x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ შეცვალეს ქალებმა სამყარო?
image

ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში დაწერილ ანტიკურ ტრაგედიაში, რომელიც ქალთმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩევა, აღწერილია შეტყობინების შორეულ მანძილზე გადაცემის საინტერესო და იმ დროისათვის სრულიად ახლებური მეთოდი.

მაშინ, როდესაც არც ტელეფონები არსებობდა და არც ინტერნეტი, ხოლო ადამიანები შორეულ ლაშქრობებში გაურკვეველი დროით მიდიოდნენ, ომის დასრულების შესახებ ინფორმაციას ზურგში დარჩენილები მხოლოდ მაცნის მოსვლის შემდეგ იღებდნენ.

ალბათ გახსოვთ ბერძენი მაცნე, რომელმაც ბრძოლის ველიდან ათენამდე 42 კილომეტრი ირბინა, იმისთვის, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ხალხისთვის მარათონის ბრძოლაში ბერძნების გამარჯვება ემცნო.


ამ გარბენმა მოგვიანებით ოლიმპიურ მარათონს დაუდო სათავე.

ესქილეს ტრაგედიაში, აგამემნონი, მოვლენები დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 13-12 საუკუნეებში ვითარდება.

ტროას ომი ათი წელია მიმდინარეობს.

დედოფალი კლიტემნესტრა, რომლის ქმარიც ბერძნული ლაშქრის მთავარსდალია, არგოსში ელოდება ახალ ამბებს, დასრულდა თუ არა ბოლოს და ბოლოს ეს უსასრულო ომი? და თუ დასრულდა, მაშინ რა შედეგით?

განაგრძეთ სტატიის მოსმენა აქ


0
22
1-ს არ მოსწონს
ავტორი:სოციალური შუქნიშანი
სოციალური შუქნიშანი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0