x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მაღალი წარმოდგენა მქონდა ბატონ ხაზარაძეზე - გია აბაშიძე

image

ექსპერტი გია აბაშიძე მამუკა ხაზარაძესა და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


ხაზარაძის ოქუაშვილიზაცია



მართლა მაღალი წარმოდგენა მქონდა ბატონ ხაზარაძეზე და ეს "დაწუნწკლული" ქსეროასლი "მუქარის წერილისა" რა არის?
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული "კოპიოზე" ვერ ვხედავთ ვერც გამომგზავნს, ვერც ადრესატს, ვერც თარიღს, ვერც ლოგოს ან რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს. თუმცა, მისი შინაარსი საღლიცინოცაა და სატირალიც.
აშკარაა, რომ მ.ხ. [მამუკა ხაზარაძე] ოქუაშვილის ჩავარდნილი ტრაგიკომიკური სერიალის გამეორებას ცდილობს - პოლიტინდულგენციის თუ პოლიტიმუნიტეტის მოპოვება. 17 თუ 80 'ლიმონის' [ეს ციფრი გენპროკურორობის პოსტის მსურველ მის ადვოკატ კორძაძეს წამოცდა] გათეთრების სავარაუდო საქმიდან ყურადღებას გადატანა სხვა სიბრტყეში. ჯერ იყო მ.ხ.-სა და ანაკლიის პორტს შორის = დასმის მცდელობა, ახლა კი ეს "მუქარის წერილი".
მ.ხ.-მ ესეც არ იკმარა და ახლა მედიაზე გადავიდა. რა შუაშია “ტვ პირველი”? მ.ხ. ხომ ამ ტელევიზიის არც მფლობელია და არც გენდირია? სად "არტარეა" და სად პოლიტიკა? "ობიექტურობის მაღალი ხარისხი" კულტურასა და ხელოვნებაზე პოლიტიკურ ჭრილში, მეორე ტურამდე? "ზეწოლისა და მუქარის" უკეთესი ვერსია ვერ მოუფიქრეს მ.ხ.-ს?
კომუნიკაციების ეპოქაა. როგორც "ქოცნებიდან" წამოსულ-დათხოვნილებმა გამოამზეურეს, გზავნილებს Whatsapp-ით იღებდნენ. გახარიას გაუჭირდებოდა ამ აპლიკაციით ანდა Viber-თ, Telegram-ით თუ სხვა საშუალებით მუქარის გაგზავნა?..
ამ მართლაც ფარატინა ქახხალდმა ნათლად დაგვანახა, რა აბსურდისტანში შეცურეს მ.ხ.-მ და მისმა 'გამპრავებლებმა'. ახლა მოითხოვონ ალ-კუპონემ კატითურთ და მსგავსებმა ამ ქახხალდზე გახარიას, შუამავლის, მთელი მთავრობის დნმ-ის კვალის დადგენა და ათასი სხვა ოქსიმორონობა...image

1
60
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
60
  
2019, 8 მარტი, 17:25
რას ელოდნენ "კომსომოლა" ხაზარაძისაგან?
ის გაარკვიოს პროკურატურამ მოკლე ხანში როგორ გახდა მულტიმილიონერი...
0 1 1