავილი, გამონაყარაი, ცრემლდენა, ცემინება, შეშუპება, კანის სიწითლე, “კვინკეს შეშუპება“ (ანაფილაქსიური შოკი). ცხადია ალერგიული რეაქციები განსხვავდებიან სიმძიმის მიხედვითაც, ზოგეიერთი მათგანი მხოლოდ მსუბუქი სიწითლით და ქავილით ხასიათდება, ხოლო რიგ შემთხვევაში ლეტალურ შედეგამდეც მივდივართ, მაგალითისთვის ანაფილაქსიური შოკისას თუ დროულად არ მოხდა სამედიცინო ჩარევა დაზარელებული სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებს. ამ თემაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. რაც შეეხება მკურნალობას, უკეთესია თუ მივენდობით ტრადიციულ მედიცინასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას, გავატარებთ გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებსაც, მაგალითისთვის მოვერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომელზედაც ერთხელ უკვე გვქონდა ალერგია. ზემოაღნიშნული სიმბტომებისას უპირველესად ხდება ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება, თუ რამდენიმე ხნის შემდგომ სიტუაცია არ გაუმჯობესდა მიმართეთ ექიმს, ხოლო ანაფილაქსიური შოკისას დაუყონებლივ საჭიროა მედიკოსის ჩარევა, ან თუ სხვა გზა არ არის დაზარალებულმა თავად უნდა გაიკეთოს საჭირო პრეპარატის ინექცია, რათა არ მივიღოთ სავალალაო შედეგი. დასასრულისთვის რჩევის სახით გეტყვით რომ გაუფრთხილდით საკუთარ ორგანიზმს, იცოდეთ მეტნაკლებად თუ რა იწვევს თქვენში ალერგიული რეაქციის განვითრებას, სეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად ჩაიტარეთ პრევენციული მკურნალობა და იცხოვრეთ მშვიდად.





© აქიმი

0
278
2-ს მოსწონს
ავტორი:აქიმი
აქიმი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0