x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქორწილში სიძემ პატარძალს სცემა(ვიდეო)
image

შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა ინტერნეტით. როგორც ირკვევა, შემთხვევა ცენტრალურ აზიაში ხდება, რა დროსაც ასეულობით სტუმრის თვალწინ სიძემ პატარძალს სახეში გაულაწუნა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონა წაბორძიკდა და ტახტზე დაეცა.



ყველაფერი კი იმით იწყება, რომ საქმრო ტორტის ნაჭერს უდებს პირში საპატარძლოს, შემდეგ პირიქით, პატარძალი იღებს ტორტის ნაჭერს და საქმროს ეხუმრება - ტორტის ნაჭერს პირთან მიუტანს და მერე უცებ გამოაცლის, რასაც ბიჭის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელიც სახეში სილის გაწნით დამთავრდა.

image


აღსანიშნავია, რომ გარშემო მყოფი ხალხის რეაქცია თითქმის ნულია, ვითომ აქ არც არაფერი მომხდარა. თვითონ სასიძო მშვიდად განაგრძობს საუბარს ერთ-ერთ სტუმართან.




ინტერნეტმომხარებლების კომენტარები საკმაოდ მწვავეა:



"ამ ტიპს გაკვეთილები უნდა ჩაუტარონ ადამიანის უფლებებზე, ამ გოგონამ კი დაუყონებლივ უნდა მოითხოვოს გაყრა"



"ვიმედოვნებ, რომ ქორწილი ჩაიშალა"



"ღმერთო ჩემო ამას თუ აკეთებს ათეულობით ადამიანის თვალწინ, წარმოგიდგენიათ რა ელის მაგ გოგოს სახლში?"



"წადი წადი გაიქეცი, ამდენს თუ ბედავს ახლავე, წარმოგიდგენიათ რას იზამს დახურულ კარს მიღმა?"


"დავნიძლავდეთ, მაინც გაჰყვებოდა ცოლად"

1
967
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
967
  
2019, 7 მარტი, 20:39
ნამდვილად გაჰყვებოდა! აზიიდან ტურისტი ქალები რომ ჩამოდიან, ისე არიან დაშინებულებ, რომ თავსაბურავებს აქაც არ იხსნიან (:
0 1 1