x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ოცნების ვაკანსია-შვეციაში სთავაზობენ სამუშაოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ იქ არაფერი არ უნდა აკეთონ
image
მსოფლიოში იდეალური სამუშაო საბოლოოდ გამოჩნდა, სადაც არაფრის გაკეთება არაა საჭირო, მაგრამ ფულს მაინც გადაგიხდიან.

შვედელმა მხატვარებმა საიმონ გოლდინმა და იაკობ სენებიმ მოიფიქრეს უჩვეულო არტ-ექსპერიმენტი, სახელწოდებით "მარადიული დასაქმება." ამისათვის, მათ სპეციალური ფონდიც კი გახსნეს, საიდანაც ისინი ხელფასს გასცემენ. მის ანგარიშზე უკვე 650 ათასი დოლარია და მომავალში ეს თანხა კიდევ გაიზრდება.

ექსპერიმენტის ნაწილის მიხედვით, 2025 წელს ოცნების ვაკანსია გაიხსნება: კანდიდატი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იქნება დასაქმებული, ექნება ხელფასი ყოველწლიური ზრდით, დასვენების დღეები, დაგეგმილი შვებულება და პენსია. მაგრამ ყველაზე მშვენიერი არის ის, რომ ამ იღბლიან ადამიანს მუშაობა არ მოუწევს.

თანამშრომლის მთავარი და ერთადერთი ამოცანაა, ყოველდღე მივიდეს გოტებერგის რკინიგზის სადგურში და დატოვონ გარკვეული დროის მერე.


ყველა სამუშაო საათის განმავლობაში კანდიდატს შეუძლია გააკეთოს, რაც მას სურს. თუ თანამშრომელს რაიმე მიზეზით მოუნდება დატოვოს სამუშაო, მას შეცვლიან უპრობლემოდ. "მარადიული დასაქმება" 120 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

მხატვრების აზრით, მათი მიზანია შექმნან ქალაქის ცოცხალი ლეგენდა ან მსოფლიოს საუკეთესო ისტორია. ყოველივე ამის შემდეგ, ეს იქნება ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დაქირავებულია, მაგრამ არაფერს არ აკეთებს

0
223
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0