x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მშვიდობის მაშენებელი ქალები
გვინდა მშვიდობა

1991 წელს სამხრეთ ოსეთში დაწყებულმა კონფლიქტმა, მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენდ, მოსახლეობას მოუწია დაეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი და უცხო ქალაქისთვის თავი დროებით შეეფარებინა. ისინი არიან ადამიანები, რომლრბიც იძულებით მოწყდნენ მშობლიურ გარემოს. ადამიანები, რომელთაც დაკარგეს ახლობლები, ნათესავები და კარ-მიდამო.

ომის მძიმე შედეგმა განსაკუთრებით ქალებზე იმოქმედა, ოჯახებთან ერთად გორამდე მიაღწიეს, თუმცა დროებითი ორკვირიანი დასახლება ოცდაშვიდი წელი გაგრძელდა.

მიუხედავად მწარე წარსულისა, 1991 წლის ტყვიების წვიმის ღამეების გამოვლამ მაინც არ ჩაახშო საკუთარი მიწა-წლის გაცხოველებული სიყვარული. წარსული, რომელიც ტკივლის უღვივებს, ახსნებს თითოეულ წამს, რაც გამოიარეს სამხრეთ ოსეთის კომფლიქტის დროს. ქალბატონები მაინც დაუღალავად, გაწეული შრომით და აქტიური ჩართულობით განაგრგობენ მშვიდობის დამყარებას, კონფლიქტის განმუხტვას, მავთულხლართების სიალხოვესა თუ მისგან მოშორებით.


54 წლის ნანა საბანიძე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელსაც 1991 წელს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საკუთარ ქმართან და ორ შვილთან ერთად მოუწია სახლ-კარის დატოვება და დროებით გორს შეაფარა თავი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების შემდგომ თბილისში აღმოჩნდნენ. 2001 წელს მეუღლე გარდაეცვალა. ახლა ორ შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად უკვე 27 წელია ცხოვრობს გორში.

1991 წლის მწარე მოგონებები ნანას თან სდევს და ხშირად მტკივნეულად ახსენდება.

ნანა საბანიძე

ამბობს, რომ ქალთა მოძრაობაში 2008 წელს გაწევრიანდა და ეს მოძრაობა მასთან და სხვა ადამიანებთან ერთად შეიქმნა. “ვთვლი, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნშივნელოვანი მოვლენა, ეს იყო 2008 წლის 8 მარტი. მანამდე იყო შეხვედრები, ტრენინგები ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და თანდათანობით მოვიდა ეს იდეა ჩამოგვეყალიბებინა ქალთა მოძრაობა. თავდაპირველად, ექვსი ქალი გავწევრიანდით ამ ორგანიზაციაში. ჩვენი მოტივი იყო შეგვექმნა სამშვიდობო ფონი და ებატონა მშვიდობას და არა კომფლიქტს. გვინდოდა ურთიერთობა ცხინვალელ ქალებთან. მე მახსოვს 2008 წელს დაარსების თარიღს აღვნიშნავდით თბილისში და ზარით გვამცნეს, რომ იმავე თარიღს აღნიშნავდნენ ცხინვალელი ქალბატონებიც. ლირა კოზაევა იყო ასეთი ქალბატონი, რომელსაც ცხინვალში ჰქონდა იმავე ქალთა მოძრაობა, ეს იყო მთლიანი მოძრაობა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ცხინვალიდან გამოსული ქალბატონები.

რა თქმა უნდა, ეს იყო ერთიანი საზოგადოების შექმნა, ქალთა საზოგადოების შექმნა, რათა არ გავუცხოებულიყავით ერთმანეთისგან’’.- იხსნებს ნანა.

წევრი ქალბატონები

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად, ქალთა მოძრაობას დასჭირდა უამრავი წელი იმისთვის, რომ მყარად მდგარიყვნენ ფეხზე, ნელ-ნელა გაექროთ ის აგრესია, რაც დევნილ ქალბატონებსა თუ რიგით მოქალქეებს თან სდევდათ. “ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ჩვენ ვთვლიდით, რომ ვერაფერი მოვასწარით. აგვისტოს ომის შემდეგ პირველი აქცია გორში დიდების მემორიალთან ჩავატარეთ. “თეთრი ლენტის აქცია’’, სადაც საზოგადოების წევრებთან ერთად შევიკრიბეთ “დიდების მემორიალთან’’ თეთრი ყვავილებითა და ლენტით ხელჩაჭიდებულებმა გამოვხატეთ ერთობლიობა, რადგან ერთად თუ არ დავდექით კონფლიქტი გარდაუვალია’’.

