x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"პირდაპირ ტყეში გამაქანა"-რუსმა ჟურნალისტმა გაცნობის საიტზე ექსპერიმენტი ჩაატარა და ნეგატიური მამაკაცების ტიპაჟები შეადგინა
image
რუსმა ჟურნალისტმა ანასტასია კურდიაკოვამ დაქალებთან ერთად გადაწყვიტა გაცნობის საიტზე "ოცნების მამაკაცი" მოეძებენა, ამ სერვისით ბევრი ქალი სარგებლობს, ბოლოსდაბოლოს სად უნდა გაიცნო მამაკაცი, როდესაც დილიდან საღამომდე სამსახურში ხარ?ერთთვიანი ექსპერიმენტის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა, მეგობრებთან ერთად შეადგინა ყველაზე ნეგატიური ტიპაჟების სია, რომელსაც პირველი პაემანის შემდეგ შეიძლება შეხვდე.



აფერისტი

-გოგოებო ერთი მაგარი ფრანგი მამაკაცი გავიცანი.შურით გასკდებით!-ანთებული თვლებით ყვებოდა ალა-ფრანგი, სიმპატიური, ჭკვიანი, უნდა რომ რუსზე დაქორწინდეს, ყოველ დღე გვაქვს მიმოწერა და განვიხილავთ ჩემს ევროპაში გადასვლას, ამბობს, რომ ერთი სული აქვს როდის ვიქნებით ერთად.


მეგობარი მეცხრე ცაზე დაფრინავდა და უკვე ერთი კვირის შემდეგ საზღვარგარეთის პასპორტისთვის საბუთების შეგროვება დაიწყო.


-უნდა წავიდე ასეთი შანსი მხოლოდ ერთია ცხოვრებაში, ის ძალზე სერიოზულად არის განწყობილი, ფოსტის მისამართი მთხოვა, მითხრა, რომ საჩუქარს მიგზავნიდა.


მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ ალას მოუვიდა უწყება, რომ მის სახელზე გამოგზავნილია 650 ევროს ღირებულების საიუველირო ნაწარმი, ქვემოთ მიწერილი იყო შენიშვნა: საჩუქარს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ კონკრეტულ პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავდა 5 000 რუბლს, ვისაც რაიმე გზავნილი მიუღია ან ონ-ლაინ უყიდია რამე იცის, რომ ამ სქემით არ ხდება გზავნილის მიღება.


მას შემდეგ რაც, დაქალმა "ფრანგ პრინცს" მიწერა, რომ არ შეუძლია ამ თანხის გადახდა, რადგან მისთვის ეს დიდი თანხაა(ჩვენს ფულზე დააახლოებით 200 ლარი), "საქმრო" უკვალოდ აორთქლდა.



ძუნწი-ერთ ერთმა ჩემმა პოტენციურმა კავალერმა პირველსავე პაემანზე გამომიცხადა, რომ "მე გოგოებს პირველ პაემანზე არ ვაჭმევ-მაქსიმუმ ყავა", სხვასთან კიდევ უფრო უცნაური ისტორია შემთხვევა, პიცერიაში ვიჯექით, ვისადილეთ, მამაკაცმა ანგარიში მოითხოვა, მერე კი მითხრა:

-ახლა რა ვქნათ ჩემთან წავიდეთ თუ შენთან?

მე შევთავაზე შევხვედროდით მეორე დღეს, სხვათა შორის საერთო ჯამში მომეწონა ეს მამაკაცი, არ ვიყავი წინააღმდეგი გამეგრძელებინა ურთიერთობა, თუმცა მერე რაც მოხდა... გაოცებისგან ადგილზე გავშეშდი, ის მიუახლოვდა ოფიციანტს რაღაც უთხრა და კაფედან გავიდა, (ვიფიქრე, რომ მოსაწევად გავიდა)ამის შემდეგ მიმტანი მომიახლოვდა, მომიტანა ჩეკი და მითხრა:თქვენ 5 ნაჭერი პიცის გაქვთ გადასახდელი, იმან თავის წილი (3 ნაჭერი) გადაიხადა, თან მიმტანმა დასძინა, რომ ასეთი რამ, რაც აქ მუშაობს პირველად ნახა...


