x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სანგრები... ცოცხალთა საფლავები
1914 - 15 წლების ზამთარში დასავლეთ ფრონტის ჯარისკაცებს სჯეროდათ, რომ სანგრები მხოლოდ დროებითი ნაგებობები იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ გაზაფხულზე არმია ბრძოლების ტრადიციულ სახეს დაუბრუნდებოდა.

image

თავდაპირველად სანგრები პოზიციების დაცვის მიზნით, დროებით მოეწყო, ჯარისკაცებს ხომ ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ ადგილზე ყოფნა უწევდათ. სანგრები იცავდა მათ საარტილერიო ჭურვებისა და შაშხანების ტყვიებისაგან .

10 ყველაზე უცნაური წრთვნა



სანგრები 2- 3 მეტრზე ითხრებოდა. ასე, რომ ჯარისკაცებს შეეძლოთ იქ გამართულად ევლოთ.

სანგრის წინა ნაწილში საცეცხლე საფეხური იყო. მასზე ასვლის შემდეგ ჯარისკაცს შეეძლო, იარაღი მტრისთვის დაემიზნებინა. საცეცხლე საფეხურზე გუშაგებიც იდგნენ. რათა მტრის გადაადგილება არ გამოპარვიდათ.

image

სანგრებს აშენებდნენ ზიგზაგისებურად, სწორი მონაკვეთის სიგრძე 30 მეტრს არ აღემატებოდა. ეს ნიშნავდა, რომ არავის შეეძლო ქვემეხი სანგრისთვის დაემიზნებინა და შიგ ყველა დაეხოცა.

1914 წელს სანგრებს 2 - 3 ხაზად აგებდნენ. წინა ხაზის სანგარში ისხდნენ მოიერიშეები. მეორე და მესამე ხაზები კი, ძირითადად, დამხმარე ძალას ეკავა.

სანგრების სხვადასხვა ხაზი ერთმანეთს სანგრებითვე უკავშირდებოდა. დამაკავშირებელი სანგრები არც ღრმა იყო და არც სასროლად გამოდგებოდა.

ჭაობიან ადგილებში ან წვიმიან ამინდებში სანგრები წყლით ივსებოდა. წყალსაქაჩი მოწყობილობები გაუმართავი იყო.

image

სანგრებში კედლების გასამაგრებლად და მათთვის ფორმის მისაცემად ქვიშის ტომრები და ფიცრები გამოიყენებოდა. ჩამონგრეული სანგრის შეკეთება მთელი ზამთრის განმავლობაში პრობლემა იყო.

მომწამვლელი გაზი ბრძოლის ველზე

image

სანგრების წინ, ლითონის ბოძებზე ეკლიან მავთულებს ჭიმავდნენ, რათა მოწინააღმდეგის თავდასხმა შეენელებინათ. და მეტი დრო ჰქონოდათ სროლისათვის.

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0