x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი : კიბო აღარ არის განაჩენი!

image

ჯავახიშვილის ქუჩის ერთ ჩვეულებრივ ეზოსთან მასპინძელი მხვდება... რამდენიმე კიბით ქვევით ჩავდივართ და იქ ექიმის კაბინეტის მაგივრად სრულიად სხვა სამყაროში ვხვდებით. ეს საოცარი გარემო პროფესორ ზურაბ ქუმსიაშვილის გუნდის წევრებმა შექმნეს. ვიწყებ საუბარს ექიმთან, რომელმაც თავის გუნდთან ერთად, საქართველოში შექმნა საოცრად ეფექტური მკურნალობის მეთოდები და ტექნოლოგიები.

- დიახ, მართლაც სხვა გარემოა, აქ კედლებიც ეკრანირებულია. ყველაფერი იმისთვის არის, რომ აქ მოსულმა პაციენტმა დაივიწყოს საკუთარი პრობლემები და შესაძლოა დაავადებაც. ჩვენი საქმიანობა არატრადიციული მედიცინის ფარგლებშია. მართალია, ადრე ე.წ. ტრადიციულ მედიცინაში ვმუშაობდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ მიმართულებამ უფრო დამაინტერესა. აქ, მკურნალობის მეთოდები უფრო ეფექტურია და ზედმეტი ქიმიზაციით არ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს.
მე დაივერი (მყვინთავი) ვარ. როდესაც წყლის სიღრმეში ჩადიხარ, იქ ყველაფერი გავიწყდება. აქაც თითქმის იგივე ხდება. ჩვენთან მოსული პაციენტი მაქსიმალურად უნდა გაიხსნას, რათა ეფექტურად დავეხმაროთ. ძირითადად ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ. ესენია: ნანოსტრუქტურული წყალი, სტრუქტურული მალამოები, ორგონული კაბინები და ლინგვისტურ-ტალღური გენეტიკური პროგრამები.
- თითოეული ეს ტექნოლოგია და რა ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე?
-ნანოსტრუქტურული წყლის ტექნოლოგიაზე მუშაობა დავიწყე 15 წლის წინ. ასეთი წყალი ყველა თავისი მახასიათებლით ჰგავს ჯანმრთელი ორგანიზმის სისხლში, უჯრედში და უჯრედშორის სივრცეში არსებულ წყალს. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის 80% წყალია. ე.ი. ჩვენი ორგანიზმის უდიდესი ნაწილი წყალია და რაც უფრო ხარისხიანი იქნება, მით უკეთესად იფუნქციონირებს ორგანიზმიც. როდესაც ჩვეულებრივ წყალს ვსვამთ, ჩვენი ორგანიზმი ახდენს მის გადამუხტვას სუსტი დადებითი პოტენციალიდან, სუსტი უარყოფითი პოტენციალისკენ. ასევე ახდენს წყლის მოლეკულების დაჯგუფებების - კლასტერების სტრუქტურების შეცვლას. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა წყლის ზედაპირული დაჭიმულობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 73 დინი. ორგანიზმის წყალში კი საშუალოდ 50 დინია. იმისათვის, რომ წყალმა თავისუფლად იმოძრაოს უჯრედების მემბრანაში, ორგანიზმი ახდენს მიღებული წყლის ზედაპირული დაჭიმულობის შემცირებას. ამ ყველაფერზე იხარჯება უდიდესი ენერგია.
ჩვენ წყალი ჩამოგვაქვს ჯავახეთის ალპებიდან, სამსარის ქედზე არსებული არტეზიული ტბების ფსკერიდან, იქ, სადაც ნაპრალებიდან ამოედინება წყალი. მთელი საქართველო მოვიარე და მხოლოდ მანდ მივაგენი ისეთ წყალს, რომლის მოლეკულურ დონეზე სტრუქტურირება ადვილად შესაძლებელია და შემდგომ ეს წყალი ხანგრძლივი დროის მანძილზე ინარჩუნებს სტრუქტურას. ონკანის წყლისგან და ბევრი სხვა წყლისგანაც, კლასტერულ დონეზე დასტრუქტურირებულ სტაბილურ წყალს ვერ მივიღებთ. ვასტრუქტურებთ, ვუცვლით პოტენციალს, ვუმცირებთ ზედაპირულ დაჭიმულობას და ვათავისუფლებთ ე.წ. მძიმე წყლისგან. ყველა წყალი უმცირესი რაოდენობით შეიცავს ე.წ. მძიმე წყალს, რომელშიც არის ძლიერი შხამი დეიტერიუმი.
