x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
10 ყველაზე უცნაური სილამაზიზს აღქმა მსოფლიოში
1 ) სამხრეთ კორეა - გულის ფორმის სახე . სამხრეთ კორეაში პლასტიკური ქირურგია არათუ გავრცელებული, არამედ ნორმადაც კია მიჩნეული . ყველა ქალაქში ხდება იმის რეკლამირება თუ როგორ შეიძლება გახდნენ ულამაზესები პლასტიკური ოპერაციით . სილამაზის ყველაზე მკაფიო ნიშანი აქ, როგორც უკვე ვახსენეთ, გულის ფორმის სახეა . შედეგის მისაღწევად კორეელები მიდიან უმძიმეს ოპერაციაზე . თავიდან ყბის ძვლის ქვედა ნაწილს ტეხენ სამ ნაწილად . ერთ ნაწილს აშორებენ, დარჩენილ ორს კი აერთებენ . აშორებენ კუთხეებს და სახეს გულის ფორმას აძლევენ . ოპერაციის შემდეგ კიდევ დიდხანს არ შეიძლება მყარი საკვების მიღება . გართულება კი შეიძლება იყოს ამინდზე დამოკიდებულება, რის გამოც ადამიანს გაუსაძლისი ტკივილი უჩნდება სახის არეში .image

2 ) ჭარბი წონა - მავრიტანია . მავრიტანელ გოგონას არანაირი შანსი არ აქვს მამაკაცის მხრიდან ყურადღების მიბყრობის, თუ მას ჭარბი წონა არ ექნება . იმისათვის რომ გოგონებმა საკმარის გაბარიტებს მიაღწიონ, მშობლები მათ სპეციალურ, ასე რომ ვთქვათ ფერმაში აგზავნიან . სადაც მათ დღის განმავლობაში 16 000 კალორიას აძლევენ . ამ ტრადიციის გამო გოგონებს ხშირად ემართებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებები .image

3 ) რინოპლასტიკა - ირანი . შეიძლება ითქვას, რომ ირანი რინოლასტიკის დედაქალაქია . იმის მიუხედავად, რომ პროცედურა საკმაოდ ძვირი ღირს, მამაკაცები და ქალები ყველაფერს გააკეთებენ სწორი ცხვირისთვის . მათთვის ეს არამხოლოდ სილამაზე, არამედ გარკვეული სტატუსის მაჩვენებელია . ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ თუ ადამიანს არ ჭირდება რინოპლასტიკა, ის ტყუილად იკეთებს ცხვირზე ქირურგიულ სახვევს . იმისთვის, რომ ყველამ იფიქროს, თითქოს მან რინოპლასტიკა გაიკეთა .image

4 ) მაღალი შუბლი - ფულბეს ტომი . ფულბეს ტომში ნამდვილ სილამაზედ ითვლება მაღალი შუბლი . ამიტომ ისინი ხშირად შეგნებულად იშორებენ თმის გარკვეულ ნაწილს, რომ შექმნან იმის ილუზია, თითქოს დიდი შუბლი აქვთ . სხვათაშორის მსგავსი წეს-ჩვეულება შუა საუკუნეების ევროპაშიდაც შეინიშნებოდა . სადაც ქალები ასევე იშორებდნენ თმის ნაწილს შუბლს ზემოთ .image


5 ) თეთრი კანი - ჩინეთი და ტაილანდი . ბევრ აზიურ ქვეყანაში, თეთრი კანი სილამაზის ეტალონად ითვლება . თუ კოსმეტიკის მაღაზიაში შეხვალთ, ვერ იყიდით ვერაფერ ისეთს, რასაც კანის მათეთრებელი ეფექტი არ ექნება . ეს ეხება მამაკაცის კრემსაც, რომელიც პარსვის შემდეგ გამოიყენება . პლიაჟებზე ბევრი ჩინელი ნიღბის გარეშე საერთოდ არ გამოდის . მათ ძალიან უკვირთ ის ფაქტი, რომ ევროპელი ქალბატონები სპეციალურად დადიან სოლარიუმებში .image

6 ) დახრილი კბილები - იაპონია . დასავლურ ქვეყნებში, სწორი და ლამაზი ფორმის კბილების მისაღებად ადამიანები ბრეკეტებს მიმართავენ . იაპონიაში კი ყველაფერი პრიქითაა . აქ თვლიან რომ სწორად განლაგებული კბილები ადამიანებს არ უხდებათ . უსწორმასწორო კბილები კი უფრო საყვარელს გხდის და სახესაც უფრო განსხვავებულ ფორმას აძლევს . იაპონიაში ამ ტრენდის გამო ბიჭებიც და გოგონებიც ხშირად აკითხავენ სტომატოლოგებს .image

7 ) გადაბმული წარბები - ტაჯიკეთი . ტაჯიკეთის ზოგიერთ რაიონში, ქალური სილამაზის ერთ-ერთ სტანდარტად სწორედ გადაბმული წარბები ითვლება . თუ ბუნებამ გოგონა ვერ დააჯილდოვა ასეთი სილამაზით, მაშინ ის საღებავით ცდილობს წარბების გადაბმას . ადგილობრივები თვლიან, რომ გადაბმული წარბები, ერთგვარი უნიკალურობის ნიშანია .image

8 ) გაწელილი ტუჩები - მურსის ტომი . ეთიოპიელი გოგონები ტუჩებს სპეციალური დისკებით იწელავენ . რაც უფრო დიდია დისკი, მით უფრო დიდია გოგონას სტატუსი . შესაბამისად სიძემაც უფრო დიდი გამოსასყიდი უნდა გადაიხადოს ქორწილამდე . ეთიოპელები თვლიან, რომ ავი სულები სხეულში პირიდან აღწევენ . ამიტომ რაც უფრო დიდი დისკით ექნებათ პირი დაფარული, საფრთხე აღარ დაემუქრებათ .image

9 ) გრძელი კისერი - ბირმა . აღმოსავლეთ ბირმის ერთ-ერთ რაიონს, ჟირაფების ქვეყანას ეძახიან . აქ ცხოვრობს ტომი, სადაც ქალებს კისრებზე რგოლები აქვთ ჩამოცმული . ითვლება, რომ რაც უფრო გრძელია კისერი, მით უფრო ლამაზია ქალბატონი . არსებობს მოსაზრება, რომ მათ რგოლები ვეფხვებისგან თავის დასაცავად ჭირდებათ . თუმცა რეალურად ისინი მხოლოდ, ტრადიციის შენარჩუნებას ცდილობენ .image

10 )შრამირება - სამხრედ აფრიკა, ახალი გვინეა . ახალი გვინეის მაცხოვრებლები ამ დრომდე ილამაზებენ სხეულს შრამირების გზით . მამაკაცების შემთხვევაში ეს ძირითადად მამაკაცად მონათვლის დროს ხდება . ქალების შემთხვევაში კი ასეთი ტატუირებები ნამდვილ სილამაზედ ითვლება .image

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:MAKUU.
MAKUU.
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0