x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოგზაურები გირჩევენ, ამ ტურისტულ სანახაობებში ფული არ გაფლანგოთ
image

იმ ადგილის შერჩევა, სადაც შვებულებას გაატარებთ, ნამდვილი გამოწვევაა: გინდათ, ზედმეტი ფულის დახარჯვის გარეშე კარგ ადგილას დაისვენოთ, თანაც ისე, რომ ხალხმრავლობამ არ შეგაწუხოთ. Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, რომელი ტურისტული სანახაობები არ ღირდა მოგზაურების დროისა და ფულის ხარჯვად. მისმა ზოგიერთმა აღმოჩენამ შესაძლოა გაგაოცოთ კიდეც.


სტატიაში გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ კომენტარებს Reddit-დან და რეკომენდაციებს TripAdvisor-დან. სტატიის ბოლოს კი ვეცდებით, დაგიმტკიცოთ, რომ ნებისმიერი ადგილის გადაქცევაა შესაძლებელი ოცნების სანახაობად.








18. ჰოლივუდის ბულვარი (ლოს ანჯელესი, კალიფორნია)

image


მოლოდინი: ნახო ჰოლივუდი და დატკბე მისი ბრწყინვალებით.

რეალობა: "იქ უამრავი უსახლკარო ადამიანიაა და კანალიზაციის სუნი დგას".








17. ჯულიეტას აივანი (ვერონა, იტალია)

image

მოლოდინი: იგრძნო შექსპირის პიესის ატმოსფერო და ნახო ადგილი, სადაც რომეომ და ჯულიეტამ ყველასთვის ცნობილი სიტყვები უთხრეს ერთმანეთს.

რეალობა: "ქუჩაში ათასობით ტურისტი იდგა რიგში იმისთვის, რომ აივნისთვის შეეხედათ. როგორც აღმოჩნდა, საერთოდაც აივანი პიესის დაწერის შემდეგ აუშენებიათ".







16. დიდი კანიონი (არიზონა)

image


მოლოდინი: დატკბე საოცარი ხედით, გადაიღო ლამაზი სურათები და დააგემოვნო რამე სასიამოვნო.

რეალობა: "ლას ვეგასიდან კანიონამდე მისასვლელად რამდენიმე საათი დაგვჭირდა. კანიონზე ფეხით ასვლაში 30 დოლარი გადავიხადეთ. იქ სურათების გადაღება აკრძალულია, კამერის ქონაც კი არ შეგიძლია თან. თუმცა, კანიონზე არიან გამყიდველები, რომლებიც ცდილობენ, კამერები შემოგასაღონ. იქ ერთადერთი ადგილია, სადაც ჭამაა შესაძლებელია და უიაფეს საჭმელს ძალიან ძვირად ყიდიან!"







15. "მონა ლიზა" ლუვრის მუზეუმში (პარიზი, საფრანგეთი)

image


მოლოდინი: პორტრეტის დეტალებში ნახვა და მონა ლიზას ცნობილი ღიმილის საკუთარ თავზე გამოცდა.

რეალობა: "თავად ლუვრი დიდებულია, თუმცა, "მონა ლიზამ" იმედი გამიცრუა. ნახატი ძალიან პატარაა და ყველგან ათასობით ტურისტია. ძალიან რთულია, პორტრეტი კარგად დაინახო".







14. ადოლფ ჰიტლერის საბეჭდი მანქანა (ალაბამა)

image


მოლოდინი: იგრძნო იმ საბეჭდი მანქანის ენერგია, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი იყენებდა.

რეალობა: "ეს ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანაა. განსაკუთრებული არაფერია, თუმცა, სურათებში კი დიდებულად გამოიყურება".







13. პლიმუტის ქვა

პლიმუტის კლდე - პირველი კოლონისტების გადასხდომის ადგილი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 1620 წელს

image


მოლოდინი: შეძლო, წარმოიდგინო, რომ ეს ქვა იმ კლდის ნაწილია, რომელსაც ბრიტანელი კოლონისტები პირველად შეეხნენ და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიგრძნო.

რეალობა: "სინამდვილეში, არავინ იცის, ეს ქვა ნამდვილია თუ არა და რამე საერთო აქვს თუ არა პირველ კოლონისტებთან".







12. ნაყინების მუზეუმი (სან ფრანცისკო, კალიფორნია)

image


მოლოდინი: შეძლო Instagram-ისთვის ბევრი ფერადი ფოტოს გადაღება.

რეალობა: "ფოტოების გადაღება ფული ღირს და უამრავი ადამიანია რიგში სურათებისთვის."







11. Roswell (ნიუ-მეხიკოს შტატი)

image

მოლოდინი: ნახო გიჟი მეცნიერებითა და უცხოპლანეტელებზე მონადირეებით სავსე ქალაქი და შეხედო ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ნაწილებს.