ამ ყველაფერს ვახორციელებთ ურთულესი დანადგარებით და აპარატურით, რომელთა დიდი ნაწილი თავად შევქმენით. ზოგიერთი რამ უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ.
- მსოფლიოში არსებობს მსგავსი ტექნოლოგია?
-რატომღაც ქართველებს ყველაფერი უცხოური მოგვწონს და ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა სიახლეს და ინოვაციას, რაც საქართველოში კეთდება.
მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე განვითარებული ქვეყნების წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ წყლის თვისებების და სტრუქტურირების საკითხებზე. მათთან მჭიდრო კავშირებიც გვქონდა და გვაქვს. მაგალითად, ამერიკაში ვთანამშრომლობდით პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორ რუსტუმ როის ჯგუფთან, რომელიც იკვლევდა წყლის თვისებებს. იაპონიაში პროფესორ ემოტო მასარუს ცენტრთან. სხვათა შორის, ბატონი ემოტო ერთი პერიოდი აწარმოებდა სტრუქტურულ წყალს. მასთან ჩამოჰქონდათ ანტარქტიდიდან ყინულები, ადნობდა და ასტრუქტურებდა სპეციალური აპარატურით. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა რუს მეცნიერებთანაც.
- ჩვენი ტექნოლოგია სრულიად უნიკალურია და გვაქვს მცირე ბიზნეს გეგმაც, ამ წყლის სერიოზული წარმოება რომ შეიქმნას და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის. ამ ეტაპზე რის დამზადებასაც ვახერხებთ, პაციენტებს არ ყოფნით ხშირად. არადა, ეს წყალი საუკეთესოა სპორტსმენებისთვის. განსაცვიფრებელი დადებითი შედეგები მივიღეთ ბავშვებში, გარდატეხის ასაკში, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფორმირების კუთხით. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ჭარბწონიანი ბავშვი რამდენიმე თვეში ნამდვილ ათლეტად ვაქციოთ.
- რომელ დაავადებებს მკურნალობთ?
- ეს წყალი წამალი და ქიმია არ არის. ის საშუალებას აძლევს ორგანიზმს, თავად ებრძოლოს დაავადებას. მაგალითად, ცნობილია რომ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს სისხლში არსებული ლიმფოციტების გარკვეული ჯგუფები. ჩვენი წყალი სწორედ ამ ლიმფოციტების გაძლიერებას უწყობს ხელს.
დაავადებათა სპექტრი დიდია, მაგრამ საუკეთესო შედეგები გვაქვს ონკოლოგიაში. მაგალითად, პაციენტები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსის დროს სვამენ ნანოსტრუქტურულ წყალს, გვერდითი მოვლენები ან საერთოდ არ აწუხებთ, ან მცირედ არის გამოხატული. უამრავი ე.წ. უიმედო პაციენტი გადავარჩინეთ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. პაციენტს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაციული ჩარევის შედეგად დაკარგა ტვინის 25%, რასაც თან ერთოდა ორგანიზმის ზოგიერთი უბნის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა, ჩვენთან მკურნალობის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და ყველა ფუნქცია აღუდგა. ასევე პაციენტი, რომელსაც ონკოლოგებმა მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს და სახლში გაუშვეს(ვეღარაფრით გიშველითო), ჩვენს ცენტრში მკურნალობის შემდეგ, წლებია უკვე, სრულიად ჯანმრთელია. საუკეთესო შედეგები გვაქვს ლიმფური და ენდოკრინული სისტემების მკურნალობის კუთხით, საკვების მომნელებელი სისტემის მკურნალობის კუთხით და სხვა.
-სხვა მეთოდებზე რას გვეტყვით?
