x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"დღეს, ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავმარხეთ ჩემი ოჯახის წევრი"- ნიკა გვარამია
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საკუთარი ძაღლის სიკვდილზე წერს.


როგორც აღმოჩნდა, მან დღეს უსაყვარლესი ძაღლი მალტეზი კოკო ოჯახის სასაფლაოზე დაკრძალა.


გვარამიას თქმით, ეს მისთვის უმძიმესი ტრაგედიაა, რის გამოც დროებით ტაიმ-აუტის აღება უწევს, რადგან ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობაში ვერაფრის გაკეთებას შეძლებს.


"დღეს, ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავმარხეთ ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი უსაყვარლესი მალტეზი კოკო. მე არ ვიცი, რატომ უტოვებენ კატებს მილიონებს, მაგრამ ჩემს უსაყვარლეს კოკოს გავაყოლეთ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი. შეიძლება გამიჭირდეს ახსნა, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ასეთი სტრესი იშვიათად გადამიტანია მეც კი, ძალიან სტრესული და მძიმე ცხოვრება გამოვლილ ადამიანს.


ბოდიში ყველასთან, მაგრამ უნდა ავიღო ტაიმაუტი, ადეკვატურობა რომ დამიბრუნდეს. ამ მდგომარეობაში ძალიან გამიჭირდება რაიმეს გაკეთება.

დროებით გემშვიდობებით და ვტოვებ ჩემი საყვარელი ბიჭის ფოტოს. კარგად მამიკო და ბოდიში, რომ ვერ გადაგარჩინე. ძალიან ძალიან მიყვარხარ და ძალიან ძალიან მომენატრები, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ????"



imageimage

0
1383
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0