x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97327
  • ვიდეო:344153
  • სურათი:459306
"აბრამსი" მოდერნიზებული ჯავშნის მერე რუსული "არმატასათვის" აუღებელი ციხესიმაგრე გახდა

image ამერიკელებმა იუმას საცდელ პოლიგონზე მოახდინეს "აბრამსის" ახალი მოდიფიკაციის დემონსტრირება.
M1A2C, რომელიც ადრე მონიშნული იყო, როგორც M1A2 SEP V3, აუღებელი "ციტადელი" გახდა ებრაული წარმოების აქტიური დაცვის კომპლექსის
"Trophy HV" გამოყენებით. აღნიშნული დაცვის კომპლექსის მქონე "აბრამსი" მოუწყვლადი გახდა კომპლექსების-"კორნეტი", ქრიზანთემა-ს" და ტანკის ლულიდან გასაშვები მართვადი რაკეტებისათვის- "რეფლექს-მ" და სხვა ცნობილი რაკეტებისათვის.
აღნიშნულმა კომპლექსმა "აბრამსი" შეუღწევადი გახადა რუსული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისათვის და არა მარტო რუსული რაკეტებისათვის.
აშშ-ს არმიისათვის ამ ეტაპზე ისრაელმა მიიღო შეკვეთა 1500 ერთეულ აქტიური დაცვის კომპლექს "Trophy"-ზე.
გარდა ამისა ტანკის კოშკურის შუბლის ნაწილის გაბარიტი გაიზარდა 100 მილიმეტრით. ასევე გაიზარდა ჯავშნის შემავსებელიც, რამაც ტანკის ჯავშნის სისქე 900 მილიმეტრზე მეტად გაზარდა.
ასეთი მაჩვენებლების შემდეგ რუსული 125 მილიმეტრიანი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვებისათვის (მათ შორის "არმატას" ქვემეხისთვისაც) "აბრამსი" აუღებელი "ციტადელი" ხდება.
მით უმეტეს მას შემდეგ რაც რუსეთმა უარი თქვა 152 მილიმეტრიან ქვემეხზე, რომლითაც უნდა დაკომპლექტებულიყო "არმატა" პირველ ეტაპზე.
რუსულმა მხარემ, როგორც ყოველთვის სკეპტიკურად შეხედა ებრაული აქტიური დაცვის კომპლექსის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ დამძიმებული "აბრამსი" ვერ შესძლებს გამავლობის და მობილურობის შენარჩუნებას.
რუსებმა რაც არ უნდა თქვან, ახალი აქტიური დაცვის კომპლექსით აღჭურვილი "აბრამსი" მოდიფიკაციით "M1A2C" გახდება მსოფლიოში ნებისმიერი ჯავშანტექნიკისათვის, ძალზე საშიში მოწინააღმდეგე.

2
668
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
668
  
3 აპრილი, 4:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

9 მარტი, 17:23
გაზიარებები გამქრალა :(
0 1 2