x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამი მილიონის ახალი ტექნიკა შეიძინა

image


პირველმა არხმა, სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღების პროექტის ფარგლებში, დღეს დაახლოებით სამი მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა მიიღო.


როგორც პირველი არხის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა, მენეჯმენტი ახორციელებს არხის სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღების პროექტს, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს 45 მილიონი ლარი.


„საზოგადოებრივ მაუწყებელში ამ ეტაპისთვის დაახლოებით სამი მილიონი ლარის ტექნიკა შემოვიდა, ეს არის განათებისა და სტუდიური მონიტორების ნაკრები. წლის ბოლომდე დანარჩენი თანხა, დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტი კიდევ დაიხარჯება ტექნიკური გადაიარაღებისთვის. შედეგად პირველი არხი რეგიონში თანამედროვედ აღჭურვილი ერთ-ერთი პირველი ტელევიზია იქნება“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0