x
image
დავითი ჩუთლაშვილი
იაპონიამ ადამიანის და ცხოველების ქიმერების გამოყვანის ნებართვა გასცა

ქიმერა

იაპონელ მეცნიერებს სურთ ადამიანის ორგანოები ცხოველებს გადაუნერგონ. აქამდე მათ ამის უფლება მხოლოდ 2 კვირის ემბრიონებზე ჰქონდათ, რის შემდეგაც მუშაობა უნდა შეეწყვიტათ და ნაყოფი გაენადგურებინათ. ახლა კი იაპონიის ახალი კანონმდებლობით ქვეყნის მასშტაბით ამგვარ კვლევებს უკვე მწვანე შუქი ენთება.


იაპონელ მეცნიერებს სურთ, ადამიანის ღეროვანი უჯრედები ცხოველებს გადაუნერგონ, რათა დაეხმარონ იმ პაციენტებს, ვინც სხვადასხვა ორგანოთა გადანერგვას წლების მანძილზე უშედეგოდ ელის.



ასეთი პაციენტი ძალიან ბევრია. მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც გერმანიაა, ფილტვების გადანერგვაზე ყოველწლიურად შედის ათასობით თხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში, ხოლო დონორის ფილტვი სულ რაღაც 300 ადამიანს ეძლევა, რაც ძალიან ცოტაა.




ახალი წესები შესაძლებლობას უქმნიან მეცნიერებს, ცხოველურ ემბრიონებში ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეიტანონ, რათა ეს ღეროვანი უჯრედები მოგვიანებით ორგანოებად გადააქციონ. ეს ეგრედწოდებული ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები (iPS-უჯრედები) ემბრიონის განვითარების ადრეულ სტადიებზე ინერგება კანის უჯრედების მსგავსად და მათგან ნებისმიერი ჯანსაღი ორგანოს გამოზრდა შესაძლებელია.



პირველ ცდებს იაპონელი მეცნიერები ღორებზე ჩაატარებენ. ასე მაგალითად, შესაძლებელია, რომ ღორის ემბრიონს ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი გადაენერგოს, ხოლო ემბრიონი დედალი ღორის მუცელში გამოიზარდოს. ახალდაბადებულ გოჭს ექნება ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი.



მეცნიერებმა უკვე ჯერ კიდევ 2017 წელს შეძლეს ღორის და ადამიანის ქიმერული ემბრიონის გამოზრდა, რომელიც 6 კვირის შემდეგ გაანადგურეს.


იაპონელ მეცნიერებს კეთილი მიზნები რომ ამოძრავებთ, ცხადია, თუმცა რამდენად გამოიღებს ეს კეთილი მიზნები კეთილსავე ნაყოფს, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ერთი რამ ნათელია: ნებისმიერი სამეცნიერო სიახლე, ნებისმიერი წინსვლა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში შეიძლება გაამოყენებულ იქნას როგორც ბოროტების ჩასადენად, ასევე სასიკეთოდ და პროგრესის შეჩერებას იმის შიშით, რომ ვიღაც ამ პროგრესის ნაყოფს ადამიანთა მოდგმის საზიანოდ გამოიყენებს, არანაირი აზრი არ აქვს.



0
213
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0