x
მეტი
  • 27.03.2019
  • სტატია:87705
  • ვიდეო:338196
  • სურათი:449484
პოსტტრავმული ზრდის მნიშვნელობა და მისი გამომწვევი ფაქტორები

image

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ლიტერატურულ ნაწარმოებებში, სხვადასხვა რელიგიაში, ფილოსოფიაში არსებობდა მტკიცებები იმის შესახებ, რომ ტრავმის გადატანის შემდეგ ადამიანები ზრდას განიცდიდნენ.

ინტერესმა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ტრავმის შემდეგ პიროვნების ზრდა, ფსიქოლოგთა ყურადრება მიიქცია ახალი კონცეპტის- პოსტტრავმული ზრდის შემოტანის შემდეგ. იგი წარმოგვიდგინეს კლინიკოსმა მკვლევრებმა- რიჩარდ ტედესკიმ და ლოურენს კალჰოუნმა (1995).

პოსტ-ტრავმული ზრდა განისაზღვრება, როგორც პოზიტიური ფსიქოლოგიური ცვლილება, რომელიც შედეგად მოსდევს ტრავმულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

პოსტტრავმული ზრდა დღეისათვის ყველაზე დამკვირდებული ტერმინია, რომლითაც კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის ის სფერო აღინიშნება, რომელიც დაინტერესებულია სტრესული/ტრავმული გამოცდილების შემდეგ აღძრული დადებითი ცვლილებების შესწავლით.

პოსტტრავმული ზრდის ურთიერთჩანაცვლებად ცნებებად ზოგიერთი ავტორი ისეთ ტერმინებს იყენებს, როგორებიცაა პოზიტიური ცვლილებები მსოფლმხედველობაში, სტრესთან დაკავშირებული ზრდა, პოზიტიური გვერდითი ეფექტები...

მკვლევრები ყოველთვის შეისწავლიდნენ ადამიანებს, ვინც აწყდებოდა მრავალი სახის უბედურებას: ბავშვის, მეუღლის ან მშობლის დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემები, ძალადობა, მენტალური დაავადება, ავიაკატასტროფა... როგორც ელენ კელერი იტყოდა, „მსოფლიო სავსეა ტანჯვით, თუმცა ის ასევე სავსეა მისი დაძლევით“.

ექსტრემალური უბედურების შემდეგ ადამიანი განიცდის ინტენსიურ დეპრესიას, შფოთვას, გახევებას, კოშმარებს... თუმცა ამ მწვავე პერიოდის შემდეგ შესაძლოა დადგეს უფრო მაღალი ფსიქოლოგიური და ემოციური ფუნქციონირების ეტაპი და ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი იმის შესახებ, რომ აქვთ შესაძლებლობები, რაც მანამდე არ ჰქონიათ; ისინი აცნობიერებენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ამით ზრდიან საკუთარი თავის პატივისცემას, თვითკონცეფციას. მათ აღმოაჩინეს, რომ არიან უფრო ძლიერები, ვიდრე ეგონათ. აგრძელებენ ცხოვრებას მძიმე დარტყმის შემდეგ და აღარ ეშინიათ მომავლის.

თეორიები განსხვავებულად განიხილავენ, თუ როგორ გამომჟღავნდება პოსტტრავმული ზრდა ინდივიდის ცხოვრებაში.

ბევრი მკვლევარი თანხმდება, რომ პოსტტრავმულ ზრდას სულ ცოტა ხუთი გამოვლინება აქვს: გაუმჯობესებული ურთიერთობები; ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა; სულიერი ზრდა; პიროვნული სიძლიერის მომატებული აღქმა და ცხოვრების დაფასება.

სხვადასხვა მკვლევრები განსხვავებულ ვარიაციებს გვთავაზობენ. მაგ. ჯოზეფის : გაზრდილი ურთიერთობები; გაზრდილი თვით-ცნობიერება; ცხოვრებისეული ფილოსოფიის ცვლა.

ჯოზეფი, ტედესკი და კალჰოუნის მსგავსად მიიჩნევს, რომ პოსტტრავმული ზრდა მეტია, ვიდრე უბრალოდ სტრესის გაძლება, და ადამიანი ადის უფრო მაღალ საფეხურზე. უფრო უკეთესი ხდება ვიდრე იყო. სიღრმისეული ცვლილებები ხდება მასში.

რა ფაქტორებს მივყავართ პოსტტრავმული ზრდისკენ?

ერთერთ ფაქტორად გნიხილება უპირობო პოზიტიური თვით-მიღება (UPSR). სარა ფლანინგელის (2015) მიხედვით, თავდაპირველად არსებული მაღალი თვითმიღება უკავშირდება უფრო მაღალ პოზიტიურ ზრდას. დევიდ მერფის (2015) კვლევამ აღმოაჩინა პოზიტიური კავშირი ამ ორ კონსტრუქტს შორის, რომელიც გაშუალებული იყო შინაგანი მისწრაფებებით.

ტედესკი განიხილავს შემდეგ ფაქტორებს:

პიროვნული ნიშნები, როგორებიცაა: გამოცდილებისადმი ღიაობა, ოპტიმიზმი, მომავალზე ორიენტაცია, ექსტრავერსია.

გენდერი: ქალებში უფრო მეტად ფიქსირდება პოსტრავმული ზრდა, ვიდრე მამაკაცებში.

ასაკი: 8 წლამდე ბავშვებს ნაკლებად აქვთ უნარი განიცადონ პოსტტრავმული ზრდა. გვიანი მოზარდობის ან მოზრდილობის ასაკში მყობებთ - ისინი, ვინც ცდილობენ განსაზღვრონ, ჩამოიყალიბონ შეხედულება მსოფლიოზე - უფრო ღიანი არიან იმ ცვლილებებისადმი, რასაც პოსტტრავმული ზრდა მოიცავს.

შედარებით ახალი დაწყებულია გენეტიკური საფუძვლების გამოკვლევები: სავარაუდო გენეტიკურ საფუძვლად მიიჩნევა გენი RGS2 (Dunn & Lowe, 2014).


0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0