x
image
ელენე გუმა
ნახეთ,რას წერს "რუსთავი2 "-ის ჟურნალისტი გლდანში მომხდარ ყაჩაღობაზე
თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე დღეს დილით თავდასხმა მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არც არავინ დაშავებულა და არც თანხის გატაცება მომხდარა.

როგორც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი წერს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.


"7 მარტს გაიტაცეს ქალი. ღამე ცხვარიჭამიის ტყეში ჰყავდათ, საბარგულში დაამწყვდიეს მანქანის მფლობელი მძევალი კაცი.
8 მარტს დილით მძევალი ქალი და ავტომატები ამოიიღლიავეს და ბანკში საყაჩაღოდ შევარდნენ. თავს სამ მოლარე ქალს დაესხნენ. (ერთი ორსულიადაა) ფული ვერ წაიღეს, პოლიცია დაადგათ.
მძვევალი ქალი ისევ ამოიიღლიავეს და პოლიციას ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვეს, მძევალს მოვკლავთო. ქალთან ერთად გაიქცნენ და მერე ქერჩის ქუჩაზე ჩამოაგდეს.
მხოლოდ ქართველს შეუძლია ასე მოექცეს საკუთარ ერს, სახელმწიფოს და ასე მიულოცოს ქალს 8 მარტი"



შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


image

0
440
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0