x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავღანეთში დარჩენილი გიორგი მეფის ჯარის შთამომავლები- გურჯები, რომლებიც შიშის ზარს სცემენ თალიბებს
image
"31-ე ბატალიონმა ავღანეთიდან ჩამოიტანა საინტერესო სიახლე - იქ, ქვეყნის სამხრეთში, ჰელმენდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ.

სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისაგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის დამპყრობის, ქართველი მეფის, გიორგის შთამომავლებად. გიორგი მოუწამლავთ მაშინ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქ დარჩენილა.

ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელი არსებობს. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ჩვენებს უყვებოდნენ ამ ”გურჯების”შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები - და დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად.

ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ნეიტრალიტეტი. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან... ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუნთა ენაზე მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან მათგან, ისინი უფრო ღია ფერის არიან და ფერადი თვალები აქვთ - ძირითადათ ცისფერი.


ისინი იფიცებიან, რომ არიან გურჯები, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და მათი წინაპართა გვარები - როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები, დაღუნდარიძეები და კარგაძეები ყოფილა ... აი, ასეთია ეს ისტორია.

საქმე ის გახლავთ, რომ ჯარისკაცები ხომ ვერ წაიყვანდნენ საქართველოდან თავიანთ ქართველ ქალებს და იქ დარჩენილნი, ქორწინდებოდნენ პუშტუნელ ქალებზე. შემდეგ მათი შვილებიც ასევე და თანდათან იკარგებოდა წმინდა ქართული გენეტიკა, მაგრამ მიუხედავათ განვლილი საუკუნეებისა, გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია.

რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან”.- ირაკლი ბითაძე

6
10917
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
10917
  
2020, 18 ოქტომბერი, 20:20
ფინთი კაცი.
2020, 7 მაისი, 22:26
ეგ ვიღაა, ბესო ხომერიკი?
2020, 26 აპრილი, 23:41
პირველ ფოტოზე გამოსახული ბესო ხომერიკი მეგონა. (სოსო დანა!)
2019, 10 მარტი, 12:21
მადლობა
2019, 10 მარტი, 0:47
ეს ადრეც იყო ცნობილი და ძალიან საინტერესოა
2019, 9 მარტი, 22:48
ბრავო თამილა
0 1 6