აგვისიტოს ომის შემდგომ ქალთა მოძრაობა განაგრძობდა აქტიურ შეხვედებს ოს ქალბატონებთან ბათუმში და ბაქოში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც გამოთქვამდნენ საკუთარ შეხედულებასა თუ მოსაზრებებს. მათ უნდა მიეღოთ ერთმანეთის შეხედულებები. იმ დროს ყველაზე რთულს საკითხს წარმოადგენდა “ თუ ვინ დაიწყო ომი და როგორი ცუდია კონფლიქტი ორ მონათესავე ერს შორის’’. აღნიშნული შეხვედრები დაგეგმილი იყო ქალთა მოძრაობის ინციატივით. ამავდროუალდ, ხელისფულების ორივე მხრიდან იყო ხელშეწყობა, რათა ჩატარებული შეხვედრები.

შეხვედრები ნეიტრალურ  ტერიტორიაზე

“პირველი შეხვედრები ატარებდა იმ მუხტს, რომ უნდა დავცლილიყავით ემოციებისგან, იყო ტირილი, ემოციების გამოხატვა. მათ უნდოდათ ძველი ურთიერთობის აღდგენა, ამიტომ იმართებოდა და მოდიოდნენ ოსი ქალბატონები შეხვედრებზე. მათგან განსხვავებით ჩვენ ბევრად თავისფლები ვართ, ამიტომ იყო ეს შეხვედრები, რათა ენახათ ჩვენი ქვეყნისა თუ აზრთა გამოთქმის თავისუფლება’’. -ამბობს ნანა.

ქალთა მოძრაობის წევრების თქმით, მავთულხლართებთან რადიკალურად განსხვავებული და რთული სიტუაციაა, ვიდრე საზოგადოება აღიქვამას. ოჯახები ცხოვრობენ შიშში. უმთავრესი პრობლემა, ეკონომიკური მდგომარეობაა. ლუკმა-პურის შოვნა ზოგჯერ სიცოცხლის რისკის ფასადაც უჯდებათ.

“რამდენიმე წლის წინ. როდესაც ქალთა მოძრაობის წევრები მავთულხლართებთან არსებულ სოფლებში კვლევებზე დავდიოდით, თვითონ მოსახლეობა ჰყვებოდა “ თუ როგორ აუწევიათ მავთულხლართები და შეუდგამთ პომიდვრით ან ვაშლით სავსე ვედრო, მეორე დღეს კი იმავე ადგილიდან ვედროში ჩადებული ფული დახვედრიათ.

მშვიდობიანი აქციისთვის მზადება

55 წლის მიმოზა მამაცაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად 1991 წლიდან იძულებით გადაადგილებული პირია სამხრეთ ოსეთიდან. ქალთა მოძრაობას დაარსების საფეხურიდან მოჰყვება, საკუთარ ოჯახთან ერთად. შეიარაღებული კონფლიქტის მიერ გამოწვეული ტკივლი მასაც მწარედ ახსენებს თავს. ’’არასასიმოვნო შეგრძნება იყო, როდესაც წარმოიდგენ შენს სახლში ვიღაც ცხოვრობს, აგრესია გამაჩნდა, მაგრამ დრომ გამიქრო, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზიაციის წყალობით. წლების განმავლობაში ვხედავდი, რომ აგრესია ნელ-ნელა მიქრებოდა. ვხედავდი იმედს, შერიგების იმედს კი ახლაც ვიტოვებ. შეხვედრებზე ვხედავდი მონატრებას, მახსენებდა იმ დროს, როდესაც ერთად ვცხოვორბდით ჩვენ და ოსები. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრები რომ არ დავივიწყოთ უნდა დავისახოთ მიზნად მშვიდობა. ხშირად იყო აგრესია ცხინვალელი ახალგზარდების მხრიდან, როდესაც დებატებზე მოდიოდნენ. უკვე 28 წელია ვცხოვრობ გორში. ქალქიდან რომ გავდივარ სადმე და როცა უკან ვბრუდები მოულოდენლად მგონია, რომ ისევ ცხინვალში უნდა მივბრუნდე, ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე’’ - ამბობს მიმოზა.

