x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"პატარა იყო და არ შეეძლო, მაგრამ მაინც უძლებდა...მოათრევდა ტანსაცმელებით სავსე თავის ხელა ჩანთას..."
ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი მარი ნაკანი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს ის გოგოა, ვის გამო ნინძაც გახდება, კოსმოსშიც გაფრინდება და იაპონურად ლაპარაკსაც ისწავლის.


"როცა ლიტუკა დაიბადა, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. პატარა რა თქმა უნდა, მაგრამ სხვადასხვა ვითარებების გამო მომიწია ყველაფრის ჩემს თავზე აღება.

სამსახურის შოვნა, მშობლების რჩენა, შვილის პატრონობა, ჩემი სწავლის დაფინანსება, წარმატების მოპოვება, მოკლედ დავიწყე ბრძოლა! ფოტოგრაფიას ვსწავლობდი, მაგრამ აპარატი არ მქონდა. ვითხოვებდი ხოლმე კამერას და ისე ვიღებდი დავალებებს. ჩემი თავის იმედი მქონდა. ვიცოდი, რასაც ჩავიფიქრებდი, გამომივიდოდა. გადავწყვიტე, სამსახური მეშოვა. არავინ შემიწუხებია, ჯობს.ჯი-ზე დავსერჩე განცხადებები და გასაუბრებაზე ჩავეწერე. “ახალ ნათებას” ჭირდებოდა ფოტოგრაფი, ეს პირველი გასაუბრება იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც თავდაჯერებულად გავიარე. ფოტოგრაფად კი ამიყვანეს, მაგრამ კომპიუტერი არ მქონდა, ამიტომ ფოტოებს ინტერნეტ კაფეში ვამუშავებდი.


სულ მალე ფეხსაცმელების ქსელმა “ ბატა”-მ და “ ბამბინო-მ” ამიყვანეს ფოტოგრაფად.

ლიტუკას ხშირად ვიღებდი ხოლმე. ხანდახან იღლებოდა, პატარა იყო და არ შეეძლო ამდენი გადაღებები, მაგრამ მაინც უძლებდა. დამყვებოდა ყველგან და მოათრევდა ტანსაცმელებით სავსე თავის ხელა ჩანთას. ყველაფერში მეხმარებოდა. რამოდენიმე თვეში “მაგთის” მთავარი ფოტოგრაფი გავხდი. ერთ-ერთ გადაღებაზე ლიტუკას ჰონორარი გადაუხადეს. ფული როცა მივეცი, ყულაბაში ჩამიგდო და მითხრა: -დე, შენ ხო არა გაქვს კომპიტერი...სამ თვეში “კომპიტერი “ვიყიდეთ. მართალია ნახმარი, მაგრამ მუშა.

მერე ჩემმა ფოტომ “ქოლგის” ფესტივალზე გაიმარჯვა და იქიდან “თიბისი” დამიკავშირდა. მაგათმაც ამიყვანეს. სულ მალე მე ჩემი საკუთარი აპარატი მქონდა. ყველაზე ძალიან ეს ლიტუკას უხაროდა.. მას ყველაზე ძალიან ჯეროდა ჩემი. ერთხელ მითხრა, რა კარგი იქნებოდა, შენ რო მანქანას ატარებდეო. 3 წელი ვაგროვებდი მანქანის ფულს. რვაჯერ ჩავიჭერი პრავის აღებაზე და მაინც ავიღე! ფოტოსკოლის იდეა სულ პირველად ლიტუკას მოვუყევი. მამხნევებდა, გამოგივაო.

მიხსნიდა, როგორი მასწავლებლები უყვართ ბავშვებს..ერთად შევიმუშავეთ სახალისო სწავლების ტექნიკა. რაშიც დავუჯერე, ყველაფერში მოვიგე. @litatavadze ჩემი ნომერ პირველი სტიმული ხარ შენ, დე. შენ რო მთხოვო, ნინძაც გავხდები, კოსმოსშიც გავფრინდები და იაპონურად ლაპარაკსაც ვისწავლი. მადლობა, რომ მოხვედი ჩემს ცხოვრებაში!", - წერს მარი ნაკანი.


image



0
154
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0