რეალობა: "ქალაქი ძალიან პატარაა, მაგრამ ხალხი არაა. არის მაღაზიები, სადაც უცხოპლანეტელებთან ასოცირებული ნივთები იყიდება, მაგრამ მათ არავინ სტუმრობს. ყველაფერი უცნაურად გამოიყურება."







10. ეროვნული აკვარიუმი (ბალტიმორი, მერილენდის შტატი)

image

მოლოდინი: ნახო მწვანედ განათებული აკვარიუმი და საოცარი ზღვის სამყარო.

რეალობა: "აკვარიუმი საჯარო ინსტიტუტის ადგილას მდებარეობს. შიგნით ბნელა და საშინელი სუნია".







9. რაშმორის მთა (სამხრეთ დაკოტა)

image

მოლოდინი: ნახო 4 პრეზიდენტის პორტრეტი და გაიაზრო, რამდენი დრო და შრომა წაიღო მათი სახეების კლდეში გამოკვეთამ.

რეალობა: "დიდი არაფერია. ისეთივე სანახაობაა, როგორსაც ინტერნეტშიც ნახავთ ფოტოებზე. მთასთან უფრო ახლოს მისვლა კი შეუძლებელია."







8. დეიტონას სანაპირო (ფლორიდა)

image

მოლოდინი: წამოწვე თეთრქვიშიან სანაპიროზე, იცურაო ოკეანეში და დატკბე ცხოვრებით კურორტზე.

რეალობა: "პირველ რიგში, აქ ყოველთვის კარნავალები ტარდება. გარდა ამისა, ყველგან შეგხვდებათ ქუჩაში მქადაგებლები და თინეიჯერი უსახლკაროები. უფრო მეტიც, სანაპიროს სიგარეტის, ლუდისა და საწვავის სუნი ასდის."








7. ცენტრალიას დამწვარი ქალაქი (პენსილვანია)

image

მოლოდინი: ნახო გაკვამლული, დანგრეული ქალაქი, შეხვდე ადგილობრივებს და მოისმინო ორიოდე მისტიური ამბავი.

რეალობა: "ამ ადგილს მიწისქვეშა ცეცხლი 1962 წლიდან წვავს. შთამბეჭდავად ჟღერს, არა? სინამდვილეში, აქ არც ადამიანები არიან და არც ცეცხლი ჩანს სადმე. ასფალტზე წარწერები შეგხვდებათ და რამდენიმე რეკლამაც. სულ ესაა."







6. სტოუნჰენჯი (უილტშირი, დიდი ბრიტანეთი)

image

მოლოდინი: იგრძნო სტოუნჯენჯის პრეისტორიული ძალა და გადაიღო რამდენიმე მაგარი ფოტო.

რეალობა: "ის ლონდონიდან 2 კილომეტრის დაშორებითაა და 2 საათი იმის გამო მგზავრობ, რომ მხოლოდ 1 (!) ფოტო გადაიღო."







5. ნაძვის ხე როფელერის ცენტრში (მანჰეტენი)

image

მოლოდინი: დატკბე მსოფლიოში ყველაზე დიდებული ნაძვის ხის ყურებით და გადაიღო თბილი ფოტო ინსტაგრამისთვის.

რეალობა: "ადგილი იმდენად გადაჭედილი იყო, რომ ნაძვის ხესთან უფრო ახლოს მისვლა ვერ შევძელით. როცა, როგორც იქნა, მივედით, მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღება მოვახერხეთ. დასტრესილი წამოვედი იქიდან."






4. ეიფელის კოშკი (პარიზი, საფრანგეთი)

image

მოლოდინი: იგრძნო მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ადგილის ატმოსფერო და დატკბე ქალაქის ხედით.

რეალობა: "ყოველთვის ვოცნებობდი პარიზში წასვლაზე და ეიფელის კოშკის ნახვაზე. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ეს ის ნამდვილად არ იყო, რასაც ველოდი. კოშკამდე ძალიან გრძელი რიგი იდგა და ის მხოლოდ რკინის გროვას ჰგავდა და არაფერს მეტს. მთელი დღე რიგში დგომა მის უფრო ახლოს სანახავად გადავიფიქრე. ვამჯობინე, ნებისმიერ მაღალსართულიან შენობაზე ავსულიყავი და იქიდან მენახა კოშკი".







3. კოლიზეუმი (რომი, იტალია)

image

მოლოდინი: დატკბე თეატრის არაჩვეულებრივი ხედით და წარმოიდგინო გლადიატორების ბრძოლა.

