x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქალის სილამაზის საიდუმლო
image


ორი მეგობარი, საკუთარი ბედის მოსაძებნად, სამოგზაუროდ წავიდა. დიდ ხანს იარეს, ბევრი ქვეყანა შემოიარეს და ერთ ტომს გადაეყარნენ, რომლის ბელადს 2 ქალიშვილი ჰყავდა: უფროსი — წარმოუდგენლად ლამაზი იყო, უმცროსი — ისე, რა.

— ვრჩები! ჩემი ბედი აქ არის. – თქვა ბედის ერთმა მაძიებელმა – ბელადის ქალიშვილზე დავქორწინდები.

— კარგი არჩევანია! უფროსი გოგონა ძალიან ლამაზია და ჭკვიანი და მზრუნველი ჩანს.

— არა, მე უმცროსზე მინდა დაქორწინება!

— ნამდვილად? ის ხომ, როგორ ვთქვა… არც ისე ლამაზია?

— მე ასე გადავწყვიტე და ასე იქნება!

ამის შემდეგ, მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ. ერთი ტომში დარჩა, ხოლო მეორემ გზა გააგრძელა... ტომის ტრადიციის მიხედვით, საპატარძლოზე გამოსასყიდის სახით, 10 ძროხა იყო დაწესებული. იმავე დღეს, წავიდა საქმრო, იყიდა ძროხები და ქალიშვილის ხელის სათხოვნელად, ტომის ბელადთან მივიდა.

— დიახ, ჩემი უფროსი ქალიშვილი ძალიან ლამაზი არის! მე თანახმა ვარ, რომ მასზე იქორწინო!

— მოიცადე, ბელადო! მე უფროსი ქალიშვილის კი არა, უმცროსის ხელის სათხოვნელად მოვედი!

— მაგას სერიოზულად ამბობ? – გაიკვირვა ბელადმა – მაშინ, 7 ძროხა უკან წაიყვანე, თორემ სამართლიანი არ იქნება, – ჩემი უმცროსი ქალიშვილი მხოლოდ 3 ძროხა ღირს.

— არა, ბელადო, მე მასში 10 ძროხას ვიხდი! ასე მინდა!

შეთანხმება შედგა და ქორწილიც გადაიხადეა.

რამდენიმე წლის შემდეგ, მეგობრის მოსანახულებლად, ტომში ძველი მეგობარი ჩავიდა. მის სახლთან რომ მივიდა, დაინახა რომ ულამაზესი მეუღლე და ერთიმეორეზე უკეთესი შვილები ჰყავდა.

— მეორედ დაქორწინდი? – მოკითხვის შემდეგ, ჰკითხა მას მეგობარმა.

— არა… ეს ბელადის უმცროსი ქალიშვილია!

— არ მესმის… ასე ძალიან როგორ შეიცვალა?


— მიდი და მას ჰკითხე.

და მეგობარმა ქალს ჰკითხა:

— უტაქტო კითხვისთვის ბოდიშ გიხდი, მაგრამ მაინტერესებს, ასე შეცვლა და გალამაზება როგორ მოახერხე?

— სულ უბრალოდ, – გაიღიმა ქალმა – ერთხელ გავაცნობიერე, რომ 10 ძროხა ვღირვარ…

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageნაკლი, რომლითაც ყველა ქალი იბადება


image

რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?


image


ბედნიერი ქორწინების საიდუმლო


image




0
156
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0