მიმოზა მამაცაშვილი

ცხინვალის შიგნით თუ ცხინვალის გარეთ ქალთა მოძრაობა საერთო გეგმებს სახავდა სხვადასხვა შეხვედრაზე . “რასაც ჩვენ აქ ვაკეთებდით ისინი იქ აკეთებდნენ’’. სამწუხაროდ, ცხინვალს შიგნით არსებული პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე ქალთა ორგანიაცია დაიშალა.

ქალთა მოძრაობის მიერ ჩატარებული ტრეინიგებით მოძრაობის წევრი ქალები მიიჩნევენ, რომ ისინი მზად არიან შერიგებისთვის, მშვიდობის მშენებლობითვისა და აგარესიის დამარცხებისთვის. მათი დიდი სურვილია ცხინვალელმა ხალხმა არ აღვიქვან ისინი მტრად, როცა შერიგდებიან.

“კვლევას ვატარებდით 16 სოფელში, როდესაც დვანში ვიყავით, იქ მცხორები ოჯახები შეშინებული იყვნენ იმ ფაქტით, რომ ქართველი ხალხი ხშირად იკრიბება საზღვართან, ხმურიანი შეძახილებითა თუ რეპლიკებით აღიზიანებდნენ მოწინააღმდეგე მხარეს. ვიცით რომ ეს აზრის გამოხატვაა, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეები აქ რამდენიმე საათით არიან ჩვენ კი სულ არ ვცხვორობთ და არც შიში გვაკლია.’’

რიგითი მზადება

სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის განვითარებულმა კონფლიქტმა ტკივილი მიაყენა მრავალ ოჯახს, რომლებმაც ცხინვალში დატოვეს ნათესავები, ახლობლები თუ წინაპრის საფლავები. კონფლიქტის შედეგად გამოსახლებული ადამიანებისთვის ადაპტირება რთული პროცესი აღმონჩდა. ხშირად კომპაქტურად ჩასახლებული ადამაინების მიმართ საზოაგადოება უარყოფითად იყო განწყობილი. ცხინვალიდან დევნილმა ქალბატონებმა დიდი შრომა გასწიეს იმის საფასურად, რომ ახალ გარემოში დაემკვიდრებინათ თავი და განვითარებულიყვნენ.

54 წლის ლალი ბეჟანიშვილი დაიბადა და გაიზარდა ცხინვალში. პირველი სიყვარულსაც ცხინვალში შეხვდა. უკვე 28 წელია, რაც დევნილია საკუთარ სამშობლოში.

“ღამე გავათენეთ ტვიების ზუზუნში, ჩაიმსხვრა ფანჯრები, გამთენიებამდის საწოლის ქვეშ ვიყავით მცირეწლოვან შვილებთან ერთად. გამთენიისას გამოვედით და უკვე 28 წელია გორში ვცხოვრობთ. გამიჭირდა ადაპტირება 90-იან წლებში, ჩვენ შვილებსსაც სხვანაირად აღვიქვამდნენ. ბავშვები მეხვეწებოდნენ არსად მეთქვა, რომ დევნილები ვიყავით. ჩვენ ’’ ტოლვლებს’’ გვეძახდნენ, თუ რაიმეს შევიძნედით საზოგადოება დამცინავი ტონით მოგვახლიდა ’’ტოლვილები ესენი კი არა ჩვენ ვართ’’, გული მუდამ მიმიწვდა კომპაქტურად ჩასახლებულებთან. ასე მეგონა ცხინვალში ვიყავი და მხოლოდ ღამის გასათენებლად მივდიოდი შინ. სამხრეთ ოსეთის კოფლიქტის შედეგად დავკარგე უამრავი ნათესავი. ვერც მათ დაკრძალვაზე ვიყავი ’’-იხსნენებს ლალი.

ლალი ბეჟანიშვილი

ლალი ქალთა მოძრაობას დაარსების დღიდან მოჰყვება. თავდაპირველად, ისიც აგრესიით იყო განწყობილი ოსი საზოგადეობის მიმართ. როდესაც მოძრაობაში ჩაერთო ხვდებოდა, რომ მისი განწყობა თანდათან მსუბუქდებოდა. ’’დაარსების დღიდან ამ ოგანიზაციის წევრი ვარ, თავდაპირველად, აგრესიული ვიყავი. არცერთი ნაბიჯის გადაგმა მსურდა მშვიდობისკენ. რთული იყო იმ სიტუაციიის ატანა, ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა’’.

