x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ადამიანი 1000 წლის შემდეგ როგორი იქნება

ადამიანები ჯერ კიდევ ევოლუციის პროცესში არიან. რას გვიქადის ევოლუცია 1000 წლის შემდეგ? გასული 130 წლის განმავლობაში, ადამიანებმა მკვეთრად მოიმატეს სიმაღლეში. 1880 წლისთვის, ამერიკელი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 170 სმ იყო, დღეს კი 177 სმ. შესაძლოა კიდევ უფრო შევერწყათ მანქანურ მექანიზმებს, რომელთაც შეუძლიათ მეტად გააუმჯობესონ ჩვენი სმენა, მხედველობა, ჯანმრთელობა. ამჟამად არსებობს სმენისა თუ მხედველობის გამაუმჯობესებელი მრავალი მოწყობილობა. ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მუშაობს ბიონიკური თვალის შექმნაზე, რომელიც უსინათლოებს მხედველობას დაუბრუნებს.image
შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ისეთი ტექნოლოგიაც, რომლის საშუალებითაც დავინახავთ რაღაც ისეთს, რაც ამჟამად ჩვენი თვალისთვის უხილავია — სინათლის სხვადასხა ენერგიები, მაგალითად ინფრაწითელი და რენტგენული გამოსხივება. ნამდვილად დადგება ის დღეც, როდესაც ადამიანებს არანაირი პროთეზი აღარ დასჭირდებათ. გარეგნობასთან ერთად, მიკროსკოპულ დონეზე შეიცვლება ჩვენი გენებიც, რაც ჩვენივე გადარჩენისაკენ იქნება მიმართული. მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს აივ-ინფიცირებული ბავშვები, რომლებიც სრულიად ჯანმრთელად ცხოვრობენ. როგორც ჩანს, მათმა ორგანიზმმა გამოიმუშავა აივ-ისგან თავდაცვა, რაც ვირუსს შიდსის სტადიაში გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. გარდა ამისა, გენების შესწორების ისეთი ხელსაწყოს საშუალებით, როგორიცაა CRISPR, თანდათანობით შესაძლოა სრულად გავაკონტროლოთ ჩვენი გენები და დნმ, რათა შევიქმნათ დაავადებებისაგან დამცავი იმუნიტეტი და უფრო მეტიც, შესაძლოა უკან დავხიოთ ასაკის მატებით გამოწვეული ეფექტები. ადამიანთა ევოლუციის კიდევ ერთი გზაა ზოგიერთი ჩვენგანის გადაბარგება მარსზე. წითელი პლანეტა 66%-ით უფრო ნაკლებ მზის სინათლეს იღებს, ვიდრე დედამიწა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მარსზე განუვითარდებათ უფრო დიდი თვალის გუგები, რათა რაიმე დაინახონ. გარდა ამისა, მარსის გრავიტაცია დედამიწის მიზიდულობის მხოლოდ 38%-ს შეადგენს, რის გამოც, ადამიანთა ძვლები წითელ პლანეტაზე ბევრად უფრო დაგრძელდება, ვიდრე ეს დედამიწაზეა. თუმცა, მარსზე გადასახლება არაფერია იმასთან შედარებით, რა ცვლილებაც შეიძლება მოხდეს ადამიანთა ევოლუციაში უახლოესი 1000 წლის მანძილზე: უკვდავება. უკვდავებისაკენ მიმავალი გზა სავარაუდოდ აუცილებლად მოითხოვს ადამიანთა გონების ჩატვირთვას მანქანურ მექანიზმში. ამ დროისათვის, იტალიელი და ჩინელი მეცნიერები ცხოველებში ახორციელებენ თავის გადანერგვის პროცედურებს, რათა განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ერთმა სხეულმა გონება გადასცეს მეორეს. მათი განცხადებით, შემდეგი დიდი ნაბიჯი იქნება თავების გადანერგვა ადამიანებში. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ 1000 წელიწადში, რამდენადაც არ უნდა შევერწყათ მანქანურ მექანიზმებს ან თავად გავხდეთ ისინი, ერთი რამ ყოველთვის ცხადია: ადამიანის სახეობა ყოველთვის იცვლება, კიდევ უფრო სწრაფად ვცვლით დედამიწას და რაც უფრო სწრაფად შევძლებთ მშობლიური პლანეტის გარდა სხვა პლანეტის ათვისებასაც, ალბათ მით მეტი შანსი გვექნება თავი დავაღწიოთ გადაშენებას, რომელსაც მრავალი მეცნიერი წინასწარმეტყველებს.

0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:MAKUU.
MAKUU.
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0