რეალობა: პირველ რიგში, იქ უამრავი ადამიანი იყო, ვინც "რიგში უფრო მალე გასავლელ" ბილეთებს ყიდიდა ფულის საშოვნელად. მეორეც, სირცხვილია კოლიზეუმის ნახვა ასეთ ბინძურ, მოუვლელ და მიტოვებულ მდგომარეობაში. ყველგან ნაგავი იყო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე საღეჭი რეზინები ეყარა".







2. გიზას დიდი პირამიდა (ქაირო, ეგვიპტე)

image

მოლოდინი: ნახო დიდებულ პირამიდაზე მზის სხივების ბრწყინვალება და წარმოიდგინო უძველესი ეგვიპტე მთელი თავისი დიდებულებით.

რეალობა: "პირამიდა ნამდვილად საოცარი ძეგლია. სამწუხარო ისაა, რომ უამრავი ადამიანი იყო, რომლებიც ყველანაირად გვაწუხებდნენ და ცდილობდნენ, მათი პროდუქტი გვეყიდა. ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი თქვა, რომ მთავრობისთვის მუშაობდა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ იყო".







1. ტაჯ-მაჰალი (აგრა, ინდოეთი)

image

მოლოდინი: ისეირნო ფართო გზაზე, მიუახლოვდე ტაძრის ჭიშკარს და იგრძნო, როგორ გიჩქარდება გული დიდებულ ძეგლთან სიახლოვის გამო.

რეალობა: "პირველ რიგში, ბილეთის საყიდლად სალარომდე მისასვლელი გზა ძროხებით, უსახლკარო ძაღლებითა და მათი განავლით იყო სავსე. ამას გარდა, როგორც უცხოელს, 20-ჯერ მეტი ფასი უნდა გადაგეხადა, ვიდრე ადგილობრივს. ამის შემდეგ გხვდებოდა უხეში დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ტურისტების ნაკადის შეჩერებას ცდილობდნენ. თუ პატარა ბავშვები გყავდათ, ისინი ტირილს დაიწყებდნენ. რაც შეეხება ძეგლს, ის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო".







ბონუსი: რამდენი ადამიანიცაა, იმდენი განსხვავებული აზრია.

image

ამ სტატიის ავტორი ყოველთვის ოცნებობდა ბრიუგეში წასვლაზე: "ამ ქალაქზე გადაღებულ ფილმს 10-ზე მეტჯერ ვუყურე. ღამით მესიზმრებოდა ხოლმე, რომ ბრიუგეს ქუჩებში ვსეირნობდი", - ამბობს ის, -"ჰო და, როგორც იქნა, ამ ქალაქში აღმოვჩნდი. დამხვდა ტურისტების რიგები, მაღალი ფასები, ცივი ამინდები და მუდმივი წვიმები. მაგრამ ვათვალიერებდი სახლების ფასადებს, მოკირწყლულ ქუჩებს და მეუფლებოდა უზრუნველობისა და ბედნიერების განცდა".


ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამთ სამყაროს. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვების მიერ დაწუნებულ ადგილებს ესტუმრნენ და მათ სრულიად სხვა რამ აქვთ სათქმელი:


ეიფელის კოშკი: "ბილეთების რიგში ერთსაათიანი დგომის შემდეგ კოშკის თავზე ორი ლიფტით ავედით. თავდაპირველად, ის ხალხით გადაჭედილი იყო. მაგრამ შემდეგ შესასვლელი დაიკეტა და ხალხმა კოშკი დატოვა. ჩვენ ვტკბებოდით პარიზის დათვალიერებით ეიფელის კოშკიდან და იმით, რომ თითქმის მარტოები ვიყავით იქ".


კოლიზეუმი: "ამ კოლოსალურ მოედანზე ფეხის დადგმის შესაძლებლობა საოცრებაა. კოლიზეუმის დიდებულების სანახავად მისი გარედან დათვალიერება აჯობებს. უფრთხილდით ადამიანებს, რომლებიც ოფიციალური გიდებივით იქცევიან და ბილეთები მხოლოდ სალაროდან იყიდეთ".


ტაჯ-მაჰალი: "ეს ადგილი ჩემი სურვილების სიაში მქონდა, ამიტომაც მასზე დიდი მოლოდინები მქონდა დამყარებული, რაც გამიმართლდა. ტაძარი მართლაც დიდებული იყო. ჩემს დადებით გამოცდილებაში დრომ და ამინდმაც დიდი როლი ითამაშა: ადგილზე დილის 6 საათზე მივედი, ამიტომაც რიგებსა და ხალხმრავლობას არ შევუწუხებივარ".

image



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად და სასიამოვნოდ შეძლებთ მოგზაურობას

image


2. 28 უცნაური რამ, რასაც მხოლოდ აზიაში შეხვდებით

image


3. როგორ შეიცვალა ჩვენი სამყარო ბოლო 50 წლის განმავლობაში

image


0
725
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0