x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უერთგულესი გუნდი დაიბრუნეთ, მიწაზე რომ ფორთხავენ და გმინავენ... თქვენ ისინი ფეხზე უნდა წამოაყენოთ!

image

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ზუსტად ერთი კვირის წინ, როცა ეს სტატუსი გამოვაქვეყნე, რამდენიმე ახლობელმა ადამიანმა, დამირეკა და ღიად მკითხა, რა ხდება, ხომ არაფერი იცი, ირაკლი ღარიბაშვილი, პოლიტიკაში ხომ არ ბრუნდებაო. შენ ისე, ტყუილად და ჰაერზე არაფერს დაწერდიო. მე მაშინ, ის ვუპასუხე მათ, რასაც ახლა ვიტყვი.

არანაირი ინფორმაცია, არავისგან, მართლა არ მქონდა, ამას დაადასტურებენ სწორედ ის ადამიანები, ვისაც მსგავსი ინფორმაციების წინასწარ გავრცელების, დიდი გამოცდილება აქვთ. უბრალოდ და სინამდვილეში, მოხდა ის რომ, ამ ჩემს ლამაზ ქვეყანას, გაურკვეველი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ორიენტაციის ხალხი დაეუფლა და ეს ისე, თვალსა და ხელსშუა სახადივით შემოგვეპარა, ადამიანებს ლამის, უიმედობასა და გაურკვევლობაში ამოგვხადეს სული. მოკლედ, ამ ქონდრისკაცუნა ბიჭ-ბუჭებმა, თითქოსდა კაცთა და ქალთა მოდგმის, ფსიქოლოგიური ალაგმვა გადაწყვიტეს და ამ ბოროტების განხორციელებისთვის, პირსისხლიან ნაცებთან, გარიგება დადეს. გარიგება კი შემდეგში მდგომარეობდა. როგორ გავპარსოთ და გავძარცვოთ ქვეყანა, ერთობლივად. როგორ დავაკნინოთ და დავჩაგროთ ღირსეული ადამიანები, ერთობლივად და რაც მთავარია, იმ ადამიანთა დევნა და ჩაგვრა დაიწყეს, ვინც ეგ, საზოგადოებისთვის, სრულიად უცნობი ადამიანები, პოლიტიკურ სარბიელზე გამოაჩინა და კვარცხლბეკზეც აიყვანა.

მოკლედ, ისეთი გაუსაძლისი პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, ადამიანს ჭკუიდან რომ გადაიყვანს და უიმედობის მეტს, სხვას რომ ვერაფერს ჰპირდება. ხოდა, მეც ერთმა რიგით ქართველმა ადამიანმა, ცოტა საკუთარ თავს, ძალა გონივრულად დავატანე და ვარაუდი გამოვთქვი, გამოსავალი, პოლიტიკაში სწორედ იმ ადამიანის გამოჩენა შეიძლება გახდეს, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილიათქო. დანარჩენი და ემოციური ტემპით გაჯერებული ფრაზები, სწორედ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტშია, რომელიც შემდეგი პერიფრაზით მთავდება. ნუ დააქცევინებ ჩვენს სამოთხესავით ქვეყანას ამ "ტუპიაკებს"!...

ბატონო ირაკლი, არავისთვის დასამალი არაა ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება და მეგობრობა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ქვეყნის ბედსა და მომავალზეა საუბარი, მოგმართავთ და გთხოვთ, თქვენ ამ ბოლო პოლიტიკური ლუფტის პერიოდში, ჩემი აზრით, იმაზე მეტი გამოცდილება მიიღეთ ალბათ, ვიდრე თქვენი პრემიერობის პერიოდში. პოლიტიკური ლოჟიდან პოლიტიკურ სცენაზე თვალყურის დევნების დროს, უამრავ საინტერესო და (ჩასანიშნ-დასამახსოვრებელ) შტრიხს შეამჩნევდით დ გთხოვთ, ყველა შეცდომა თუ არასწორი გადაწყვეტილება, სხვა პოლიტიკურ პირთა მიერ ჩადენილი, სამომავლოდ თქვენ, სახელმძღვანელოდ გამოიყენეთ და ერთი ხელისმოსმით, პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი, ის უერთგულესი გუნდი დაიბრუნეთ, ვინც სასოებითა, თუ უმადურობით გულგატეხილნი, მიწაზე ფორთხავენ და გმინავენ. თქვენ ისინი, ფეხზე უნდა წამოაყენოთ. დიახ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ და ამას მე როგორც რიგითი ჟურნალისტი, თქვენგან მოვითხოვ. თქვენ ეს, ნამდვილად შეგიძლიათ. იმასაც გეტყვით, რომ თქვენ არ ხართ ქართველი ხალხის ბოლო იმედი, ეს ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ერთ-ერთი იმედი, ნამდვილად ხართ და ნუ გაუცრუვებთ ამ იმედს.

წარმატებები მინდა გისურვოთ და ნუ დააღუპვინებთ ქვეყანას, ამ მართლა "ტუპიაკებს"!

წარმატებებს გისურვებთ ბატონო ირაკლი!“, - წერს დარეჯან ლიპარტელიანი. image

0
323
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0