x
image
კატო ემხვარი
ცნობილთა გამონათქვამები ქალებზე

image


1. “ცოდვაა თქვენებური ქალი, თქვენ ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი.თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლ შორის არიან. აგერ ორიოდე ფეხის ნაბიჯზე ჩადრია და ჰარემი. თქვენ უკიდურესი აზიელის და ევროპელის კაპრიზები ურთიერთში გაქვთ არეული, როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას.” – კონსტანტინე გამსახურდია / "მთვარის მოტაცება"


2. “ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი... “ – გურამ დოჩანაშვილი / "სამოსელი პირველი"


3. "ნამდვილი ქალი უნდა იყოს მავნე და კაპრიზული." – კრისტიან დიორი


4. "რა ცოტა რამის თქმა შეიძლება ქალზე, როცა ბედნიერია და რა ბევრის – როცა უბედურია." – ერიხ მარია რემარკი


5. "ქალისათვის უფრო მნიშვნელოვანია იყო ლამაზი, ვიდრე ჭკვიანი, რადგან მამაკაცებს უფრო კარგად შეუძლიათ ყურება, ვიდრე აზროვნება." – მარლენ დიტრიხი


6. "ქალის სილამაზე არც ძვირფას სამოსშია, არც სხეულსა და ლამაზ ვარცხნილობაში. იგი თვალების ბრწინვალებაშია. თვალები ხომ გულისაკენ მიმავალი გზის გასაღებია, სადაც სიყვარული ცხოვრობს." – ოდრი ჰეპბერნი


7. "პოლიტიკაში თუ გინდა რამე თქვა, ჰკითხე კაცს, თუ გინდა გააკეთო – ჰკითხე ქალს." – მარგარეტ ტეტჩერი


8. "ჩვეულებრივ, ყველა იდიოტი კაცის უკან შესანიშნავი ქალია." – ჯონ ლენონი


9. "ქალის სიცოცხლე – ეს გატაცებების დაუსრულებელი ისტორიაა." – ვაშინგტონ ირვინგი


10. "ქალისთვის ბევრი ქმრის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ერთის." – ანტონ ჩეხოვი

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0