სხვისი ფოტოების ოსტატი-ერთ "ლამაზმანს" ერთკვირიანი მიმოწერის შემდეგ შევხვდი, ბრჭყალებში იმიტომ დავწერე, რომ მანქანით სულ სხვა მამაკაცი დამხვდა, ვიდრე ფოტოებში გამოყურებოდა, ჯანდაბას შეიძლება 5 წლის წინანდელი ფოტო ედოს, მაგრამ არა, ეს სულ სხვა ადამიანი იყო, სანამ აზრზე მოვედი თავხედურათ მითხრა"მოდი ახლა ვიკოცნაოთ", ყბა ჩამომვარდა.

მოკლედ არც ისურვა რაიმე აეხსნა, ქალაქგარეთ ტრასაზე ჩამომაგდო წვიმაში.



მანიაკი-ამ შეხვედრის შემდეგ მამაკაცებს ვუკრძალავ ჩემს სახლთან მოსვლას და გაცილებასაც კი, რამდენიმე კვირა მიმოწერა მქონდა მამაკაცთან და საკმაოდ ადეკვატურიც მომეჩვენა, თუმცა როგორც ჩანს 30 წლის ასაკშიდაც კი ვერ ვისწავლე ადამიანების ცნობა.


მანქანით სახლთან მომაკითხა, როცა ჩავჯექი, ვნახე, რომ სიჩქარის კოლოფთან პისტოლეტი ედო, "სანთებელაა?" ვკითხე, "არა, ნამდვილია, პირად მცველად ვმუშაობ"-მიპასუხა, არა და საიტზე მწერდა ეკონიმისტი ვარო..ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა.შემდეგ ვკითხე "აქეთ რატომ მივდივართ? ჩვენ ხომ კინოში ვაპირდებდით წასვლას?..და მიპასუხა:"ტყეში სექსით დავკავდეთ".


საკმაოდ შევშინდი, ვთხოვე გაეჩერებინა მანქანა, თუმცა არც მისმენდა, სანამ საკმაოდ შორს წავიდოდით ვკითხე:"პრეზერვატივი გაქვს?", აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა, მე შევთავაზე გაეჩერებინა უახლოეს მაღაზიასთან, მან გამიღიმა და მართაც უახლოეს მაღაზიასთან გააჩერა, აი მაშინ კი დავტაცე ჩანთას ხელი და მანქანიდან მოვცოცხე.


ამის შემდგ ის თითქმის ერთი თვის განმავლობაში მირეკავდა, სადარბაზოსთან მელოდებოდა, ბოდიშს მიხდიდა და ამბობდა, რომ, იხუმრა...




ცოლიანი-კატია ფიქრობდა, რომ ოცნების მამაკაცი იპოვა გაცნობის საიტზე, ყურადღებიანი, მზრუნველი, მაშინვე განუცხადა, რომ სერიოზული ურთიერთობა სურს, ყოველდღე მიმოწერა ჰქონდათ, საღამოობით კი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთი ეგ იყო, რომ ეს შეხვედრები ძალზე ხანმოკლე იყო, მამაკაცი ხან რას იმიზეზებდა ხან რას, სამსახურში გამოიძახეს, დედა ესტუმრა და ა.შ. ამბობდა, რომ მარტო ცხოვრობდა, თუმცა ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ ერთხელაც კი არ დაპატიჟა კატია თავისთან სახლში, ამბობდა, რომ მასთან ახლა დროებით და ცხოვრობდა, რომელიც ქმარს გამოექცა.


კატიამ ყასიდან გაითამაშა, თითქოს ამის გამო გაებუტა შეყვარებულს და მამაკაცმაც გადაწყვიტა რეაბილიტაცია მოეხდინა, კატიას აუხსნა, რომ უნდა მომზადებულიყო, დაუთქვა სახლში პაემანი, გააწყო რომანტიკული სუფრა, სვამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ..მისი რჩეული აივანზე გავიდა მოსაწევად, როდესაც კატიამ კარზე გასაღების გადატრიალების ხმა გაიგო, შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, კატიამ გაუღიმა"თქვენ ალბათ ანა ხართ არა?ოლეგის და, თქვენზე მოყოლილი აქვს"..


ქალმა გაკვირვებით შეხედა და უპასუხა:'არა, მე ცოლი ვარ".


სანამ ცოლ-ქმარი ურთიერიერთობას არკვევდა, კატია წყნარად ადგა და სახლიდან გავიდა..ერთადერთი რაც ამ ყვირილში გაარკვია, ის იყო, რომ ცოლი მშობლებთან წასულა სტუმრად, თუმცა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა.

0
452
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0