x
ვინ არის ბიჭი, რომელმაც მიატოვა პრესტიჟული სამსახური დასახიჩრებული ცხოველების დასახმარებლად და აფრიკაში დასახლდა
შვეიცარელი დინ შნეიდერი(Dean Schneider) ხშირად დებს საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეოებს, სადაც ის ცხოველებთან ერთად თამაშობს. რასაკვირველია, იკითხავთ თუ რა არის აქ გასაოცარი? ალბათ ის, რომ მისი პოსტების გმირნი, უმეტესად, - ლომები, აფთრები, მაიმუნები და მახრჩობელა გველები არიან. ამავდროულად, დინი არც ზოოპარკში მუშაობს და არც ეგზოტიკური ცხოველების მოშინაურებითაა დაკავებული - ის მათ აფრიკაში მდებარე ნაკრძალში უვლის. ამ საქმიანობის გამო, მან წარსულში დატოვა ქალაქური ცხოვრება და პრესტიჟული სამსახური.

imageოდესღაც დინი ბიზნესმენი იყო, რომლის მთავარ მიზანს წარმატება და ფულის შოვნა წარმოადგენდა, თუმცა, ერთხელაც, ის მიხვდა, რომ ასეთი ცხოვრება არ იყო მისთვის განკუთვნილი. 2017 წელს, მან მიიღო გადაწყვეტილება პრესტიჟული სამსახურის დატოვების შესახებ და მიუძღვნა თავი იმას, რითაც მთელი ბავშვობა იყო დაინტერესებული - ველურ ბუნებას. დინმა ამის შესახებ ისაუბრა ერთ-ერთ ვიდეოში: "მე ბევრი რამ მქონდა, თუმცა ეს ბედნიერებას არ მანიჭებდა. მე ვაკეთებდი იმას, რაც, რეალურად, არ მაინტერესებდა და, შესაბამისად, სიამოვნებასაც არ მანიჭებდა. მე ვუთხარი ჩემს თავს:" რაღაც უნდა შეცვალო" და ამ დღიდან, მე მივუყვები ჩემს ოცნებას - ცხოველების გადარჩენას და მათთვის ისეთი ადგილის მოწყობას, სადაც ისინი უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს".

imageდინი ადრეც უჭერდა მხარს სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ცხოველების დაცვით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა მას უფრო მეტის კეთების სურვილი ჰქონდა. მან, საბოლოოდ, გადაწყვიტა გაეხსნა ნაკრძალი, სადაც გარეულ ცხოველებს, ბრაკონიერების მიერ დაზარალებულთ, სპეციალისტები უმკურნალებდნენ.

imageდინის მეგობრები და მშობლები გაოცებულნი იყვნენ მისი გადაწყვეტილებით - მათთვის წარმოუდგენელი იყო ის, რომ ვიღაცას შეეძლო წარმატებული კარეიერის უარყოფა შვეიცარიაში. "ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ იქ მე უბედური ვიყავი" - ამბობს დინი. მის გარშემო მყოფნი ახლობლები მიიჩნევდნენ, რომ ბიჭი შეცდომას უშვებდა. "ისინი თვლიდნენ, რომ მე გიჟი ვიყავი და არ ვიცოდი რას ჩავდიოდი. დასაწყისში, ამის მიღება ჩემთვის იოლი არ ყოფილა".მიუხედავად ყველაფრისა, დინს საკუთარ ოცნებაზე უარი არ უთქვამს.


imageდინმა ნაკრძალს "Hakuna Mipaka" დაარქვა, რაც ასე ითარგმნება - "საზღვრების გარეშე". სამუშაო, აქ, 5 მთავარ პრინციპზეა დაფუძნებული: თავისუფლება, ერთგულება, მადლიერება, ძმობა და მამაცობა.

imageნაკრძალის საერთო ფართობია - 400ჰა, ტერიტორიის ნაწილი კი, გამოყოფილია იმ ცხოველებისთვის, რომელთათვის უჩვეულოა დამოუკიდებელი ცხოვრების წესი. Hakuna Mipaka-ს აფინანსებს თვითონ დინი და, ამავდროულად, ის გეგმავს სპონსორების მოზიდვას. ამის გარდა, ნაკრძალს გააჩნია თავისი ონლაინ-მაღაზია, სადაც Hakuna Mipaka-ს ლოგოტიპით, ნივთების შეძენა არის შეასაძლებელი:https://www.hakunamipaka.com/store.

imageდინს სურს, რომ ადამიანებმა უფრო მეტი გაიგონ ველურ ბუნებაზე, ისწავლონ მისი სილამაზის დაფასება და შეიყვარონ ის. რადგან, როგორც ნაკრძალის დამაარსებელი ამბობს, "ჩვენ ვიცავთ მხოლოდ იმას, რაც გვიყვარს".

imageimage




0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0