x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული მავნე ჩვევის განხილვა ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით

ბიოფსიქოსოციალური მოდელი არის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის მოდელი, რომლის მიხედვით, ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის, ქცევითი სტილის, კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთკავშირმა შეიძლება ადამიანი ავად გახდომის რისკის წინაშე დააყენოს. სხვა სიტყვებით, ბიოფსიქოსოციალური მოდელი ფიზიკურ ჯანმრთელობას გონების მდგომარეობასა და გარემომცველ სამყაროსთან აკავშირებს.

ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია.
ჯანმრთელობა არ არის უბრალოდ დაავადების ან დაზიანების არარსებობა,
არამედ ამ შემთხვევაში საქმე იმას უფრო ეხება, თუ რამდენად კარგად
ფუნქციონირებენ სხეულის შემადგენელი ნაწილები ერთად. ჩვენ ისიც კარგად
ვიცით, რა ვნებს ჩვენს ორგანიზმს, თუმცა მაინც არ ვუფრთხილდებით მას.
პირადად ჩემთვის ერთ-ერთი შემაწუხებელი პრობლემაა არაჯანსაღად კვება,
რაც შეიძლება, ბიოფსიქოსოციალური მოდელით აიხსნას. არაჯანსაღი საკვების
მიღების ბიოლოგიური მიზეზი ის არის, რომ ის შეიცავს ქიმიურ დანამატებს,
რომლებიც განსაკუთრებულ არომატსა და გემოს ანიჭებს, ადამიანს უჩნდება
სურვილი, უსასრულოდ განაგრძოს ჭამა, რაც ასევე შეიძლება ფსიქოლოგიურ
მიზეზადაც ჩაითვალოს; ეს ფაქტორები რომც არ არსებობდეს, სოციალური
მიზეზები მაინც გვიბიძგებს ვიკვებოთ არაჯანსაღად. მაგალითად, სტუდენტური
ცხოვრება. ხშირად არ გვაქვს დრო, ან გადაღლილები ვართ და ვერ ვამზადებთ
სახლში სასარგებლო საკვებს. ამასთან ერთად, ე.წ Fast-Food-ს ყოველ ნაბიჯზე
ვხვდებით და მეტად ხელმისაწვდომია.
უნდა შევიმუშაოთ მავნე ჩვევის დაძლევის სტრატეგიები. მაგალითად,
გამოვიყენოთ კალორიების კალკულატორი და გამოვთვალოთ, რამდენი
კალორიის მიღებაა მიზანშეწონილი ყოველდღიურად. ასე დავინახავთ რამდენად
კარგია ჩვენი კვების რაციონი. უნდა მივიღოთ ნოყიერი, ბალანსირებული საკვები,
ნაკლები ცხიმითა და ქოლესტერინით.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე სამუშია.
სალომე სამუშია.
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0