x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონი ოფიციალურად 14 მარტს დაიწყება

ფორმულა 1-ის ახალი 2019 წლის სეზონი ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული. განსხვავებულ ბოლიდებთან ერთად, ბევრი ცვლილება და გადაჯგუფება მოხდა პილოტებს შორისაც. ფერარის გუნდი დატოვა და ალფა რომეოს გუნდს შეუერთდა მსოფლიოს ჩემპიონი ფინელი კიმი რაიკონენი, ხოლო ფერარის გუნდს შეუერთდა ახალგაზრდა ფრანგი შარლ ლეკლერი. რაც შეეხება რედბულის გუნდს 2019 წლიდან მაქს ფერსტაპენის თანაგუნდელი პიერ გასლი იქნება, ხოლო ავსტრალიელი დენიელ რიკიარდო რენოს ბოლიდით გააგრძელებს ასპარეზობას ფორმულა 1-ში.

ოთხი დებიუტანტი მოსინჯავს საკუთარ ძალებს ფორმულა1-ში , მათგან ყველაზე დიდ იმედებს ჯორჯ რასელზე და ლანდო ნორისზე ამყარებენ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ფორმულა1-ს უბრუნდება ვეტერანი პოლონელი რობერტ კუბიცა ასე რომ დაველოდოთ 14 მარტს და 2019 წლის სეზონის დაწყებას.image



0
12
შეფასება არ არის
ავტორი:რომან წითური1
რომან წითური1
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0