x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
არის თუ არა ისლამი საფრთხე და ემუქრება თუ არა ევროპის ქვეყნებსა და ევროპულ ცივილიზაციას გადაშენება?
image

არის თუ არა ისლამი საფრთხე და ემუქრება თუ არა ევროპის ქვეყნებსა და ევროპულ ცივილიზაციას გადაშენება? ეს კითხვა ევროპის ქვეყნებში სულ უფრო აქტუალური ხდება, მით უფრო არაკონტროლირებადი უკანონო მიგრაციის ფონზე. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიგრანტების ნაკადმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია. რატომ?

მოვიყვან პირველ მაგალითს:

"ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 15 წლის შემდეგ რუსეთის მოსახლეობის 30% მუსლიმი იქნება" - ეს განცხადება გააკეთა რუსეთის მთავარმა მუფტიმ შეიხ რავილ გაინუთდინმა მოსკოვში გამართულ

კონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ მუსლიმების რაოდენობა რუსეთში ყოველდღიურად იზრდება, ამას კი ორი მიზეზი აქვს:
1. შობადობის მაღალი მაჩვენებელი მუსლიმ ოჯახებში;

2. ცენტრალური აზიიდან რუსეთში ჩასული ადამიანების ნაკადის ზრდა.

გაინუთდინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში ათობით ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება ჩნდება.

ახლა გადავიდეთ მეორე მაგალითზე:

გერმანიაში, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის რალფ ბრინკჰაუსის განცხადებამ გერმანიის პოლიტიკურ ელიტაში ახალი საკამათო თემა გააჩინა. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას კითხვაზე, თუ შეძლებდა რელიგიით მუსლიმი, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერობასა და კანცლერობას 2030 წლისთვის, მან ასეთი პასუხი გასცა:
"თუკი კარგი პოლიტიკოსი იქნება, ჩვენი ღირებულებებისა და პოლიტიკური ხედვის მატარებელი იქნება, რატომაც არა?"

ამ პასუხმა თავად პარტიაშივე ძალიან ბევრი გააკვირვა, ზოგმა კი განაცხადა, რომ ისლამისა და გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ღირებულებები შეუთავსებელია.

"ისლამის ღირებულებები ძალიან განსხვავდება ჩვენი ღირებულებებისგან, მაგალითად როცა საქმე ეხება მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობას" - აღნიშნა ელიზაბეთ მოტშმანმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა. წაიკითხეთ ვრცლად
0
108
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0