x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ აშენებს მსოფლიო ელიტა ბუნკერებს?

image
დედამიწაზე მომავალი აპოკალიფსის შესახებ არსებობს უამრავი წინასწარმეტყველებები, რითაც უძველესი დროდან აშინენენ ხალხს. მაიას კალენდარის მიხედვითაც 2012 წელს უნდა დამდგარიყო მსოფლიოს აღსასრული. არსებობს კიდევ ბევრი უძველესი ხელნაწერი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი სამყაროს ბოლო დღეები.

მიუხედავად მრავალი წინასწარმეტყველებისა, ჩვენი პლანეტა კვლავ არსებობს, ისევე როგორც ჩვენი ცივილიზაცია. თუმცა, ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოდან საუბრობს გარდაუვალი აპოკალიფსის შესახებ

ამერიკელი მოქალაქეები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, გაზრდილ სტიქიურ უბედურებებზე, გაუთავებელ ომებზე და მსოფლიო ელიტის საიდუმლო გეგმებზე. მსოფლიოი ელიტის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში ყიდულობენ უძრავ ქონებას და თითქოს ბოლო დღის სცენარისთვის ემზადებიან.


imageimage


ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩვენი ცივილიზაცია განადგურდება ბირთვული ომის შედეგად, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიების მხარდამჭერები. მაგალითად, სტიქიური უბედურებისაგან ან კოსმოსისგან. ზოგიერთ ქვეყანაში, ისინი ქმნიან უსაფრთხოების ბუნკერებს და ყიდიან მათ ზღაპრულ ფასად, მაგრამ მყიდველები ჯერ კიდევ მრავლადაა.

მსოფლიოს ელიტა დიდწილად ინვესტირებას ახდენს ინდივიდუალური ბუნკერების მშენებლობაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. თუ ელიტა ამ სცენარისთვის ემზადება, მაშინ ალბათ იციან, რა არის მიუწვდომელი დედამიწაზე ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობისთვის.

ამ ბუნკერების უმრავლესობამ უნდა გაუძლოს ბირთვულ დარტყმებს და ხალხს შეუძლია მათში გადარჩენა, მაგრამ არსებობს ძალიან დესტრუქციული სცენარები, სადაც ყველაზე დაცული ბუნკერებიც კი ვერ დაეხმარება ხალხს კატასტროფებისგან გადარჩენაში.

imageimageimage

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ დედამიწა უახლოეს მომავალში მარსს დაემსგავსება, ატმოსფეროს უმეტესობა გაქრება და ხალხი მიწის ზედაპირის ქვევით იცხოვრებს.

როგორც ჩანს, შეუძლებელია სამყაროს გარდაუვალი დასასრულის ზუსტი თარიღის გაგება, თუმცა, იქნებ ეს ინფორმაცია დიდი ხანია ალბათ ხელმისაწვდომია დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ დახარჯავდნენ მილიონობით დოლარს ასეთ ობიექტებზე?


0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0