x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჯოხარ დუდაევი ზვიად გამსახურდიაზე - ბევრი ვეცადე რომ დამერწმუნებინა საქართველოში რომ არ წასულიყო
image

ჯოხარ დუდაევი ზვიად გამსახურდიაზე.



ჯოხარ დუდაევი: მე კარგად მახსოვს ჩვენი შემდგარი ლაპარაკი ზვიადის ამბავამდე საქართველოში. ბევრი ვეცადე რომ დამერწმუნებინა საქართველოში რომ არ წასულიყო, ჩვენ სამჯერ გვქონდა ამაზე ლაპარაკი. ზვიად ჩემო ძვირფასო ძმაო, თუ ეხლა იქ წახვალ, მაშინ შენი მომხრეებიც გააქტიურდებიან, გააქტიურება დაძაბულობას გამოიწვევს, ეს კი რუსეთს სჭირდება. რუსეთი გამოიყენებს ამას თავისი შეიარაღებული არმიის გამოყენებით.



რუსეთი არასდროს დაუშვებდა ზვიადის ყოფნას საქართველოში და ეს ზვიადმა კარგად იცოდა. მეორე შეხვედრაზე მე მას მოტივირებულად ოპერატიული საბუთები დავუდე მაგიდაზე რომ მზადდებოდა ასეთი პროვოკაცია, თუ როგორი ჯარი იქნებოდა გამოყენებული, კერძოდ შავი ზღვიდან ვისი ხელმძღვანელობით და სად ემზადებიან, როგორ განვითარდებოდა სცენარი და ის მიხვდა და დარწმუნდა ამაში.




საქართველოდან ჩამოდიოდნენ ყოველ დღე, ყოველ საათში, რომ მას არ შეეძლო უარის თქმა, არ უნდოდა რომ თავის ქვეყნის და ხალხის წინაშე მშიშარა გამოსულიყო. მესამე საუბარზე ზვიადმა უკვე კარგად იცოდა რაზე მიდიოდა, სად მიდიოდა, რომ ამ სიტვაციაში რუსეთი ჩაერეოდა და მდგომარეობა დაიძაბებოდა. როცა მან მაინც გადაწყვიტა საქართველოში გაფრენა, პირობა იყო ასეთი რომ მისთვის პირად დაცვას მე ავირჩევდი, ავირჩიე და ისიც დამთანხმდა.



მაგრამ ზვიადის მომხრეები როგორღაც ჩვენ გზაზე გადაგვეღობნენ და თქვეს, რომ სხვა თვითმფრინავში ჩასხდებოდნენ ისინი და წაიყვანდნენ ზვიადს, დაცვა კი სხვა თვითმფრინავით გაჰყვებოდა მათ. მერე თქვეს რომ დღეს აღარ გაფრინდებოდა საერთოდ ეს თვითმფრინავი, გადაიდო. თვითონ კი იმ დღესვე გაფრინდნენ კონვეჟსკის რეისით და ასე აღმოჩნდა ზვიადი საქართველოს ტერიტორიაზე.



მოვლენები განვითარდა ისე როგორც ჩვენ ვფიქრობდით. რატომ წავიდა ის ამ გზაზე? რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი?! იმიტომ რომ ზვიადი არ იყო მშიშართაგანი, ძალიან ვაჟკაცი ადამიანი იყო.
image



4
158
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
158
  
2019, 13 მარტი, 9:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ყველამ, უფრო სწორედ, თითქმის ყველამ უღალატა ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს! გუგუშვულზე და ბოლო დღეებში ვინც ახლდა, ხომ საერთოდ, მე ვეჭვობ მათგან რომელიღაცამ გამოკრა სასხლეტს თითი... ოოხ, როგორ კარგად გამოიკვეთა ახლა მაინც, რა და როგორ მოხდა მაშინ - 1991 წლის 2 სექტემბრიდან ზვიდის აღსასრულამდე,.. და მერეც, სამეგრელოსა და აფხაზეთის "აღება/წაგებით"... და საერთოდ, როგორ ბატის ჭუკებივით გავებით, ჩვენც ყველა, სპეცსამსახურების დაგებულ მახეებში.
2019, 8 მარტი, 17:23
გურამ აფსანძე იყო ის პირი ვინც გამსახურდია დაარწმუნა საქართველოში დაბრუნებულიყო, აფსანძე შემოუძღვა სამეგრელოში კონფედერატებს, რომლებიც გამსახურდიამ ეგრევე გააყრევინა.
აფსანძე დღეს ჰოლდინგის მფლობელია რუსეთში და აწი თქვენ იფიქრეთ ის ვის ინტერესებს ემსახურებოდა.
0 1 4