x
მეტი
  • 22.03.2019
  • სტატია:87688
  • ვიდეო:337952
  • სურათი:449103
რა ცვლილებებს გვიმზადებს მარტი-ტაროს კარტების პროგნოზი

მარტი-გაზახფულის პირველი თვე, რომელსაც რაღაც ახლის დაწყება და ახალი იმედები უკავშირდება. რამდენად პოზიტიური იქნება ეს თვე ჩვენთვის? ამ სტატიაში ტაროს კარტების პროგნოზს გაგაცნობთ, რომელსაც ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი წარმოგიდგენთ.

image

1.ვერძი

ეს თვე შესანიშნავია პერიოდია იმისთვის, რომ საქმეები დაასრულოთ, სამომავლო გეგმები და აზრები დაალაგოთ. 5 მარტის შემდეგ წარსულიდან ვიღაცას გაახსენდებით და ურთიერთობის აღდგენას მოისურვებს(ყოფილი ქმარი, ძველი მეგობარი...).

მარტი ასევე საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ მოიშოროთ ძველი, გათავისუფლდეთ როგორც ზედმეტი ნივთებისგან, ისე ტოქსიკური ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან. კარგი პერიოდია იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც უკვე ნამყოფი ხართ.

5-დან 28 მარტის ჩათვლით მსხვილ შენაძენებს ნუ გააკეთებთ.


2.კურო

თვის დასაწყისში ნერვიულობა მოგიწევთ: დაძაბული დღეები გელით. მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. თუმცა ეს რთული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება.

თვის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. ჰარმონიას და სიმშვიდეს ჰპოვებთ და ეჭვებს თავს დააღწევთ.


3.ტყუპები

მარტში ტყუპებს კარიერაში ელით ცვლილება, შესაძლოა სტატუსიც შეიცვალონ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ოჯახური ცხოვრების საძირკვლის ჩასაყრელადაც.

თვის შუა პერიოდში მოულოდნელ შემოსავალს მიიღებთ, რომელიც უმჯობესია თქვენს ჯანმრთელობას და განწყობის ამაღლებას მოახმაროთ.


4.კიბო

2 მარტს პლანეტა ვენერა კიბოს მე-8 სახლში შედის, ფულის სახლში. ეს ნიშნავს, რომ ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგად გექნებათ. თვის შუა პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება მოგეცემათ. შესაძლოა, ბიზნესის დაწყება ან ნაცნობობა უცხოელთან.

მარტი შესანიშნავი პერიოდია სწავლისთვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ახალი საქმეების წამოწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ..


5.ლომი

გასათხოვარ ლომებს ახალი ნაცნობობა ელით მარტში.პაემანი, რესტორანში ან თეატრში მიპატიჟება, ბევრი რომანტიკა, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა.

დაოჯახებული ლომები კი ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწევენ, შესანიშნავი პერიოდია მეორე თაფლობისთვის მოსაწყობად.

მარტი ასევე კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, კრედიტის დასაფარად. შესაძლოა თანხაც მიიღოთ ამ თვეში დამატებით.


6.ქალწული

ბოლოსდაბოლოს, სამსახურში მიკროკლიმატი მოწესრიგდება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ: მოერიდეთ ძილის წინ ჭამას და ერთ ადგილას დიდხანს ჯდომას. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ცხოვრების წესს, ჩვევებს და ყოველდღიურ რეჟიმს.

თვის მთავარი თემაა-ურთიერთობები. შესაძლოა ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის განახლება, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში. თვის განმავლობაში კარგ განწობაზე იქნებით.


7. სასწორი

ვარსკვალვები გირჩევენ, რომ მარტში გარშემომყოფთაგან კომპლიმენტები მიიღოთ. თქვენი მომხიბვლელობა და დარწმუნების უნარი არამარტო მორალურ კმაყოფილებას, არამედ სარგებელსაც მოგიტანთ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასწორები სახლში ყოფნით და სიმყუდროვის შეგრძნებით მიიღებენ უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით. ამ თვეში ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემა და საკითხი მოგვარდება.


8.მორიელი

მარტი შესაძლოა სიყვარულის თვე აღმოჩნდეს მორიელებისთვის. ახალი შემოქმედებითი იდეები გექნებათ, რომელთაც სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ და მოქმედება დაიწყოთ.

დროა მომავალზე დაფიქრდეთ და პრიორიტეტები დაალაგოთ. თუ ოჯახის შექმნას ან ბავშვის ყოლას გეგმავთ, წარმატება თქვენს მხარესაა.


9.მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ახალი კომერციული შეთავაზებები ელით, რომლებიც სტიმულს მისცემენ დიდი საქმეების აღსასრულებლად. ვარსკვლავები გირჩევენ არ იზარმაცოთ და 100%-ით დაიხარჯოთ. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას სათანადოდ დააფასებს.

მარტში უძრავ ქონებასთან ან საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები წამოიჭრება. შესაძლოა საცხოვრებელი შეიცვალოთ და უფრო კომფორტულ ადგილას გადახვიდეთ.


10.თხის რქა

მარტში, ისევე როგორც სხვა დროს, თხის რქა შრომით მიიწევს თავისი მიზნისკენ. შესაძლოა, სამსახურში სირთულეებს წააწყდეთ, შეეცადეთ, რომ ამან თქვენს განწყობაზე გავლენა არ იქონიოს. თქვენი მოწინააღმდეგე ბოლოს თამაშს დატოვებს და საქმეც კარგად წავა.

თვის მეორე ნახევარში საბუთები წესრიგში მოიყვანეთ. ამ პერიოდში ჯანმრთელობაც მოგიწესრიგდებათ და ფინანსური საკითხებიც დალაგდება.


11. მერწყული

მარტის პირველ ნახევარში მერწყულს თავისუფლება მოსწყურდება და შესაძლოა მოგზაურობაც დაგეგმოს. ფინანსური საკითხები პირველ ადგილას გადმოინაცვლებენ. შესაძლოა, შემოსავლის ზრდასთან დაკავშირებული იდეაც გეწვიოთ.

ეს პერიოდი ხელსაყრელია კავშირების აღსადგენად. რეტროგრადული მერკურის გავლენით ნებისმიერ სფეროს ახლებურად შეხედავთ და შესაძლოა ზოგიერთ საკითხზე აზრიც შეიცვალოთ.


12.თევზები

მარტი თევზების თვეა. ამ თვეში ყურადღება თქვენს ტალანტს მიაქციეთ და საკუთარი თავი პირველ ადგილას დააყენეთ. მნიშვნელობას შეიძენენ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს. ეს სითბოს და ჰარმონიას შემოიტანს თქვენს უთიერთობებში.



0
1287
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0