ლალი ხელმძღვანელობდა უამრავ შეხვედრას, დებატებს. განსაკუთრებით კი გამოარჩევს სტამბოლის ახალგაზრდულ შეხვერდრას. რომელიც 2011 წელს, 11 ცხინვალელ ახალგაზრდასთან ერთად უნდა განეხილათ სახალხო დიპლომატია ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ახალგაზრდები, თავდაპირველად, აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, სანამ არ ხდებოდა ერთმანეთის გაცნობა. მოულოდნელად, ლალი შეხვდა ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც თავის სახლში ცხოვრობდა. როგორც ის აბობს, ეს ამბავი განსაკუთრებულად ემოციური იყო მისთვის. ‘’ერთმა ბიჭმა იმავე საცოვრებლის მისამრთი თქვა, სადაც მე ვცხოვორბდი, ეს იყო ენით აღუწერელი ემოცია, ვთხოვდი სახლის ფოტოები ენახებინა, როგორი იყო ახლა ჩემი სახლი და რა შეიცვალა იქ’’-ამბობს ლალი.

"გვსურს მშვიდობა"

როგორც, მოძრაობის წევრი ქალბატონები ამბობენ “ქართველი ხალხს გაგვაჩნია მოქმედების თავისუფლება, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღიად თუ როგორ ვხდებოდით ოსებს.ისინი ამ ქმედებას ასე თავისუფლად ვერ აჟღერებენ’’.

ლალის თქმით, 2008 წლამდე უფლება ჰქონდა შესულიყო სოფელ ხეთში წინაპრების საფლავების მოსანახულებალად. მუდამ ტირილითა და ემოციით ათვარიელებდა სოფლის მიდამოებს, ენატრებოდა ახლობელი ადამიანები და საკუთარი სახლი. ’’ რთულია ამ თემაზე საუაბარი ოჯახთან, რადგან მინდა ჩვენ ხელში გადაწყდეს, ჩვენი მომავალი. აწმყოთი ვცხოვრობთ ახლა. ვცდილობთ მხოლოდ მშვიდობის მშენებლობაში ავსახოთ ჩვენი გეგმები’’.

ქალთა ძალადობის შეჩერება

დღეს, მოძრაობაში 3000- მდე ქალია გაწევრიანებული, მათი უმეტესსობა ოსეთიდან დევნილი და გორში მცხოვრები ქალბატონები არიან. ქალთა მოძრობა აქტიურ ღონისძიებას ატარებს შიდა ქართლის რეგიონის გარდა მცხეთა მთიანეშიც. მუდმივად ცდილობენ აღნიშნონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი, რაც დაკავშირებულია მშვიდობასთან და ადამიანის უფლებებთან. ქალთა მოძრაობა აღმოცენებულია ქალთა ორგანიზაციიდან (“დმმ-ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი) რომელიც 20 წლის დაარსდა მანანა მებუკის ხელში, მისი გარდაცავლების შემდგომ ქალთა ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა მისი ქალიშვილი ნინო ქუათათელაძე.

ნინო ქუთათელაძე

“ამიტომ ავიღეთ ეს ჩვენ თავზე. ხშირ შეხვედრებს ვმართავთ შიდა ქართლის მოსახლეობასთან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ ესმით თუ რა პრობლემის წინაშე დგანან, არ იციან რომ ქალების ჩართულობა აუცილებელია, ის რომ ქალების მოსვლა ხელისუფლებაში აუცილებელი წინაპირობაა მოლაპრაკების მაგიდასთან დასხდომის. ეს ყველაფერი მათ უნდა იცოდნენ. ქალის აზრის გათვალისიწინება საერთაშორისო ხაზზე და ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ მშვიდობის როლი უმთავრესი წინაპირობაა ძლიერი სახელმწიფოსთვის’’. ამბობს ნინო ქუთათელაძე.

"ხმა მიეცით ქალებს"

“რა თქმა უნდა, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. სჯობს ვიაროთ პატარა ნაბიჯებით, ვიაროთ და არ ვიყვიროთ, რომ დავდივართ. პატარა ბავშვივით არ დავდვიართ, უკვე გავიარეთ სირბილიც შეგვიძლია, თუმცა არ ვყვირით’’.




0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ტაველიშვილი
რუსუდან ტაველიშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0