-სტრუქტურული მალამოებიც საგრძნობ დადებით შედეგებს იძლევა. რაც შეეხება ორგონულ კაბინებს, ეს არის სასიცოცხლო ენერგიის (ორგონის) გამაძლიერებელი კაბინა, რომელიც მზადდება პაციენტისთვის ინდივიდუალურად, აძლიერებს იმუნიტეტს და უამრავ დაავადებას კურნავს. ამ კაბინების ეფექტურობაზე ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კაბინა უნდა დამზადდეს ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად, მისი პირადი ფიზიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით. მაქსიმალურ გამაჯანსაღებელ ეფექტს მხოლოდ ამ გზით ვიღებთ. ეს კაბინები რამდენიმე ათასჯერ აძლიერებენ ორგონულ სასიცოცხლო ენერგიას და დაავადებული ორგანიზმი ბრუნდება თავის ჯანმრთელ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კაბინაში მკურნალობის შემდეგ სხვადასხვა ნიჭი გამოუვლინდათ - ზოგმა ხატვა დაიწყო და საკმაოდ წარმატებულად. ზოგმა, ის საქმე, რომელიც ეძნელებოდა, ადვილად დაასრულა. განსაკუთრებით დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. აჯანსაღებს ნერვულ უჯრედებს, თავის ტვინს და ზურგის ტვინს.
თანამედროვე მედიცინაში ლინგვისტურ-ტალღური გენეტიკური პროგრამები სრულიად ახალი ტექნოლოგიაა და განეკუთვნება ინფორმაციული მედიცინის მიმართულებას. აქაც დიდია დაავადებათა მკურნალობის სპექტრი.
- რატომ არ ზრუნავთ, საზოგადოებამ უკეთ გაგიცნოთ?
- უკვე აღვნიშნე, რომ მცირე, შეიძლება ითქვას, ლაბორატორიული დონის წარმოება გვაქვს წყლისთვის. მეტი რომ ვაწარმოოთ და ჩვენი საქმიანობაც უფრო ფართოდ გავშალოთ, დაფინანსებაა საჭირო. ისედაც ყველაფერში საკუთარ თანხებს ვხარჯავთ. ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურები არ გვაფინანსებენ. გვაქვს მცირე ბიზნეს გეგმა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი გვჭირდება, რომ დღეში 1000 ლიტრამდე წყალი ვაწარმოოთ. ამგვარად, თვითღირებულებაც განახევრდება და გეგმაც ძალზე მომგებიანია, რადგან კონკურენტი არ გვყავს და მოთხოვნა დიდია.
რეკლამას მადლიერი პაციენტები გვიწევენ. მათი რეკომენდაციით ახალი პაციენტები გვაკითხავენ.
-თუ ასეთ უნიკალურ ტექნოლოგიებს ფლობთ, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რატომ არ გიდგანან მხარში?
-წლების წინ, ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდებოდა მწვავე ონკოლოგიური დაავადების 7000 შემთხვევა. შემდეგ ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 10 000-ს გადააჭარბა, რის შემდეგაც შეწყვიტეს გამოცხადება. სამ მილიონიანი საქართველოსთვის ეს კატასტროფაა. უცხო თვალით დანახული საქართველო კიდევ უფრო მეტ გაოცებას იწვევს. ჩვენთან სტუმრად ჩამოსული უცხოელები, ხედავენ რა, თბილისში აფთიაქების და საავადმყოფოების რაოდენობას, თან გაუთავებელ რიგებს, ხშირად უთქვამთ - მთელი ერი ავად ხართ თუ რა გჭირთო?
პლანეტაზე ეკოლოგიის თვალსაზრისით საუკეთესო ქვეყანა გვაქვს, არადა საკვები პროდუქტების 90%-ზე მეტს - მოწამლულს და ჯანმრთელობისთვის საშიშს მოვიხმართ.
რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, აქ ყველაფერი აწყობილია დიდი ფულის შოვნაზე და ამ სისტემას მხოლოდ კანონების შეცვლა დაანგრევს. მართალია ხშირად პაციენტი ფულს არ იხდის ზოგიერთ სამედიცინო მომსახურებაში, მაგრამ ბიუჯეტი იხდის. ფასები კი კატასტროფულად არის გაზრდილი და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. როგორ შეიძლება, ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში, ექიმის 5 წუთიანი კონსულტაცია 60 ლარი ღირდეს!
