x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვეფხვის ულვაში ანუ როგორ «მოვათვინიეროთ» ქმარი

image


ერთი ქალი რჩევის საკითხავად მოხუც ბრძენთან მივიდა: «საქმე ჩემს ქმარს ეხება, — ასე დაიწყო მან. — ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ბოლო სამი წლის მანძილზე, კონფლიქტის ზონაში, ომში იყო და იქიდან დაბრუნების შემდეგ, თითქმის არავისთან საუბრობს. როდესაც მე ვცდილობ მასთან ლაპარაკის წამოწყებას, თითქოს ჩემი ხმა არ ესმის და თუ ხმას ამოიღებს, — უხეშად მელაპარაკება. როდესაც მის საყვარელ სადილს ვაკეთებ, ბრაზობს და ოთახიდან გადის. ხან სახლიდანაც მიდის, ბორცვზე ჯდება და ზღვას გაჰყურებს. რამე წამალი მჭირდება, — რომ ის ისეთივე მოსიყვარულე გახდეს, როგორიც ადრე იყო.» — დაასრულა სათქმელი ქალმა.
ბრძენმა ქალს ცოცხალი ვეფხვის ულვაშის მიტანა სთხოვა, რომ მისთვის ჯადოსნური ნაყენი დაემზადებინა.
ღამე, როდესაც მეუღლემ დაიძინა, ქალი ჩუმად გავიდა სახლიდან. მას ხელში თიხის ქოთანი ეჭირა, რომელშიც ხორცის ბულიონში მოხარშული ბრინჯის ფლავი იყო. ის მთის იმ ფერდობისკენ გაემართა, სადაც ვეფხვი ეგულებოდა.
ქალი ვეფხვის გამოქვაბულის შორიახლოს დადგა და მას დაუძახა, რომ ფლავი ეჭამა. მაგრამ, ვეფხვი ქალთან არ მივიდა. ამის შემდეგ, ის ვეფხვთან ყოველღამე მიდიოდა და ყოველ ჯერზე, 5 ნაბიჯით უახლოვდებოდა მტაცებელი ცხოველის გამოქვაბულს. ვეფხვი, ძახილზე, ქალთან არ მიდიოდა, მაგრამ თანდათანობით მიეჩვია მას.
ერთხელაც, ქალი იმდენად ახლოს მივიდა გამოქვაბულთან, რომ იქიდან ვეფხვს რომ ესკუპა, ვერსად გაექცეოდა. ამჯერად ვეფხვი გამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისი მიმართულებით და შეჩერდა. მათ, ნათელი მთვარის შუქზე, ერთმანეთს შეხედეს. მომდევნო ღამეს იგივე განმეორდა. მაგრამ, ამჯერად ისინი ისე ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ ქალი ვეფხვს, დაბალი, დამამშვიდებელი ხმით დაელაპარაკა. მომდევნო ღამეს, ვეფხვმა თვალებში ჩახედა და მის მიერ მიტანილი ფლავი შეჭამა. გავიდა კიდევ ერთი დღე და ცხოველი გამოქვაბულისკენ მიმავალ ბილიკზე იდგა და ქალს ელოდებოდა.
6 თვე გავიდა ქალის გამოქვაბულთან მისვლის პირველი დღიდან და მან გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა... ვეფხვს თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: «მაპატიე და არ გამიბრაზდე, რომ არ მჭირდებოდეს, ამას არ გავაკეთებდი. მაგრამ, შენი ულვაში ძალიან მჭირდებაო». — თქვა და ულვაში ამოაგლიჯა მას. ვეფხვმა ტკივილისგან ერთი დაიღრინა, მაგრამ მალევე დამშვიდდა.
მეორე დღეს ქალი ბრძენთან მივიდა და ვეფხვის ულვაში მიუტანა. ბრძენმა ულვაში კარგად შეისწავლა და ცეცხლში ჩააგდო. ქალს კი უთხრა: «ჩემო ძვირფასო, შეიძლება, რომ მამაკაცს უფრო სასტიკი არსება ვუწოდოთ, ვიდრე ვეფხვი არის? ნუთუ, მას უფრო გაუჭირდება სიკეთეზე და გაგებაზე პასუხი? თუ შენი მოთმინებით და სინაზით ველურ და სისხლისმსმელ ცხოველში ნდობა გამოიწვიე, იგივეს გაკეთებას საკუთარ ქმართანაც შეძლებ».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageimageimageimage



0
153
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0