x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
"მეგობრები დამიკავშირდნენ, მოგვეცი უფლება, პასუხი მოვთხოვოთო... მე ვერც ამას დავუშვებ.."
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მიტევებაზე საუბრობს.


როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, მას მეგობრები დაუკავშირდნენ და სთხოვეს უფლება მიეცა პასუხი მოეთხოვათ იმ ადამიანისთვის, ვინც მას ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მან მეგობრებს ამის უფლება არ მისცა.


"შეიძლება ბევრი ქრისტიანული სათნოებით არ გამოვირჩეოდე, მაგრამ ადამინების სიყვარული და მიტევების უნარი დედის მუცლიდან დამყვა...
ვერასდროს ვეგუებოდი, როცა ვიღაცას ჩაგრავდნენ. ჩემთვის სრულიად უცხოც რომ იყოს, გამორიცხულია ვინმეს მივცე მისი ჩაგვრის და შეურაცხყოფის უფლება. საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავ დაუცველი ადამიანის უფლებებს...
რა არ გადამხდენია ცხოვრებაში. რამდენჯერ ვყოფილვარ ცილისწამების, შეურაცხყოფის, ჩაგვრის მსხვერპლი, მაგრამ არასდროს გამჩენია აგრესია... ვთვლიდი, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ახლა უფრო ვრწმუნდები, რომ არ შემცდარვარ. განსაცდელებმა გამაძლიერა და მომავალში რა უნდა მოხდეს, რამეზე ოდნავ მაინც ავწიო წარბი...
ცხოვრებაში პირველად წაკითხული წიგნი თითქოს ბედისწერად გეწცევა...
დედაჩემმა პატარას საკმაოდ მოზრდილი წიგნი გამომიწოდა-წაიკითხეო... ჯერ დამეზარა, მერე როლში შევედი და ბოლოს არ მინდოდა დამთავრებულიყო... ასე გახდა ჩემი ცხოვრების აჩრდილი “როგორ იწრთობოდა ფოლადი"...
არც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ამოვარდნილმა ქარიშხალმა დამრია ხელი... და საერთოდ, ღმერთმა ნუ ქნას, სირთულეების გარეშე ვიცხოვრო...
მიყვარს გამოწვევები, დაბრკოლებები, ჯებირები, გამოუვალი სიტუაციები... თითქოს გზა რომ მთავრდება და მაინც რაღაც ძალიან საინტერესო ეტაპი დგება...
ვეთანხმები ილიას-“მოძრაობა და მარტო მოძრაობა ჩემო თერგო"!..
დინამიკაშია სიცოცხლე... ზღვა მაშინ უფრო ლამაზია, როცა ღელავს... კლდეს უხდება ტალღების შეხეთქება... ტალღები იმსხვრევა, თორემ კლდე ისევ მყარად გაჰყურებს ჰორიზონტს...
მე ის ხალხი მედარდება, ვინც სულის ძაფზეა გამობმული და ვისთვისაც სიცოცხლის არც ერთ წამს დავიშურებ...
სკეპტიციზმი სუსტი ადამიანების მახასიათებელი ნიშანია... მე კი ერთი რამ ვიცი, ყოველთვის ვცდილობ, მათ იმედი არ გავუცრუვო, ვისაც სწამს და სჯერა ჩემი...
არ ვარ მხდალი... თუ რამეს ვიტყვი ან გავაკეთებ, ამას პირველ რიგში ჩემი სოციალური გვერდიდან დაინახავენ... იმის იქით, ვინ რა ჭორებს ამიგორებს, ეს მხოლოდ მახალისებს და კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ დაკომპლექსებულ ადამიანებს ძალიან ვაინტერესებ და ჩემით იკეთებენ პიარს... ძაღლი მაშინ ყეფს, როცა ეშინია... იყეფოს, ამედევნოს, ქვას ვერასდროს დავუშენ...
მეგობრები დამიკავშირდნენ, მოგვეცი უფლება, პასუხი მოვთხოვოთო... მე ერც ამას დავუშვებ... არ მიყვარს ძალადობა, დაპირისპირება... პასუხს ნებისმიერ ჩვენგანს საკუთარი ქცევები რომ მოგვთხოვს, ისე ვერავინ!... ცილისმწამებელს, შურიანს, ბოროტს რა პასუხი უნდა მოეთხოვოს... ის იმაზე მეტად ვერ დაისჯება, ვიდრე დასჯილია... ის იძლევა მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ მოძალადემ ჭკუა რომ ისწავლოს, სხვებიც რომ მის პროვოკაციას არ აყვნენ, ყველაზე მართებული, ღვთისთვისაც და ადამიანებისთვისაც სათნო საქციელია სამართლებრივი გზით პასუხისგება...
ამასაც იმიტომ ვაკეთებ, რომ სხვებსაც არ გაუწიოს ექსპლუატაცია... არ დაჩაგროს შემდეგი... როგორც ვატყობ, ზოგ პატარა კაცუნას სხვისი შეურაცხყოფა საკუთარი ცხოვრების წესად უქცევია...
ამ ქვეყანაში დროა ყველამ გავიგოთ, რომ განსხვავებული აზრის გამო, ერთმანეთს ამორალობამდე მისული შეურაცხყოფები არ უნდა მივაყენოთ!..
ქრისტიანობას ნურავინ ამოიკერებს სარჩულად, საკუთარი აგრესიის და კომპლექსების დაფარვის მიზნით... ადამიანის ბუნებას ისე არაფერი ავლენს, როგორც მისი ქცევები...
გულღრძო უფრო შესაბრალისია, ვიდრე გასაკიცხი... კანონი კი ყველასთვის თანაბარია!.."

image




ასევე დაგაინტერესებთ :


პეტრე კოლხის სკანდალური ინტერვიუ - რას პასუხობს მამაო აღშფოთებულ საზოგადოებას


"სასქესო ორგანოების სახელები და პრეზერვატივების ჩამოცმის ცოდნა აამაღლებს ჩვენი შვილების IQ ს ! ვაი, თქვენს პატრონს"

ნახეთ, რას წერს დავით არჩვაძე ოთო ნემსაძის გამარჯვების შემდეგ მასზე

წარწერა სტომატოლოგის საფლავის ქვაზე – სიცილისგან ცუდად გახდებით

"ის გუშინ მოკვდა. გაზის გამათბობელმა დააგროვა მის ოთახში სასიკვდილო ჰაერი."

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0