x
მეტი
  • 27.03.2019
  • სტატია:87705
  • ვიდეო:338196
  • სურათი:449484
ინტერნეტ რესურსები ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად

image

რატომ უნდა ვისწავლოთ ინტერნეტით?

ონლაინ კურსები წარმოადგენს განათლების მიღების ეფექტურ და ინოვაციურ საშუალებას.ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ონლაინ კურსები სარგებლობენ რიგი უპირატესობებით:

თქვენ შეგიძლიათ ინდივიდუალურად განსაზღვროთ სწავლის ტემპი, მეთოდი და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო.იმის მიუხედავად აირჩევთ ფასიან თუ უფასო კურსებს, ინტერნეტში წარმოდგენილია უამრავი მეთოდი, რომელითაც შეძლებთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა.

ბევრ ადამიანს აქვს ამის სურვილი თუმცა ან დროის პრობლემა აქვს ან ფინანსების, ამიტომ ამ სტატიაში შევეცდები მოგაწოდოთ იმ რესურსების სია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, 100 ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგლისური სიტყვა ფარავს ინგლისური ტექსტების 50%.ეს არის იმ სიტყვების სია, რომელიც გამოგადგებათ თუ ინგლისურის სწავლას იწყებთ ნულიდან.

400 სიტყვა, რომლის ცოდნის შემდეგ თქვენ გაიგებთ ტექსტების 75%

700 სიტყვა, რომლის ცოდნის შემდეგ თქვენ შეძლებთ ინგლისურად საუბარს

155 ფრაზა, ინგლისურად სასაუბროდ

ინგლისური ენის შესასწავლი საიტები

image

Duolingo-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსი ინტერნეტში.შექმნილია Google Capital ფინანსური მხარდაჭერით.საიტზე გეძლევათ დავალებები, რომლის შესრულების შემდეგ გადადიხართ მომდევნო ეტაპებზე.საიტს გააჩნია აპლიკაცია როგორც Android-ზე iOs-ზე.

LearnEnglish-ამ საიტზე თავმოყრილია სხვადასხვა მასალები, ფორმატების მიხედვით.გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები (თამაში, ჩატი, გაკვეთილი და ა.შ)

Оroro.tv-ინგლისური ენის შესწავლა ფილმების და ვიდეობის მიხედვით.აქვს სუბტიტრები, მაგრამ სამწუხაროდ ეს რესურსი გამოადგებათ მხოლოდ მათ ვინც იცის რუსული ენა.

TuneintoEnglish-ინგლისური ენის შესწავლა, სიმღერების მეშვეობით.

FreeRice-ინგლისური ენის სიტყვების მარაგის გაუმჯობესება და გრამატიკული ტესტები.

МanyThings-საიტი განკუთვნილია მათთვის ვინც ემზადება გამოცდის ჩასაბარებლად ინგლისურ ენაში

Babeleo-წარმოდგენილია სხვადასხვა ავტორების წიგნები.


Youtube-არხები

JenniferESL

BBC Learning English

Britlish - Learn British English

Rachel's English


მარტივი გზა, იმისათვის რომ აიმაღლო ენის ცოდნა ონლაინ-გაკვეთილების გარდა არის გქონდეს ყოველდღიური შეხება ინგლისურ ენასთან.

1.გაეცანი ახალ ამბებს ინგლისურ ენაზე

The Guardian, The Telegraph Independent

2.ჰობის და ინტერესების შესაბამისად დარეგისტრირდი სხვადასხვა ფორუმებზე, რომლებიც არის ინგლისურ ენაზე

3.ხელმისაწვდომია ასევე წიგნები, ინგლისური ენის დონის მიუხედავად

ზოგადად უამრავი შესაძლებლობა არსებობს, ინტერნეტშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უბრალოდ ალბათ მთავარია სურვილი.




0
44
შეფასება არ არის
ავტორი:რობა სიმონიანი
რობა სიმონიანი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0