x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვისაც მიგიწვდებათ ხმა ცნობად პარლამენტარებთან, იქნებ უთხრათ და გააჩალიჩონ ასეთი კანონი, და ერიც შეიფერთხება.

image
"ვიცი, რომ მთავრობა ზრუნავს ხალხზე, სიგარეტის გაძვირებით ცდილობს, რომ ხალხმა ამ მავნე ჩვევას თავი დაანებოს!
იქნებ მართლა გამოვიდეს ეს საღვთო საქმე და შეეშვან მოწევას.
მაგრამ მაქვს იდეა!
სხვა მავნე ჩვევებსაც მიხედვა უნდა!
აი მე, მაგალითად, მაქვს ძალიან მავნე ჩვევა: ავად თუ კარგად, დღეში სამჯერ ვიკვებები.
მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ როგორმე ამ დარგსაც მიხედოს და შეეცადოს გადამაჩვიოს ამ დამოკიდებულებას!
მაგ. პური ერთი ლარის მაგივრად 5 ლარი თუ გახდება, შაქარი 10 ლარი, კვერცხი 2 ლარი (ცალი) და ბროკოლი 25 ლარი კილო, ხომ გაცილებით ნაკლებს მოვიხმარ და შევინარჩუნებ სიმსუბუქესა და აზრების სიწმინდეს?
მითუმეტეს, საკვების ყოველი მიღების შემდეგ მეთვლიმება და ჩემი (რე)პროდუქტიულობა ეცემა.
ასე რომ, ვისაც მიგიწვდებათ ხმა ცნობად პარლამენტარებთან, იქნებ უთხრათ და გააჩალიჩონ ასეთი კანონი, და ერიც შეიფერთხება.
თორემ, ვხედავ რომ ძალიან დავმძიმდით, მიწა გვეზნიქება ფეხებქვეშ.
ასე კი, კვირაში ერთხელ აქლემივით დავიგრუზები და 7 დღე თავისუფალი ვარ.
. . .
ვახ მე, რამდენი იდეა მაქვს კიდე ამ ჩემ ნათელ თავში და როგორ არ მიყენებს არავინ, მასონების გარდა!" - ბლოგერი, დავით კალანდია

0
211
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0