x
image
alex999
Mediator image
მოქალაქეების მიერ დედამიწაზე ნაპოვნი 10 ყველაზე დიდი ოქროს ზოდი

საუკუნეების განმავლობაში ოქრო ადამიანებს იზიდავდა. დღითი დღე ღირებულების გაზრდასთან ერთად, მისი მოპოვების სურვილიც უკვე საოცნებოდ სასიამოვნოა. მოდი გავიცნოთ მსოფლიოს ყველაზე იღბლიანი 10 ადამიანი, რომლებმაც დიდი ზომის ოქროს ზოდები იპოვეს და მოულოდნელად გამდიდრდნენ.


image








10 - 2 კგ და 180 გრამი

1849 წელს კალიფორნიაში(აშშ) დაიწყო ოქროს ციებ-ცხელება. ამერიკიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ასი ათსობით ადამიანი სიერა ნევადას კალთებს მიაწყდა, რათა ოქრო მოეპოვებინა. 1850 წელს, ძიებების დაწყებიდან ზუსტად 150 წლის შემდეგ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა 2180 გრამიანი ოქროს ზოდი აღმოაჩინა, რამაც ძებნაში ჩართული ადამიანები უფრო მიზანდასახული გახადა. ამ პერიოდში ბევრმა მოახერხა გამდიდრება, თუმცა უმეტესობა მხოლოდ გამოცდილებით დაკმაყოფილდა.


image





9 - 4 კგ და 100 გრამი

ისევ კალიფორნიაში... მამაკაცი ყოველკვირას რკინის ნარჩენების საძებნელად მოგზაურობდა მთიან რეგიონში, მას თან ჰქონდა რკინის დეტექტორი, რომლის საშუალებითაც მიწის 30 სმ სიღრმეში 250 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდი აღმოაჩინა. ზოდი იწონიდა 4100 გრამს.



image





8 - 4.5 კგ

ერთ-ერთი იღბლიანი საიდ პერსონია. 68 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში ეძებდა ოქროს დეტექტორის საშუალებით, მან ოცნება 68 წლის ასაკში აისრულა. მის მიერ აღმოჩენილი ოქროს ზოდო 4500 გრამს იწონიდა და 300 000 დოლარის ღირებულებისა იყო.


image





7 - 5.5 კგ

ავსტრალიელმა მამაკაცმა ბოლო მოდელის ოქროს დეტექტორის საშუალებით, ბუჩქებში 5500 გრამის ოქროს ზოდი აღმოაჩინა, რომლის სიგრძე 60 სანტიმეტრს აღწევდა.იღბლიან მამაკაცმა ზოდი 320 000 დოლარად გაყიდა.


image





6 - 7 კგ და 655 გრამი

7655 გრამიანი ოქრო რუსეთში იქნა აღმოჩენილი. ალექსანდრ სტაროვოიტოვმა ოქროს ზოდი შემთხვევით მთის კალთებში იპოვა. 24 კარატიანი ოქრო 520 000 დოლარად გაიყიდა.


image





5 - 16 კგ და 140 გრამი

1992 წელს, ისევ კალიფორნიაში აღმოაჩინეს 16140 გრამიანი ოქროს ზოდი. სონორას მაღაროელების მიერ აღმოჩენილი ოქრო მუზეუმმა შეიძინა. ფასი უცნობია.


image





4 - 25.5 კგ

1995 წელს აღმოაჩინეს 25 500 გრამიანი ოქროს ზოდი, რომელიც ასევე სპეციალურ მუზეუმში ინახება. როგორც ცნობილია, ჯერ-ჯერობით დედამიწაზე დღემდე დარჩენილი მეორე ყველაზე დიდი ზომის ოქროს ზოდია, მისი ღირებულება 50 000 000 დოლარია.


image





3 - 27 კგ და 660 გრამი

ავსტრალიაში მდებარე მეფეების მთებზე, ადგილობრივმა გიგანტური ზომის ოქროს ზოდი იპოვა. 27660 გრამიანი ოქროს ზოდი ნევადას ოქროს კოლექციონერმა შეიძინა. დღეს ოქროს ზოდი, ლას ვეგასში მდებარე ყველაზე დიდ კაზინოში - "Easy street" იკავებს საკუთარ ადგილს.


image





2 - 36 კგ და 200 გრამი

1940 წელს, რუსეთის ურალის მთებში იპოვეს 36 200 გრამიანი ოქროს ზოდი, რომელიც რუსეთის მთავრობამ შეიძინა. ძვირფასი ნივთს სამკუთხედის ფორმა აქვს და მას "ეშმაკის სამკუთხედი" დაარქვეს.


image





1 - 290 კგ

მსოფლიოს ყველაზე დიდი ოქროს ზოდი 1838 წელს ბერნარდ ოტო ჰოლტერმანმა იპოვა. მან ოქროს ზოდთან ერთად ფოტოც გადაიღო. ოქროს გაქირავებიდან 1 წლის შემდეგ, გადაჭარბებულ სიმდიდრემ მას სიკვდილი მოუტანა.


image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



საუკეთესო "ოცეული" რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს და წავიდნენ

image




6 საკვები, რომელიც ენერგიას ამცირებს

image




შოკისმომგვრელი სიმართლე, რომელიც "წითელქუდას" ზღაპრის მიღმა იმალება

image




კვლევის შედეგი: ხუმარა წყვილების ურთიერთობა უფრო მყარია

image




როგორ გამოიყურება კიმ კარდაშიანის 50 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი?

image









4
5414
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
5414
  
2020, 30 მაისი, 18:45
ბლიად ჩემი ბედის დედა მოვტზან 48 საათის განმავლობაში (ცენზურაზე ბოდიშით)
2019, 22 მარტი, 21:19
ალბათ რამდენი ოქრო და განძია მიწაში დაფლული კიდევ :))
2019, 21 მარტი, 21:01
ასეთები ვართ ადამიანები
2019, 21 მარტი, 14:44
მუზეუმებში დადებას, რამდენ უწყლო და მშიერი ქვეყნის ბავშვებს იხსნიდნენ სიკვდილისგან!!!
0 1 4