- რას გააკეთებდით, დაფინანსება რომ იყოს?
- პირველ რიგში გავაკეთებდით ჩვენი წყლის წარმოებას და შემდეგ შევქმნიდით ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების ალტერნატიულ სამკურნალო-კვლევით ცენტრს, სადაც ნათლად დავანახვებდით ყველას, თუ რა უპირატესობა გვაქვს ე.წ. ტრადიციულ მედიცინასთან. ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, დიდ საავადმყოფოებთან ჩავატარებდით ერთობლივ სამკურნალო-კვლევით სამუშაოებს, სადაც თვალნათლივ გამოჩნდებოდა ჩვენი დიდი უპირატესობა.
- რა გეგმები გაქვთ?
-გვინდა, ორგონული კაბინის ეფექტი გამოვცადოთ ისეთ პაციენტებზე, რომლებსაც ზურგის ტვინი აქვთ დაზიანებული და სავარძლით გადაადგილდებიან. ჩემი აზრით, აუცილებლად მივიღებთ სერიოზულ დადებით ეფექტს.
თეთრ თაგვებზე ნერვული ქსოვილების აღდგენის კუთხით მე არაერთი მიკროქირურგიული ოპერაცია ჩავატარე. მიკროქირურგია საქართველოში დანერგა ოთხმა უდიდესმა მეცნიერმა: ივა კუზანოვმა, ჯემალ ჯიქიძემ, გია იოსელიანმა და მამაჩემმა - ჯემალ ქუმსიაშვილმა. მე და გუგა კუზანოვი, სანამ ინსტიტუტში მოვეწყობოდით, ქალაქის პირველი საავადმყოფოს საექსპერიმენტო შენობაში ვატარებდით მიკროქირურგიულ ექსპერიმენტებს თეთრ თაგვებზე. ამისთვის დიდი ხელშეწყობა გვქონდა მამებისგან. ექსპერიმენტები მიკროქირურგიული ინსტრუმენტებით, მიკროქირურგიული ძაფებით და მიკროქირურგიული Carl Zeiss-ის მიკროსკოპის ქვეშ ტარდებოდა. ამ ექსპერიმენტის არსი შემდეგში მდგომარეობდა; ვახდენდით თეთრი თაგვის საჯდომი ნერვის ერთ სანტიმეტრამდე ნაწილის ამოკვეთას და ვაერთებდით იქვე აღებული კუნთოვანი ქსოვილის ნაწილით. შედეგად, ორ თვეში ხდებოდა ინერვაციის აღდგენა. ეს დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ რატომღაც, აღნიშნული მეთოდი ადამიანებში არ დაინერგა.
დარწმუნებული ვარ, ოპერაციული მეთოდით აღდგენილი ნერვების რეაბილიტაცია გაცილებით მაღალეფექტური იქნება ორგონული კაბინით. ასევე, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნეიროქირურგებთან და ჩვენი რეაბილიტაციის მეთოდები ბევრ პაციენტს დააყენებს ფეხზე.
- პაციენტმა თქვენი საქმიანობის შესახებ როგორ გაიგოს?
- ფეისბუქში გვაქვს გვერდი Nanostructural Water და Live Water. ჩემი მოძებნაც იოლია - Zurab Kumsiashvili. საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ჩვენს შესახებ არაერთი სტატია დაწერილა. ტელევიზიებმაც გააშუქეს ჩვენი საქმიანობა.

ესაუბრა ზაზა დავითაია



2
2358
2-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა.დავითაია
ზაზა.დავითაია
2358
  
2020, 13 თებერვალი, 14:42
მორიგი აფიორა. ფსევდომეცნიერება და გაჭირვებული უსწავლელი ხალხის მოტყუების ახალი ცეხი :)
როცა ასეთ ეფექტებზე საუბრობთ, ერთი კვლევა მაინც უნდა ჩაატაროთ და ერთი სამეცნიერო სტატია მაინც უნდა გამოაქვეყნოთ ამ თემაზე. ასე მეც ვიტყვი რომ ჩემ სოფელში უკვდავების წყარო მოდის ^–^
2019, 8 მარტი, 14:13
მადლობა თქვენს ცენტრს ბატონო ზურაბ.
0 1 2